უნამუსო ბლოგერი
დიახ, მე ვარ სათაურში ხსენებული უნამუსო ბლოგერი.
ხშირად ვინც შემოდის ბლოგზე, შეამჩნევდა, რომ ბოლო დროს ძალიან მოვუკელი წერას. ბევრი მეკითხება, რატომ აღარ წერო, ბევრი მსაყვედურობს…
ძალიან მიჭირს ახლა წერა, მართლა, საშინლად. ახლაც აზრებს თავს ვერ ვუყრი და თითებს ძლივს ვატან ძალას, რომ რამე დავწერო.
აქ ხომ ძირითადად პირად რაღაცეებზე ვწერ. ახლა კიდევ პირადი ცხოვრება საშინლად აწეწილი მაქვს, არსებობაც კი მიჭირს. ხოდა პოსტის დაწერას რომ ვაპირებ, პირველი აზრი პირადი ამბებისკენ გარბის. არადა არ მინდა იმაზე დავწერო, რაც ჯერ კიდევ ძალიან მტკივა (არც გამომდის მამენტ). ხოდა დამრჩა ასე ცოტა უყურადღებოდ ბლოგი.
ვიცი, რომ ეს არ გამივლის, მაგრამ იმედი მაქვს, ცოტა ხანში პოსტების წერას მაინც შევძლებ ისევ.
ბოლოსდაბოლოს, ჩემი დანარცხების ამბავი მაქვს მოსაყოლი, რომლის შედეგებიც დღემდე მეტყობა სახეზე :))


19 Comments
:* პიკო <3 :*
ნუ გადამაყოლე ბოშყო რა : ))
ჰმ, პიკო კიდე არ გაყოლებს
მე რომ ვყოფილიყავი ვერ გადამირჩებოდი
რომელ გოგოს მოსწონს აბა ლაქები და ფინგალები სხეულზე მითხარი?
ან დაწერე ან დალიე ან ორივე ერთად, ორივე შველის (own experience) :*
დამარცხების ამბავმა დამაინტერესა :დ
აღა, დამარცხება კი არა, დანარცხება დავწერე იქ
არ გაგიარა ? :(
რამდენი ხანია მინდა გავიგო მაგ დანარცხების ამბის შესახებ :)
ბაბუ, ნუ ნერვიულობ. ხან დაენარცხები, ხანაც აფრინდები. პატარა ბავშვი თუ არ დაეცა, ისე სიარულს ვერ ისწავლის. ხოდა, ეგრე მიდის მერეც, ამიტომ не вешай нос и держи хвост трубой! .)
ყველაფერი კარგად იქნება :)
მომწონს შენი ბლოგი ♥
დაურეკე…
თუმცა, რას დაურეკავ. ვორდპრესიდან ხომ გაიქეცი :)
@ERM0NIA – რა საყვარელი ხარ, ბაბუ <3
@მმმ – მადლობა :*
@Lord Vader – რას ამბობ, ვორდორესის ძრავაზე ვზივარ ისევ :))
ჰმ, მახსოვს მე ერთი დანარცხება, “სინიაკები” დიდხანს მეტყობოდა სახეზე, სახლიდანაც არ გავედი რამოდენიმე დღე… მერე ჩაიარა… მოყოლის გარეშე თან :)
არადა ამის დასაკომენტარებალდ შემოვედი, რამე აახალი დაწერეთქო :გივი:
ჩემი რეცეპტი (აპრობირებულია და დანერგილია მსოფლიოში წამყვანი მეცნიერების მიერ): დილით ადრე ადექი-ხოლმე, ახალგათენებულზე და იმდენი ირბინე, რომ ბინამდე ფორთვით მოაღწიო. მერე ცივი(!!!) წყალი გადაივლე, და გაგივლის ნელ-ნელა ^_^
ისადა…
მე შენ პირადი მევასები.
:****
ყველაფერი ისევ კარგად იქნება :)
მე მაქვს ბედნიერება მქონდეს ნანახი მაგ დანარცხების შედეგი
ისევ გეტყობა?
ხო, ვარდისფრად მეტყობა და ტუჩის რაღაც პატარა ნაწილი მაქვს გაწითლებული, მარა ისეთი უჟასი აღარ არის :))