ყველაზე ტრუხა გასაუბრება

ამ ბოლო დროს ცოტა უმუშევარი ვარ და, ბუნებრივია, გავხდი ქართული დასაქმების საიტების ხშირი სტუმარი. CV-ს ვაგზავნიდი მხოლოდ ისეთ პოზიციებზე, რომელზე მუშაობასაც შევძლებდი და დამაკმაყოფილებდა. დამირეკეს საკმაოდ ბევრი კომპანიიდან. ერთის გარდა ყველადან სიტყვის უთქმელად წამოვედი, მორიდებული ექსქიუზით: ”გმადლობ, არაა საჩემო” …
რაშია საქმე?
ახლავე აგიხსნით. როდესაც გინდა რომ დასაქმდე, ბუნებრივია ინტერესდები თვითონ კომპანიითაც. რამდენაც მოწესრიგებულია, რამდენად აწყობილია, რამდენად სერიოზულად უდგებიან საქმეს…
კომპანიების უმრავლესობა, სადაც მივედი, ელემენტარულ შერჩევასაც კი არ აკეთებდა ნორმალურად. ტრუხა გამსაუბრებლების ნიშნები:
- ირჩევდნენ მხოლოდ CV-ს საფუძველზე
- გასაუბრებაზე არანაირი გაცნობა და სახელები, ფაქტიურად აპლიკანტებით არც ინტერესდებოდნენ
- ძირითადად საუბარი მიდიოდა არა სამუშაოზე, ან აპლიკანტზე, არამედ კომპანიაზე. წიპა: ”ჩვენი კომპანია არსებობს უკვე ამდენი ხანია და ჩვენ ასეთ და ასეთ საქმეებს ვაკეთებთ და ბევრ ფულს ვხევთ”
- გასაუბრება ტარდება პატარა, შეჭუჭყნულ ოთახში. ნუ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მარა როცა მაგარ კომპანიობაზე დებ თავს ცოტა უფრო დიდი თუ არა მოხერხებული ოთახი მაინც რომ გქონდეს არ იქნება ცუდი. ეთ ლისთ ოდესღაც შელესილი კედელი მაინც ნუ გექნება, გადატყავებული დივანით…
- გამსაუბრებელს მუშისგან ვერ გაარჩევ ვერც ჩაცმულობით, ვერც ქცევით, ვერც საუბრით.
- წინ უდევთ ლეკტოკი თუმცა რამის ჩაწერა რომ იყოს საჭირო – ფურცელი, პასტა და მისი ჯანი. აბა ლეკტოკის ხმარა არ იციან ან არც მუშაობს ლეკტოკი დავნიმ დავნო )))
მოკლედ, ამ გასაუბრებაზე იბარებენ ბევრს და ერთბაშად და აპლიკაციებს არც კი არჩევენ მგონი. ალბათ დაგაინტერესათ, რა მიზანი შეიძლება ამოძრავებდეს ადამიანს, რომელიც ასე სულელურად აკეთებს შერჩევას. იმიტომ რომ, იდეაში ამისგან სარგებელს არ უნდა ღებულობდეს და ასე შერჩეულმა კადრებმა შეიძლება საქმე გაუფუჭონ კიდევაც. მიზეზი ძალიან მარტივია – საწყალი კომპანიების მარტივი გამოსავალი ფინანსური კრიზისის დროს )) რა სარგებელი მოაქვს მათთვის ამ ქმედებას?
- რეკლამა დასაქმების საიტებზევე (ხალხი ხედავს, იმახსოვრებს, თანაც ეკონომიკური კრიზისის დროს ტუ ახალი კადრები აყავს ფული ქონია, პრესტიჟი იზრდება)
- რეკლამა თვითონ აპლიკანტებთან (100 დაბარებუიდან 5-10 მაინც ხო ისარგებლებს ამ კომპანიის მომსახურებჳთ, ან ეტა ნე პლოხო)
- რეკლამა აპლიკანტების მიერ (ძირითადად აპიკანტს ეუბნებიან, აი კლიენტები მოიზიდე და ყოველ მოზიდულზე ფულს მოგცემთო. ეს აპლიკანტი კი დაარეკლამებს, მარა კლიენტი თავის ფეხითაც კარგად მივა იმ კომპნიაში, აპლიკანტის ნიანკობა არ სჭირდება)
- დასაქმებას მოწყურებულ ხალხს რამე დამატებით აპლიკაციას ავსებინებენ, ან ტრენინგებს ტენიან, რაშიც ფულს ართმევენ. საწყალმა აპლიკანტებმაც რა ქნან, 30%-ს გონია, რომ დასაქმება რეალურია და ბოლდება (სამწუხაროდ :( )
ხო, მგონი სულ ესაა. ტაკ შტო ხალხ, თქვენც გაითვალისწინეთ ეს ნიშნები, თუ კიდევ შემხვდა კიდევ დაგიწერთ ;)
წარმატებები, მალე დასაქმებას გისურვებთ თქვენც და საკუთარ თავსაც )))
ბოლოს გთავაზობტ funny stuff -ს, რომელიც ზედა სურათის ძებნისას ვიპოვე:







15 Comments
ვაიმე კაკოი უჟას ეგ..მასეთი საიტების ხშირი სტუმარი ვარ მეც,მაგრამ პირობები ზოგჯერ ისეთი სტრანნია, რომ ცივად გამოვდივარ უკან :დ
აი რაც ჩამოთვალე ეგენი ზუსტად.. საიტებს თავი დავანებოთ და ერთხელ შევცოდე და სიტყვა და საქმე ვიყიდე..აი ჰედლაინები სუფთა რა.. განცხადებები როგორი იყო იცი? მოგვწერეთ სახელი , გვარი და ასაკი სმს-ით :დ ან ისა- კვირაში 200$ და რაღაც ეგეთები..მაგ წუთებიდან დავკარგე რამის შოვნის იმედი :მო:
“ლეკტოკი” რა არის, მომიტევეთ? :( :P :rollingeyes:
ვირაცამ ოდესღაც laptop-ის თქმა რომ უნდოდა ლეკტოკი თქვა და იმის მერე ეგრე ვეძახით :გივი:
მე ვიყავი ერთ ”ამერიკულ ფირმაში” და რაც აღწერე ”ლეკტოკის” გარდა ყველაფერი გამოვცადე საკუთარ თავზე,ბოლოს რომ მითხრეს ტრენინგზე 20 გელა მოიტანეო,მეთქი 20 გელა რომ მქონდეს ახლა აქ არ ვირბენდი ძაღლივით თქო.
ცალყბად გამიღიმეს და გამომიშვეს:(
აქტუალური პრობლემატიკაა
უმუშევარი ვარ :ვის:
ბოლოზე ვიკაიფე მაგრად : )))
@daliela – აჰა, მტკივნეული თემაა )))
@ utvino – სურათზე? ხო ეგ სპეციალურად ბოლოში ჩავსვი, წიპა ტკბილი უკმა ბოლოშიო თუ როგორცაა )))
ამჟამად მეც დაუსაქმებელი ვარ. ამ ეტაპზე მართლა არ მინდა მუშაობა, ვისვენებ. მაგრამ რამოდენიმე დღის წინ დედას გულის გასახარებლად გავაგზავნე cv. მერე მომივიდა მეილზე შეტყობინება რომელ საათზე უნდა მივსულიყავი და მეთქვი ვტფ?
შეიძლება ის მეილი 100 წელი არ შემემოწმებინა და არ უნდა დაერეკათ თუ რეალური ვაკანსია იყო და თუ არ კიდიათ? მოკლედ სახლში რა თქმა უნდა მოვიტყუე რომ გასაუბრებაზე წავედი, სინამდვილეში კარგად გამოვიძინე სახლში. ესეთ ბანძ დაწესებულებებში მართლა არ ღირს მუშაობა, სადაც ელემენტარული ჰრ მართვის აზრზე არ არიან. :mad:
არც ყავთ ჰრ )))
hm,
1. ისე ყველა თავმოყვარე კომპანია თავიდან ტავისი კომპანიის წარდგენით იწყებს, რამდენი ხანია ბაზარზეა, რა სფეროში მუშაობს და ა.შ. შემოსავალ და გასავალს ახლა ნორმალური კაცი აპლიკანტს რომა რ ეტყვის ეგ ხო ფაქტია :)
2. ჩაცმულობა – მუშას რას გულისხმობ? მე რამდენჯერაც ვიყავი აქ გასაუბრებებზე საკმაოდ სოლიდურ კომპანიებში მაგ ადეკო (www.adecco.com) სრულიად ჩვეულებრივად ეცვათ. თეთრი საროჩკა და შარვალი, ან ქვედაბოლო.
3. აპლიკანტის ვინაობით რომ არ ინტერესდებიან ეგ მეც გავიგე, ჩემი ძმიდან. ერთ ერთ ძაააალიან ცნობილ ადგილზე იყო გასუბრებაზე და ჰრ ტრაბახი დაუცკო რამდენი ენა იცის და სად უსცავლია. (ალბათ ჩემ ძმას ეპრანჭებოდა , იმიტომ რომ მართლა ლამაზი ძმა მყავს :P )
რაც შეეხება რატომ იბარებენ ამდენ ხალხს – 1. შენ მოსაზრებებს ვეთანხმები. ან კიდე 2. მართლა არ იციან პირველადი შერჩევა როგორ ხდება :D
ჩაცმულობაში მართლა მუშის ჩაცმულობა ვიგულისხმე
ალაგ ალაგ საღებავიანი შარვალი და ა.შ.
კომპანიის გაცნობა ჩვეულებრივი ამბავია, მარა ასე თავის გაგიჟებით მისი დარეკლამება, როდესაც აპლიკანტის ვინობასაც კი იკიდებ ცოტა საეჭვოა და არც არის ნორმალური ))))
პ.ს. ლეკტოკის შვედური განმარტება მომეწონა )))
ცუდია მასე. მაგი მართლა ნიშნავს რომ პატივს არც სხვას სცემს და პირველ რიგში კი თავის კომპანიას.
შეიძლება მე არ შემხვედრიან მასეთი კომპანიები და უბრალოდ არ ვიცი რას ნიშნავს თავის გაგიჟებით რეკლამირება. სოლიდურ კომპანიებთან მაქვ საქმე მაგრამ რად მინდა მაგათი სოლიდურობა სამსახური თუ არ მომცეს :D :D :D
პ.ს. ლეკტოკი მომეწონა :D შვედურიდან თუ გადმოვთარგმნით ასეთ რამეს მივიღებთ
lektok= lek/თამაში + tok/იდიოტი, სულელი
:/
ლეკტოკი (ამ სიტყვამ ბევრი მაცინა)
უი მეც სამსახურთან დაკავშირებით დავწერე პოსტი :D