მოგონებები ზაფხულზე

Posted by piccolina on August 27, 2010 in Uncategorized |

ამ ზაფხულს საერთოდ არსად წასვლას არ ვაპირებდი, მაგრამ ჯერ იყო და მანგლისში წამიყვანეს (სხვა გზა არ მქონდა, დავნებდი) და მერე ბათუმში გამაქანეს სრულიად მოულოდნელად. ნუ მანგლისის ამბების მოყოლას აზრი არ აქვს. მთელი დღე ვიჯექი და ვკითხულობდი, დროდადრო ტელევიზორსაც ვუყურებდი. აი ბათუმი ცოტა უფრო საინტერესო იყო.

პირველი ღირსშესანიშნაობა – მეტსახელი ‘პიკოლინა’ შეცვალა მეტსახელმა ‘კონკია’. ეს იმიტომ, რომ ჩემი სახლი 12ზე იკეტებოდა და მაგ დროისთვის სახლში უნდა ვყოფილიყავი :))

სცადა კაცმა პანორამა და რამდენად გამოვიდა, ეგ სხვა საკითხია :))

ხო, წინა პოსტში ვინილზე რომ დავწერე გახსოვთ? კარგიათქო. ხოდა დაივიწყეთ. თავიდან ძაან ასწორებდა, კარგი სიტუაცია, არა პაპსა მუსიკა, არა უსაშველო ფასები, ბევრი ნაცნობი იქ. ბოლოს რომ მივედი საშინელება იყო. რაღაც საზიზღარი კლუბური მუსიკა ბოლო ხმაზე და ვიღაც ბეეევრი ხალხი :/ არა, დაივიწყეთ ვინილი

ძალიან ბევრი ნაცნობი ვნახე ბათუმში. თითქმის ყველა ნაცნობი იქ იყო – ფორუმელები, ბლოგერები, ფეისბუქის ნაცნობები, ჩემი სტუდენტებიც კი ვნახე. ყველაზე მეტად lady bird-ის ქმრის ნახვა გამიკვირდა. ზაზა ქვია, თუ არ ვცდები. შემთხვევით შემხვდა და მიცნო, ბლოგს კითხულობს თურმე ეგეც და გამიხარდა :)) უნოც ვითამაშეთ იქ

piccolina.ge

დიახ, ეს კარტი მე მეჭირა და წავაგე :))

წელს, რატომღაც ტალღებში შესვლის მეშინოდა. ილია რომ არ ყოფილიყო იქ, არც შევიდოდი ალბათ. მაგ დროს ძლიერი დინებაა და მეშინოდა, რომ ვეღარ გამოვიდოდი. თან ნაპირზე ამოსვლა ხო საშინელებაა, 9ჯერ გახოხიალებს ქვებზე ტალღა, სანამ წყლიდან ამოაღწევ. მართალია, ილია მეხმარებოდა დინებასთან შეწინააღმდეგებაში, მაგრამ მაინც ვყლაპე წყალი მაგის გამო. მოკლედ, ცოტა ნაპირისკენ გამიყვანა, სადაც უკვე ეხეთხებოდა ტალღა, თუ რაც ქვია და მეუბნება, ახლა ნახეო, დაიცადეო. ველოდები მეც. ხოდა მოვიდა დიდი ტალღა და ჩამაყვინთავა, როგორც კი ამოვედი, ეგრევე მეორე დამეცა თავზე. თვითონ ილია ნაპირზე ამოატივტივა და ქვებზე ახოხიალა. რომ ვუსაყვედურე, არ გაიტეხა და მაგარი იყო, რა გინდაო :D

ყველა სურათი ნაინომ წაიღო და მე მარტო სურათის სურათი დამრჩა

იქ რომ ჩავედი მოვიწამლე თუ რაღაც. მოკლედ, წამოსვლამდე სულ ცუდად ვიყავი. ძალიან ბევრი ყოფილა ეგრე. წყალში ჩხირებიაო, თუ რაღაც და ბევრი იყო ჩემსავით ცუდად. ბევრი კიდევ გაცივდა თუ გრიპი აიკიდა.

ძალიან არ მომეწონა, რომ როცა საჭირო გახდა, პლიაჟზე მაშველი ყველაზე ბოლოს მივიდა.

ძალიან მომეწონა ალდაგის მედ პუნქტები სანაპიროზე. შუა ნაპირზე რომ რამე მოგინდეს, იქვე არიან და დაგეხმარებიან უსასყიდლოდ ))

ხო, მგონი სულ ეს იყო :))

8 Comments

  • : )) ჰოდა ისა წყალში ნამდვილად არის ბევრი მამაძაღლობა :|
    ჩემი და და მამაჩემიც ისე უგონოდ მოიწამლენ რომ რავიც რა :|
    დანარჩენი ყოლიფერი კაი მარა ილიას რომ კაცი ენდობა წყალში : ) გიო მაინც ყოფილიყო : ))

  • ვაიმე, ალდაგზე ვიკაიფე – რუსულად “მედ პუნკტ”, ქართულად – “მედ პ-ი” :დ

  • zviangi says:

    “შუა ნაპირზე” კარგი იყო :))))))

    ნაპირის ბოლოს რომ დაგემართოს რამე, დაგენძრა :))))
    ან ნაპირის თავში :))

  • Ladybird says:

    ჰაჰაჰა, საიდან სადაო რა… :D პიკო, მეც დიდი სიამოვნებით გნახავდი საქართველოში რომ ვიყო… ჰოოოოდა, UNO მეც ძალიან მიყვარს :D

  • DJ ZaPa says:

    hii,ახლა უკვე ბლოგზე მოგესალმები პიკო,მე ვარ ზაზა.
    ეს ვინილ ბარი სადაა ბათუმში?

  • piccolina says:

    @ლილიანი – ‘ჩემი და’ რომ დაწერე, დავიბენი უცებ :დ

    @დოდ – ეგეთები ბევრი იყო იქ და ამაზე აღარ გავამახვილე ყურადღება :დ

    @Ladybird – ხოდა ჩამოდი და უნო ვითამაშოთ ;)

    @DJ ZaPa – ვაა სალამი ზაზა :)) ვინილი არის ერას მოედანზე. აი მედეას ქანდაკებიდან ფანტანებისკენ რომ წახვალ, მარჯვენა მხარეს, კუთხეში დაინახავ გარეთ გამოტანილ სკამებს და მაგიდებს. მარა ახლა რა სიტუაცია დაგხვდება, მაგაზე პასუხს არ ვაგებ :დ

  • Kate says:

    ძალიან კარგი, რომ მაგ პატარ-პატარა უსიამოვნებების მიუხედავად მაინც კარგად გაერთე. :**

  • Agasfer says:

    ჩხირები კი არა, მილიონი საზიზღრობა. მეორე დღიდან ჩავლოგინდი. ამიტომ, სულ დავიკიდე ბათუმი და დილიდან სარფში გადავდიოდი ყოველ დღე.

    და კიდევ კოკაკოლას სახლები შემხვდა და ვერ მივხვდი. კოკა-კოლას რომ იყიდი, უფასოდ მოგა##მევინებენ, ალბათ, ხო? აქცია ეწერა და ტუალეტს ჰგავდა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.