12

ვერ ვიტან ახალ ტექნოლოგიებს

Posted by piccolina on June 4, 2009 in Uncategorized |

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ კომპიუტერი ოდესმე პრობლემებს შემიქმნიდა. კომპიუტერი არის ადამიანის დიდი გამოგონება. მეორე და მთავარი გამოგონება ინტერნეტია. დაახლოებით 4 წელია, რაც მაქვს ეს კომპი და მის გარეშე თითქმის ვერ ვაარსებობ. ყველა ინფორმაციას, ყველა საჭირო კონტაქტს, ყველა გასართობს ვპოულობ ინტერნეტში. მოკლედ, ჩემი ცხოვრების უმეტეს დროს ვატარებ მონიტორის წინ, ინტერნეტში შემძვრალი…

უკანასკნელი 2 წელია, ჩვენი ლექატორებიც გამოვიდნენ ცოტა, გაიგეს ინეტის შესახებ და სასწავლს მასალას ხშირად ელ ფოსტის საშუალებით გვაწვდიან. რომ არ დავხარჯოთ წიგნისთვის ან ქსეროქსებისთვის ფული.

თავიდან ძალიან მიხაროდა, მაგრამ დადგა დრო, როცა ეს ყველაფერი ტანჯვად იქცა.

ჩემი ლექტორების გარდა, ინეტის შესახებ ჩემი დის ლექტორებაც გაიგეს. აქ დაიწყო პრობლემები. ხშირად ერთდროულად გვაქვს სასწავლი, ან პრეზენტაცია გასაკეთებელი და ამ ერთ საწყალ კომპს ვერ ვიყოფთ. მიდის მერე ჩხუბი და საქმის გარჩევა იმის შესახებ, თუ ვისი სამეცადინო უფრო მნიშვნელოვანია და რომლის მოიცდის. ამის გარდა, იმას, რომელსაც კომპთან ჯდომა ეღირსება (მეცადინეობის მიზნით) მეორე აუცილებლად უკან უჯდება, ან ხშირად შემოდის ოთახში და ვაი კომპთან მჯდომს, თუ შემთხვევით ინეტში იქექებოდა (თუნდაც სამეცადინოსთან დაკავშირებით). მიდის მერე ყვედრებები, რომ არი, ნეტში ზიხარ და არ მეცადინეობ და მე მაცდენ და ბლა ბლა…

მოკლედ, ოჯახში კონფლიქტებმა იმატა.

აშკარად იგრძნობა დამატებითი კომპის საჭიროება. ტო ესტ ლეპტოპის, რამდენადაც მეორე პც არ დაეტევა აქ ))) მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ ახლო მომავალში არ იქნება ეს

და მზარავს გამოცდებს რომ ვიხსენებ… ორივეს ერთდროულად დაგვჭირდება და ორივესი მნიშვნელოვანი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტები კიდევ უფრო მოიმატებს. მოიმატებს სტრესიც, რამდენადაც გადარბენაზე ვიქნებით ორივე და როცა დო ხუია გაქვს სამეცადინო და ტყუილა ზიხარ, შეიძლება გაგიჟდე )))

არადა კალეკა რომ ვიყო, აქამდე ხომ ვიღაცა მოისხამდა ჩემს მადლს )))

ხო, წავედი ახლა გავაგრძელო მეცადინეობბა )))

12 Comments

  • Lekso says:

    საშინელებაა კომპის გაყოფა თან ამ ოდნოკლასნიკის გადამკიდე დეიდები ბიძიები ბაბუები ბებიები ყველას კომპთან უნდა :)

  • ეჰ. დიიიიდი +1 ოღონდ სამეცადინოს გამო არ გვაქვს კონფლიქტი.
    რაც გვანცა ადნაკლასნიკში დარეგისტრირდა, ძალიან დიდი ძალისხმევა მჭირდება, რომ კომპიუტერიდან ავაგდო.
    ამან კიდევ გაამძაფრა ადნაკლასნიკებისადმი ჩემი სიძულვილი.

  • Lekso says:

    @თათია

    გინდა გითხრა როგორ დაბლოკო ოდნოკლასნიკი? :)
    მოკლედ C:WINDOWSsystem32driversetc -ში hosts ფაილი გახსენი ნოუტპადით და ჩაამატე ეს:
    127.0.0.1 odnoklasniki.ru
    127.0.0.1 odnoklassniki.ru
    127.0.0.1 http://www.odnoklasniki.ru
    127.0.0.1 http://www.odnoklassniki.ru

    save.

    • ვააააააა.
      რა ძალიან მაგარია.
      მაგრამ 1 პრობლემა!
      ვინდოუსის გარდა ლინუქსიც მიყენია და იქიდან შევა. იქაც ხომ არ იცი რამე წამალი?

      ნეტა გვანცამ ეს არ წაიკითხოს….

      :D

  • tiny says:

    ჩემი, ჩემი ძმის, მამაჩემის და დედაჩემის, ბოლოს უკვე ლაწირაკების მოთხოვნების შედეგად გაჩნდა იდეა, რომ მეორე კომპიუტერი უნდა ეყიდათ. ხოდა რაც მიყიდეს იმის მერე ჩვენზე მშვიდი ოჯახი აღარ არსებობს :ბის:

    :სალხინო: :ლოლ:

  • staring girl says:

    მართალია შენი და
    ახლა რამდენი წუთიც დახარჯე ამ პოსტის დასაწერად,იმდენი მოაკლდა მის ფრეშეს დროს :დ

    ჰოდა,გამოდცების პერიოდში კიდევ პრინტერი იყიდეთ და რიგრიგობით ამობეჭდეთ დამეცადინო :პ

  • მაკა says:

    მე იმაზე ვმუშაობ, რომ შენმა ლექტორებმა შეძლონ ელექტრონული კურსების გაკეთება. აი, მაშინ უფრო შეიძულებ ტექნოლოგიებს. ამისთვის გამოსავალი სტუდენტებისთვის ლეპტოპის სესხების მიცემაა :)

  • anuki says:

    მე და ჩემ ძმას, ასე 5 წლის წინ გაყოფილი გვქონდა დღეები – 12 საათიდან მეორე დღის 12 საათამდე.
    და სრული 24 საათი ტუალეტშიც კიარ გავდიოდით ხოლმე, “ჩვენი დღე” როცა იყო

    მერე დედაჩემი მხვდა რომ დავავადდი
    და
    განვადებით გამოვიტანე ჩემი ლეპტოპი, რომელიც უკვე სამი წელია ერთგულად მემსახურება.

    ჰოდა
    შენც რო ქნა განვადებით? არა/?/

  • piccolina says:

    @Lekso – აუ ხო, ეს ადნაკლასნიკები რაც აითვისეს იმის მერე საერთოდ დამძიმდა მდგომარეობა ((

    @CheshireCat – დაისჯები მაგის გამო ))) საიდან ვიყიდო ახლა )))

    @თათია – შენი და დღეში 1 საათით მაინც ჯდება, მე კიდევ ახლა მოვედი და უკვე თავზე მადგას, ადექიო

    @tiny – ლაქი იუ )))

    @staring girl – გუშინ არ ქონდა სამეცადინო )))

    @მაკა – ოღონდ ეგ არა ))

    @anuki – დედაჩემის ხარჯზე ვერ ვიზამ, მე თვითონ კიდევ არ ვმუშაობ ჯერ )))

  • ნინა says:

    რა ნაცობი და მტკივნეული თემაა :(

    მე და ჩმს ძმასაც გვაქვს ეგ პრობლემა,განსხვავება ისაა,რომ ჩემი ძმა ლინეიკასაა გადაყოლილი მე კი არა..

    ჰოდა სულ ვძიძგილაობთ :|

    ლეპტოპი ჩემი ოცნებააააა,ნუ ფოტოაპარატის მერე რა თქმა უნდა ))

    პიკო გამატებ ჩემს ბლოგროლში,მანამდე რატომ არ მყავდი არ ვიცი :|

    “ვიზარდ”

  • piccolina says:

    @ნინა – მეც ჩაგამატებ, ოღონდ ჩემ კომპთან რომდავჯდები )))

    @Lekso – სამუდამოდ შენი მადლიერი დარჩება ))) მარა მტრისას მაგისმა დამ თუ გაიგო )))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.