ჩვენ ვხედავთ ზღვას

Posted by piccolina on July 13, 2010 in Uncategorized |

უკვე 2 კვირაა, რაც კვარიათიდან ჩამოვედით და უსინდისოდ ვინარჩუნებ დუმილის უფლებას. არადა რამდენჯერ რავდე პირობა, დავწერთქო.

ხოდა დრო მოვიდა, შევასრულო.

ეს სათაური შემთხვევით არ ქვია პოსტს. 3.5 დღე მხოლოდ ვხედავდთ ზღვას ფანჯრიდან და ვერ გავდიოდით. მხოლოდ ბოლო დღეს, წამოსვლამდე 2 საათით ადრე ჩავედი და ტალღებიან წყალში შევედი. აქედან გამოშვებული წყევლა იქაც მომწვდა და წყალმა ჩამითრია. არც ტალღა დამჯახებია და არაფერი. უბრალოდ ჩამითრია :))

ჩემი ბეჯი

ყველაზე მწარე ბოლოს წინა დღე იყო ამ მხრივ, როდესაც ერთი პრეზენტაცია ღამით გადაგვიტანეს და 4-5 ის მერე წესით თავისუფალი დრო უნდა გვქონოდა. თან გარეთ კარგი ამინდი იყო, არანაირი ტალღები, მზე ანათებდა და საშინლად გვცხელოდა, მარა ვინ შეგვარგო. დადგა ის ტიპი, პრეზენტაციას ვინც ატარებდა და ცოცხალი თავით არ გაჩუმდა, სანამ შავმა ღრუბელმა არ დაფარა ცა და ქარი არ ამოვარდა…

განრიგს რაც შეეხება, მთელი დღის მანძილზე შენობაში ვიყავით გამოკეტილები და პრეზენტაციებს ვუსმენდით და რაღაცეებს ვაკეთებდით. მერე, საღამოს 7-8სთვის იყო ვახშამი. ამის მერე გვქონდა თავისუფალი დრო. ჩვენც ვსხდებოდით, ვჭორაობდით, ვსვამდით, უნოს ვთამაშობდით… მოკლედ, ღამის 5სთვის ვწვებოდით და მერე, დილას 8:30ზე ვდგებოდით ისევ. მოკლედ, იქ ყოფნის პერიოდში სულ უძინარი ვიყავი და ყოველ 5 წუთიან შუალედში ოთახში გავრბოდი დასაძინებლად :)))

აქ შედარებით უკეთ გამოიყურება ჩემი სახე :))

რაც შეეხება ყველაზე საინტერესო დღეს, რომლის შესახებაც ცოცხალი თავით არ ვყვებოდი – ბლოგზე დავწერთქო :)) მოკლედ, ერთ მშვენიერ დღეს ბათუმში წავედით. უნდა მოგვევლო, დაგვეთვალიერებინა და მერე დაგვეწერა ამის შესახებ. რომ ჩავედით, სანამ ჯერ კიდევ ჯგუფებად დავიშლებოდით, იქ ის ფანტანი დავინახეთ და დავხამდით, შუაში გავირბინოთთქო. ხოდა მე, ლანდიშამ, თინიმ და კიჯამ ჩავკიდეთ ერთმანეთს ხელები და გავირბინეთ. მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ ყველაზე მეტად მე დავსველდი. ავხედ-დავხედე ლანდიშას და აშკარად ჩემზე ბევრად მშრალი იყო. ხოდა მივედი ზურგიდან და ხელები შემოვხვიე, შენც ისე უნდა დასველდე, როგორც მე დავსველდითქო. ხოდა ამ დროს ეწვია ლანდიშას თავში ჩემი აწევის გენიალური იდეა. მე ხომ მის უკან ვიდექი, ხოდა გამოწია ხელები უკან, მომკიდა და ზურგზე წამომიკიდა და წინ გადაიხარა. მარა ვერ გათვალა, რომ ძალიან არ უნდა გადახრილიყო და ვეღარ გასწორდა. მეც, ბუნებრივია, წონასწორობა ვერ შევინარშუნე და პირდაპირ სახით დავეთხლიშე ქვაფენილს…

სანამ უარესად გასივდებოდა და გაწითლდებოდა...

ეკა ამბობდა, რაც თბილისში დარჩენილმა დაბოღმილმა ბლოგერებმა გვწყევლეს ყველაფერი შენზე გადმოვიდაო :))

ხო, აქვე ზემოთხსენებულ ბლოგერებს რაც შეეხებათ, 2 კვირით ადრე IWPRმა ძალიან მაგარი პროექტი გააკეთა, საუკეთესო, რაშიც კი მიმიღია მონაწილეობა. დოდიმ ამის შესახებ ინფორმაციაც გაავრცელა და იქით ეხვეწებოდა ბლოგერებს, წამოდითო. რატომ გამოთქვა სურვილი მხოლოდ რამდენიმე ბლოგერმა? რატომ არ იყვნენ ის ბლოგერები სიკამპზე ან ათას მსგავს ივენთზე, სადაც იქით ეხვეწებოდნენ, წამოდითო.

ასე გადიოდა მთელი ჩვენი დღეები

ბლოგერები მაშინვე მომვარდნენ, ჩამომბანეს დასისხლიანებული სახე, შემამოწმეს, კბილები ხომ არ შევატოვე ქვაფენილს, ან რამე უარესი ხომ არ დავიშავე. ამის მერე, სადღა მქონდა ბათუმის თვალიერების თავი, თავბრუ ისე მეხვეოდა, ორად ვხედავდი ყველაფერს. შესასვენებლად პლიაჟზე ჩამოვსხედით. ზუსტად ამ დროს ჩავწერე ვიდეო პოსტი, რომელსაც პოსტისავით დაგვიანებით ვდებ. საერთოდ, ასე არ ვლაპარაკობ, ისე მტკიოდა სახე, ძლივს ვაღებდი პირს და მაგის ბრალია :))

ბოლოს ლიტერატურულ კაფეში შევიყარეთ ყველანი ერთად. ვინც არ იცოდა, მოვუყევი ჩემი ტრაგედიის შესახებ :)) მერე მოცეკვავე შადრევნები ვნახეთ. რამდენიმე ვიდეო და სურათები გადავიღე.

ყველაფერს რომ მოვრჩით, საღამოს, საქაერონავიგაციაში წავედით. ძალიან კარგი და თბილი დახვედრა მოგვიწყვეს <3 მწვადები, ღვინო, ლუდი და ფეხბურთი დიდ ეკრანზე. მეტი რა არის საჭირო დაქანცული ბლოგერების გასახარებლად? სხვების არ ვიცი და ჩემი გული კი მოიგო საქაერონავიგაციამ (სიამოვნებით ვიმუშავებდი მათთან, ძაან სასიამოვნო ხალხი იყო)

პალმები ბათუმურად

ხო, სანამ აქ დარჩენილი დაბოღმილი ბლოგერები იწყევლებოდნენ, რუსეთის პრესა დეზინფორმაციის გავრცელებით იყო დაკავებული. თითქოს სამინისტრომ საიდუმლო ადგილას შეგვკრიბა ‘დასავერბოვკებლად’. ლოლ

მოკლედ, საკმაოდ დამღლელი და ზარალიანი დღეები გავატარე კვარიათში.

კიდევ იტყვით, სატუსოვკოდ წავიდნენო? დარწმუნებული ვარ, მაინც იტყვით :))

ბოლოს ვიდეო განწყობისთვის. კვარიათისკენ რომ მივდიოდით, გზაში საჭმელად გავჩერდით და იქ გადავიღე :))

http://www.youtube.com/watch?v=qvGHot7dJrw

Tags: , , , , , , , ,

14 Comments

  • ებიჯო! ვინაა ის წითელკუპალნიკიანი?

  • ლოლ :) მოყვა ლანდიშა მისი გმირობის ამბებს. :) პ.ს. სიტუაციას ვაკონტროლებდი, წყევლით არავინ იწყევლებოდა :) :) :*

  • Landish says:

    ყვავ ვინაა და ჩვენი common ex :D

    და ვიდეოში ზღვის ტალღებისა და ჩემი დაბალი ხმის ტემბრის გამო არ ისმის წესივრად რასაც ვამბობ და აქ ვიტყვი : ))

    ყვავ რა გოგო დაკარგე, და ხელს ვიშვერ თინისკენ..
    შოთ რა გოგო დაკარგე, და ხელს ვიშვრე პიკოსკენ : ))
    და ლანდიშ რა გოგოს კარგავ და ხელს ვიშვერ სადაც საჭიროა, იქ : ))

  • Zurriuss says:

    მარტო საქართველოში ამართლებს “შავი” ზღვა თავის სახელს.
    პიკო, შე მრავალფეროვანო, შენა :))

  • piccolina says:

    @ყვავ – აუ მაგარი ნაშაა. შეგიძლია შეაბა, თან სინგლეა

    @ლანდიშ – რავი, მე მესმის რომ ვრთავ …

    @ზურიუს – ლოლ

  • Juno says:

    ვაი, ეს რა მოგსვლია
    ვიდეოები განსაკუთრებით მომეწონა

  • Natalia says:

    კიდევ კარგი, შედარებით ნაკლები დაზიანება მიიღე იმ დაცემისგან. ასე ბრმად არ უნდა ენდო ადამიანებს :D :D

    პ.ს ბოღმას რაც შეეხება, აქ ერთი თქვეს რაღაც და მერე თქვენ ძალიან აყევით, შეგეძლოთ უბრალოდ დაგეკიდებინათ. თქვენ კიდევ ინერციით აგრძელებდით კიდევ. ან ეს სიტყვები ‘ბოღმა’ ‘დაბოღმილი’.. ნუ, არ ჩანს კარგად.

  • piccolina says:

    @ნატალია – არავის უკითხავს ჩემთვის, გინდა თუ არა, რომ აგწიოო :))
    მეორე საკითხს რაც შეეხება, 1 კომენტარის მეტი არ გამიკეთებია მე პირადად მაგ თემაზე და მოდი ნუ გავმიჯნავთ ბლოგოსფეროს ეგრე, თითქოს რაღაც დაჯგუფებებია და ერთი წარმომადგენელი თუ რამეს იტყვის, ყველას სახელით იტყვის. მე ხომ არ ვამბობ, რომ ყველა თბილისში დარჩენილმა დამწყევლა, ან ყველა დაბოღმილმა ბლოგერმა, ან რაღაც. მხოლოდ იმათ, ვინც თბილისში დარჩა და იქ არ წამოსვლის გამო დაიბოღმა და არანაირად არ ვგულისხმობ ყველას, ვინც რამე უარყოფითი დაწერა ქვარიათის ამბებთან დაკავშირებით

  • Kate says:

    კიდევ კარგი, რომ ცხვირი ან კბილი არ მოიტეხე. სასწაულად გადარჩი. კარგია, რომ ამას გართულებები არ მოჰყოლია. :* ერთ-ერთ სურათში სკარლეთ იოჰანსონს გამსგავსებ :**

    ხოდა პოსტში არვიცი რამდენჯერ ახსენე, მაგრამ მინიმუმ მე-4 ბლოგერი ხარ, ვინც “თბილისში დარჩენილი დაბოღმილი ბლოგერები” ახსენე. სია არ დევს ნეტავ ამ ბლოგერების??? ძალიან მაინტერესებს. იქნებ მეც ვირიცხები მათ შორის. ან რომელ ბლოგერს შეშურდა??? ზღვის შეშურდა თუ კვარიათის??? :D :D :D მართლა არაეთიკურია, როდესაც ბლოგერების გარკვეული ნაწილი დანარჩენ ბლოგერებს ბოღმებად მოიხსენიებს. ან “ეკა ამბობდა, რაც თბილისში დარჩენილმა დაბოღმილმა ბლოგერებმა გვწყევლეს ყველაფერი შენზე გადმოვიდაო :))”-ო რომ წერ, შეგიძლიათ ან შენ და ან ეკას, კონკრეტულად სახელები ან ბლოგ-ლინკები დაასახელოს იმ ბლოგერებისა, ვინც თქვენ მანდ ყოფნისას გწყევლიდათ??? არამგონია, ასეთი რომელიმე ბლოგერი მოიძებნოს და თუ მოიძებნა, ის იქნება ერთი და კონკრეტული ადამიანი თავისი სახელითა და ბლოგით, და არა “თბილისში დარჩენილი ბლოგერები”. მე პირადად თბილისში დავრჩი, მაგრამ არ მიწყევლია არავინ და ვთვლი, რომ კიდევ არაერთია ასეთი.

    • piccolina says:

      ნუ… მიმდინარე ამბებს თუ ჩამორჩი ყველაფერს თავიდან ვერ მოგიყვები, თავისი კომენტარებიან-სტატუსებიანად
      რატომღაც ძირითადი ნაწილი წაშლილია :))
      არაეთიკური ის იყო, უაზრობებს რომ თხრიდნენ და თავის უაზრო ნათქვამს მეორე უაზრობით ამართლებდნენ

  • Kate says:

    ვაა როკოს რა კარგი ხმა ჰქონია. :)))
    და ლანდიშა ძალიან სასაცილო ხარ. :))))))))

  • Taa says:

    ეკა ამბობდა, რაც თბილისში დარჩენილმა დაბოღმილმა ბლოგერებმა გვწყევლეს ყველაფერი შენზე გადმოვიდაო :))

    მე არ მიგულისხმოთ
    მე პირიქით გბალეშიკობდით :)

    აქვე ზემოთხსენებულ ბლოგერებს რაც შეეხებათ, 2 კვირით ადრე IWPRმა ძალიან მაგარი პროექტი გააკეთა, საუკეთესო, რაშიც კი მიმიღია მონაწილეობა

    რა თქმა უნდა ზემოხსენებულ ბლოგერებში არ შევდივარ და საერთოდაც ეგეთი რამეები ჩემში არ ზის
    მაგრამ აი ეგეთ პროექტებზე სულ სულ ბოლოს ვიგებ ხოლმე :(
    იმიტომ რომ ძალიან დაკავებული ვარ სამსახურში და ყველას – ყველა სტატუსს ვერ ვკითხულობ ფეისბუქზე
    მეილზე კიდე ეგეთ რამეებს არ აგზავნიან :)

    • piccolina says:

      თუ მუშაობ იქ ვერ იქნებოდი მგონი 3 დღე :/ ძაან ბევრი სარბენი იყო
      მარა ისე, კარგი იქნებოდა რომ მიგეღო შენც მონაწილეობა :))

      პ.ს. დაბოღმილ ბლოგერებში ვგულისხმობ მხოლოდ იმათ, ვინც ძალიან აშკარად და დაუფარავად გამოხატა ეს

  • ქვაფენილზე დავარდნა ტეხავს მაგრამ , არა?? :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.