ზაებალი თავისი ოპოზიციით

Posted by piccolina on May 26, 2009 in Uncategorized |

დღეს საინტერესო (და ჩემთვის ამაზრზენი) დღე მოიწყო ოპოზიციამ. ჯერ იყო და დინამოზე მიცვივდნენ და ძმებმა გრეჩიხებმა იქ სპექტაკლი დადგეს და მუხლებზე ხოხიალი დაიწყეს. ისე, ცუდი მსახიობები კი არიან…ნუ ეს დღის პირველი მარაზმი.

მეორე მარაზმი იყო რომ ასეთი მორწმუნე და სათნო ხალხი, რომელიც სამებაში შეიკრიბა ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ მარაზმის მამებს (აქ ორივე მხარე იგულისხმება). თურმე ეკლესიაში ტაში და შეძახილები მოსულა. ეგ ხალხი მერე დადგება და ლექციების კითხვას დაგვიწყებს, რომ ეკლესიაში კევით და უთავსაფროდ შესვლა გრეხია.

მესამე მარაზმი ძალიან საინტერესო გამოვიდა. გრეჩიხა the უმცროსმა (რომელიც დიდ მორწმუნეობაზე და ღვთისმოშიშობაზე დებს თავს) სერიოზული განცხადება გააკეთა. ესეიგი, პატრიარქიო პლენში აიყვანესო და დააშინესო და პატრიარქს შეეშინდა და აღარ მოვიდა აქო ))) მართლა რომ ეგრე ყოფილიტო, თავს რომ ჭკვიანობაზე და პატრიოტობაზე დებ თავს არ უნდა თქვა, რომ ერის სულიერი წინამძღვარი მშიშარაა. ცალკე საკითხია რუსული სიტყვებით რომ საუბრობს პატივცემული )))

მეოთხე მარაზმმა ვაფშე დაგლიჯა. ნინო ცდილობს სალი (სალომე ტო ესტ) დააოკოს და ნუ სალის საუბარი კიდევ ცალკე თემაა. მადლობა დოდკას წყაროსთვის და იხილეთ ვიდეო:

[youtube=http://www.youtube.com/watch?v=flAA3xwegOA&hl=en&fs=1]

მეხუთე მარაზმი ის იყო, რომ ხალხს უთხრეს, ჩვენო არავიზე ხელს არ ავწევთო, მარა წავედით ახლა ყველანი ერთად ვაგზალზეო (ჩემ სახლთან ახლოს), მოძრაობა უნდა გავაჩეროთო იქო და კიდევ აეროპორტის ტრასაზეცო. მარა ისე ხალხს არ ვაწაყენონებთო. ანუ უბრალოდ უნივერსიტეტში და სამსახურში წასვლაში შემიშლიან ხელს (ძილშიც მამენტ, იყვირებენ ეგენი ნამდვილად), თორე ისე არაფერს არ მიშლიან.

მეექვსე მარაზმი ჩემი გადაღებული სურათებია, რომელშიც არაფერი არ ჩანს, არადა ძაან კი ვეცადე ))) უკეთესი ფოტო ან ვიდეო მასალის ხელში ჩაგდებისთანავე დავდებ ბლოგზე ;)

DSC06109

DSC06110

DSC06111

ისე საინტერესო დამთხვევაა, ხალხმა შეკრება ზუსტად იმ ადგილას დაიწყო, სადაც საღამოობით მეზობელი მსუბუქი ყოფაქცევის მანდილოსნები იკრიბებიან. თან დამთხვევა ორაზროვანია. ერთ შემთხვევაში შეიძლება კოლეგებად ჩავთვალოთ, მეორე შემთხვევაში კი პირადი საქმე აქვთ ამ მანდილოსნებთან. ნუ მეორე შემთხვევა უფრო იმედის მომცემია. იქნება მოისხან იმ ქალბატონებმა ამათი მადლი და გვეშველოს ჩვენც ა?

9 Comments

  • არც ისე ბევრი მარაზმი დაუგროვდათ, მაგრამ მთავარი ის არის რომ ნელ-ნელა კუთხეს ირჩევენ თუ რა და როგორ უნდა გააკეთონ, აგერ უკვე სიძვის დიაცთა ბუდე უპოვიათ რაც წინ გადადგმული ნაბიჯია.

  • brrrrrrrr
    nu wer aset rameebze nervebi meshelab da vcofdebi :mad:

  • eatyourdeads says:

    ზოგადად პოლიტიკით ზაებალი :/ твари

  • დღეს ვუსმინე ლაივს..

    ჟურნალისტი: -როგორ განწყობაზე ხართ?
    გრეჩიხა: -ქართულ!

    გავიდა 1 წუთი და პირდაპირ ეთერში ამბობს გრეჩიხა:
    -ჩვენ არ დავიშლებით სანამ სული მიდგია!

    უდგია და რა ქნას…

    მერე, ციტატა მეორე:

    ყველა კაცს, რომელიც ჩვენი საქართველოსთვის ბრძოლობს…

    და გუშინ კიდე:

    ჩვენთა ყველთაგანი – ეს ფრაზა სამჯერ გაიმეორა…

  • zina says:

    სიმბოლურია შენი სურათები,მასეთივე ნეგატივია ახლა ჩვენი სამშობლო! :(

  • პერწკლი says:

    მადლობა პოსტისთვის.
    ანუ არ ვინერვიულო და როგორც მეკიდნენ ისე უნდა დავიკიდო.

  • alex says:

    meeqvse marazmma daglija :) jigari xar, magatze posti amaze met suratebs arc imsaxurebs

  • Dito says:

    და საკურთხეველში შევიდნენ და იქ მოილაპარაკესო, ეგეც მაგარი იყო…

  • tatushka55 says:

    ზაებალი – romelia
    amovida ukve kelshi :(

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.