ძველი ბლოკნოტი ვიპოვე

Posted by piccolina on August 16, 2009 in Uncategorized |

პირველ რიგში, მომილოცეთ, რომ პოსტის დასაწერად გამბედაობა მოვიკრიბე :ბის:

იდეაში დღეს ისედაც უნდა დამეწერა პოსტი, ოღონდ ის სიბერეზე უნდა ყოფილიყო და საკმაოდ უარყოფითი განწყობიანი, მარა ის ჯობია მაშინ დავწერო, როცა განწყობა განეიტრალურდება ))

მოკლედ დღეს, ამ ნეგაატივით დაგრუზული რომ მოვედი დავიწყე კარადაში ქექვა. რას ვეძებდი, თვითონაც წარმოდგენა არ მაქვს, უბრალოდ გადასართავად ვიქექებოდი და ვიპოვე ჩემი ძველი ბლოკნოტი. ძალიან პატარა წიგნუკასავით არის, 15 წლის რომ ვიყავი მაშინ ვიყიდე. მაშინ რომში ვიყავი და ბევრი ახალი მეგობარი გამომიჩნდა, რომლებსაც სავარაუდოდ მეორედ ვეღარ ვნახავდი და მინდოდა მათი ჩანაწერებით მაინც დამემახსოვრებინა, რომ არსებობდნენ და ოდესღაც ძალიან მიყვარდნენ. მოკლედ ამ ჩანაწერებისთვის შევიძინე ეს ბლოკნოტი.

იდეა არ იყო “მეგობრების დღიურის” სტილის ჩანაწერების დატოვება. უბრალოდ დასამახსოვრებელი რამე უნდა ყოფილიყო. მაგალითად ჩემმა ჯგუფელმა სერაფიმმა ვირი დამიხატა წარჩერით “ერთ-ერთი ჩემი ვირი”. არც სახელი მიუწერია, არც წარმომავლობა, მარა ნახატს რომ დავხედე მაშინვე გამახსენდა სერაფიმი და მისი (დავალებისთვის) გამოგონილი ვირები და მერე ლექციებზე რა კარგად ვერთობოდით ერთად და ვაფშე რომ არსებობდა ეგ ადამიანი ჩემს ცხოვრებაში და რაღაც გამისწორდა მაგის გახსენება )))

ძაან ბევრი ნაწერია იქაური მონაზვნებისგან. ზოგი ღმერთს უმადლის ჩემს გაცნობას, ზოგი ღმერთის გზისკენ მიმითითებს, ზოგიც უბრალოდ ცხოვრებისეულ სიბრძნეებს მიწერდა ))) ისე, ცუდი წასაკითხი არ არის. მითუმეტეს, რომ იმ ხალხთან ერთად 2 თვე ვიცხოვრე და ყველა ჩანაწერს ეტყობა ვისი დაწერილიც არის და მახსენდება, რომ ოჯახის წევრებივით იყვნენ ))

აქ რომ ჩამოვედი გავაგრძელე ხალხისთვის ბლოკნოტის შეტენვა “რამე ჩამიწერე”-ს თხოვნით. ძირითადად ახალ გაცნობილ ხალხს ვატენიდი. მიზანი იგივე იყო, თითქმის. უბრალოდ აქ უცებ დაახლოებული ხალხი იყო, რომლებთანაც მეგობრობას მერე ან გავაგრძელებდი ან არა და მაშინდელი მოგონება მინდოდა დამრჩენოდა. აქედან ზოგთან დღემდე ვმეგობრობ, ზოგიც დავფანტე )) როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრია “ხოტბის წერილები” (გურჯები ვართ მაინც). ეს ის შემთხვევაა, როცა დამწერი ვერ ხვდებოდა, რას მოვითხოვდი მისგან.

სტრანნა, მაგრამ აქამდე შემორჩენილი მეგობრების ჩანაწერებს შორის ვიპოვე იაჩოს, ბარბის, ყვავას და დოდკას ჩანაწერებიც ))) ძალიან გამისწორდა, რომ გადავიკითხე და არანაირი ქება-დიდება არ იყო იქ. ჯასთ ჩანაწერები )) ბტწ ყველაზე მეტად ყვავას ჩანაწერმა გამაღიმა (ლავიუ დედი)

ხოდა ვფიქრობდი დღეს, ხომ არ გამეგრძელებინა საპატიო “შემთხვევითი გამვლელების” ავტოგრაფების შეგროვება?

კაკ ნე სტრანნა პირველ იდეად საბუნია გამახსენდა )) ჯერ არც კი მინახავს და უკვე მიყვარს <3 რას იტყვი, საბ?

p.s. ფოტო მასალის დადება მინდოდა, მარა ფოტოაპარატი ჩემს დას წაუღია ))

Tags: , , , , , , , , , ,

9 Comments

  • :) ra kargia :)imedia pozitiur ganwyobaze dagayena mag bloknotma.
    rarac msgavsi bloknoti mec mqonda , dzalian patara xoda chemi amxanagebi cerdnen xolme raraceebs. misi bedi imit damtavrda rom nagavshi gadavagde radgan tavisi tavi amocura:D

  • Bas says:

    :D okey :D mec mivyvaxar :2kiss:

  • Gigoli says:

    მდაა.. ინტერესნოო.. მე კი ყოველთვის მეგონა მაგ “ბლოკნოტებს” ფსიქოლოგიური დატვირთვა ჰქონდა. თურმე მოგონებების კრებულადაც მშვენივრად გამოდგება.

  • dj-guro says:

    უი, მეც მაქვს მასეთი, ძველი უჯრის დალაგებისას ვიპოვე.. სულ 4 ჩანაწერია, აქედან 3 ში სიყვარულს მიხსნიან და ერთში ძალიან დამტვრეული ინგლისურით წერია, რომ მისი სახელია ნინო და დაბლა ნომერიც აქვს მიწერილი. დღემდე მაინტერესებს, რატომ დაწერა ინგლისურად და თან უამრავი შეცდომით და საერთოდ, რატომ დავაწერინე რამე მაგ გოგოს.. :) გამივლის.

  • blackglance says:

    mec maqvs egeti bloknotebi, tanac 2. zustad mag miznistvis vikenebdi. umetesoba mixatavda rames.
    dzaan mikvars da karg dros maxsenebs :))

  • რამდენი ხანია აქ აღარ შემოვსულვარ :) მომეწონა პოსტი.
    ჩემი “მილიონტრისტა” ბლოკნოტი გამახსენდა და იგივე ჩანაწერები ქართული – ქება-დიდება. მე კიდევ ის უფრო მინდოდა ხოლმე, ადამიანებს მასში საკუთარი თავი გამოეხატათ და რამე განსხვავებული ჩაეწერათ…

  • ქალი, ჩემთან დაგტაგე, ველი შენ პოსტს :)
    http://tomushka.blogspot.com/2009/08/blog-post_18.html

  • Nina's blog says:

    მეც მქონდა ასეთი რამე,თუმცა ეხლა რომ გადავხედავ ხოლმე ვგრძნობ რომ ის ხალხი ჩემთვის აბსოლუტურად უცხოები არიან,ბევრი მათგანი მიიფანტმოიფანტა კიდეც უკვე….
    თუმცა მქონდა უფრო ძველი დღიურიც რომელშიც მართლაც კარგი რამეები იყო,თუმცა სად წავიდა არ ვიცი:-(

  • Natalia says:

    მე მაქვს რვეულები, სადაც ლექციებზე ვწერდით ხოლმე ჯგუფელები ერთმანეთს. ეხლა რომ ვკითხულობ, მართლა სასიამოვნო გასახსენებლია :))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.