უკანასკნელი ამბები
ტიპი მიდის გოგოს ოჯახში გოგოს ხელის სათხოვნელად და მამამისს ეუბნება:
-მინდა თქვენი შვილის ხელი ვითხოვო.
-რავა, შენი დაგეღალა თუ… ?
დღეს დილას შოთა მოვიდა დედაჩემთან დასალაპარაკებლად. მოკლედ, ცოტა გრძელი შესავალი გამოუვიდათ, შოთამ ვერაფრით ხმა ვერ ამოიღო და ასე გავიდა 2-3 საათი. ბოლოს წონაზე და მის კონტროლზე ჩამოვარდა საუბარი და შოთა ეუბნება დედას: ”მე ვავარჯიშებ ყოველ დღე იპოდრომზე, თუ გამატანთ.” ძაან სასაცილო იყო :))) ასე ფაქტიურად შეპარვით უთხრა, ჩემთან მიმყავს თქვენი შვილიო :)))
რაც შეეხება გადასვლას, ძაან ბევრი ხლაფორთი უნდა თურმე :)) აქეთ ნათესავების ზარები, რომლებსაც უნდა უპასუხო და მადლობები უხადო (ყველას უნდა შენი სიხარულის გაზიარება). იქით, თურმე ათასი რამე მჭირდება თან წასაღებად და საყიდლებია დასაგეგმი… ცალკე კიდევ დამიწყეს საუბარი იმის შესახებ, რომ კალიცოები საჭიროა, არადა ისეთი ძვირია… მირჩევნია ის ფული რამე სხვაში გამოვიყენო. ანუ იმის ნაცვლად, რომ 500 ლარი მივცე 1 ბეჭედში, რომელსაც გაფორმების გარდა ვერაფერში გამოვიყენებ, ხომ შემიძლია რამე გამოსადეგი ვიყიდო ხო?
ცალკე მშობლები განიცდიან, რომ ჯვრის წერა, ხელის მოწერა და პურ-მარილი არ გვინდა :)))
იქით კიდევ მეკითხებიან რა გაჩუქოთო. პრინციპში საჩუქრები არ მჭირდება. ანუ იმ საჩუქრის ფასი, მირჩევნია ისე მომცენ და რაც საჭიაროა თვითონ ვიყიდო. კიარადა ყველაზე მეტად ახლა ლეპტოპი მჭირდება, რასაც მარტო ერთი ადამიანი ვერ მაჩუქებს, ძვირია. ხოდა თუ კარგი უნდათ, ფული მაჩუქონ, მეც შევაგროვებ და ვიყიდი ამ ჩემს სანატრელ ლეპტოპს :)))
მოკლედ ათასი რაღაცაა, უკვე დავიღალე რა :)) ნეტა მალე გავიდეს ეს დრო :))

ოჯახიში ლეპტოპზე მეტად, ვგონებ სხვა რამეა თავიდან საჭირო :D
რიავი, მე ასე მგონია :D
გილოცავ კიდევ ერთხელ.
ანეგდოტზე მაგრად ვიცინე.
და წონის კონტროლზე.
გოგო და ისა…
როდის გადადიხარ???
@sunwaiting – სხვა რამე შენს ოჯახში იქნება საჭირო და ჩემთან ასეა :)))
@Kate – შემდეგ ორშაბათს
ან აქამდე როგორ იყავით ცალ-ცალკე ))
ლოლ საღოლ არ უჩივის შენი კაცი ( ა თუ უკვე ქმარეეე :P ) იუმორის გრძნობას : )))))))))))))
კიდევ ერთხერლ გილოცავ…
ვაი მეც გეუბნები რომ ეს ქორწილი და ფორმალობები არა საჭირო :|
მეც ნერვებს მიშლის ეგეთი რარაცეები :X
აუ ძაან მაგრად უთქვამს!!!
დაგლიჯა!
მეც მახსოვს მაგ მისიით რომ მივედი თავის დროზე… ვაიმეეეე რა ჟიმჟიმის რეჟიმში ვიყავი :)
მაგრები ხართ, მაგარია, ხელს მაინც მოაწერთ მერე – დაგჭირდებათ საბუთები/მაბუთებისთვის
ჯვარსაც დაიწერთ ადრე თუ გვიან – ალბათ.
ჰოდა, ბეჭედი 500 და მეტლარიანი არ იყიდოთ იმ გოიმურ ოქროს ბირჟაზე, ვინმე ნორმალური ოქრომჭედელი ნახეთ და დაამზადებინეთ, 200-300 ლარი დაჯდეს ცალი მაქსიმუმ!!!
ტაკ დერჟატ!
და გილოცავთ
@Agasfer – აქამდე ვძლებდით როგორღაც :)))
@ლილიანი – კაცი, საქმრო, ქმარი… ერთი არ არის? :)))
@Dv0rsky – უი, მადლობა კარგი რჩევისთვის, დვორსკ :*
@Sunwaiting -ტყუილად უყურებ ოჯახში ლეპტოპის არსებობას ასე აგდებულად. მე პირადად, ჩემს ბიჭთან ერთად საცხოვრებლად თუ გადავედი, კომპიუტერი პირველ რიგში უნდა წავიღო თან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი კვირის ბოლოს, ოჯახში სისხლისმღვრელი ომი ატყდება იმასთან დაკავშირებით, ვისი ჯერი არის ახლა კომპიუტერთან დასაჯდომად.
@პიკო – გაუძელი )) ეს ამად ღირს )) თუ რამეა და.. ერთხელაც წადი შოთასთან და როგორც აქამდე გირჩიე, სახლში გადმორეკე და უთხარი ” ვრჩებიიი” :D
შარში ხარ პიკო !! :D გილოცავ :*:*:*
YAY! გილოცავ, გილოცავ! :)
btw არაჩვეულებრივი უჟანგავი ლითონის ბეჭდები შეიძინეს ჩემმა მეგობრებმა “ბაკარაში”, ოდენ დაქორწინება გადაწყვიტეს :P 50იოდ ლარი დაჯდა თითო ))
გილოცავ :)
რა ძაან მაგარი ფორმა იყო ხელის თხოვნის!!! უნდა მეც გამოვიყენო. :):):) ასეე, მე გეთანხმები, საჩუქრების ჩუქებას ფული მოგცენ ჯობია. და კიდევ ერთი: შენი ახალი დიზაინი მომწონს.
აბა თქვენ იცით :D
მეტი რა ვთქვა, კარგ სურვილებს ვაყოლებ ამ კომენტარს :D
აქაც გილოცავ(თ) :*
რა დროს ლეპტოპია. ვეფხისტყაოსანი თუ მიგაქვს მზითევში, ჯერ ამაზე არ უნდა იფიქრო??
ქონგრატზ გაიზ! :)
ვაა, ძაან ორიგინალურად უთქვამს შოთას… მაგარი იყო ეგ : ))
აე!
უკვე ამერია მერამდენედ გილოცავ(თ) მაგრამ მაინც მოგილოცავ(თ) კიდევ ერთხელ!
თქვენ იცით, ბედნიერად და გემრიელად, ბიძაშენს რომ გაუხარდება ქვე ისე უნდა იყვეთ :D
პრაქტიკული რჩევა: დერეფანში პატარა ყულაბა დადგი და შემოსვლისას ყველა სტუმარს ჩააგდებინე ფული, სადღაც ერთ თვეში დაგროვდება სოლიდური თანხა + ნათესავებიც შემოგეშველებით პატარა რაღაცით და ლეპტოპსაც იყიდი :ბის:
შენი არ გყოფნის კი არა, შენი დაგეღალაო?
ჰო, გილოცავ :).
გილოცავ,გილოცავ, გისურვებ სურვილების ახდენასა და ოცნებების მოზღვავებას!
ისე, ყველა ბლოგერმა მინიმუმ 5 ლარი რომ ჩაგირიცხოს :) კი იყიდი ლეპტოპს, ჰა……… :)
@geoskeptic – ტი შტო, ვეფხისტყაოსნის გარეშე სახლიდან როგორ გავალ :)))
@მროველი – ბიძაჩემო, დერეფანში რომ ყულაბა დავდგა, სტუმრადაც არ მოვა არავინ მგონი :)))
@Int3lig3nt – უი, ხო ეგრეა, როგორ დამავიწყდა :))) მადლობა
@მენაკი – მადლობა :* ბლოგერებს როგორ დავადებინო ფული მაგ საქმეზე :)))
პიცო, რაზეც გინდა იმაზე დაზოგე კალიცოების გარდა :)
კიდევ ერთელ გილოცავ, ნელ ნელა გადაბარგდები და ეგაა :)
პიკო უნდა დამეწერა
კიდევ ერტი პოსყი უნდა დავწერო
ჩვენთან ბაჯაღო ღირს ძვირი, ჩვეულებრივი ოქრო გააკეთებინე :) ან პლატინა :)
თუ ხელს არ აწერთ ჯერა მაშინ იქნებ მოაგროვოთ ნელ ნელა ფული, მაგრამ რა ვიცი ჩემი ქორწილს ბეჭედზე ძვირფასი ნივთი არ გამაჩნია მე :)
@BloggerGirl – ხო, მაგრამ ეგ შენთვისაა კალიცო ძვირფასი და მე ვაფშე არ მინდა. როცა აწყობილად ვიქნები და ის აუცილებელი ნივთები მექნება, რაც მინდა, მერე ვიყიდი, ისიც თუ მომინდა
რა აუცილებელია ეს კალიცო, გამაგებინეთ რა
კალიცო და ღიპიანი თამადები არ გინდათ რა :(
ყულაბა კიდევ დადგი აუცილებლად, ვინც ყულაბის მიუხედავად მაინც მოვა, ის არის ნამდვილი სტუმარი :| :D
@მროველი – ლოლ მაშინ პირველს შენ ჩაგაგდებინებ მაგ ყულაბაში ფულს, მროველ :)))
ხელის თხოვნის მთელ რიტუალს თავისი სილამაზე აქვს, ანუ ვგულისხმობ კაცი რომ დასანიშნ ბეჭედს მისცემს თავის შეყვარებულს.
ნათესავებზე შენიშვნას გავითვალისწინებთ :)
კალიცო-შმალიცო და პეროები დაიკიდე, სულ არ მაქვს, არც ვაპირებ მქონდეს და რაღაც ნაკლებად ბედნიერები არ ვართ.
მაგ ფასად იყიდე სარეცხი მანქანა. მართლა გეუბნები, მაგის შემცვლელი ოჯახში არაფერია.
@ირმა – მოლოცვებს თუ გულისხმობ, არ მაწუხებს, უბრალოდ მთელი დღე ლაპარაკია დამღლელი :))) თორე თქვენთან ლაპარაკი, ხომ იცი, ყოველთვის სასიამოვნოა :)))
@დოდკა – ჯერ ლეპტოპი და მერე სარეცხი მანქანა :)))
piccolina – სანამ არ მქონდა მაშინ არ იყო ძვირფასი, და არც მინდოდა სიმართლე რომ გითხრა რადგან ძალიან ძვირი ჯდებოდა. თუმცა ახლა მიხარია რომ გვაქვს :)
ვერ გეტყვი რა მნიშვნელობა აქვს, ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანია :) სიტყვით ვერ გადმოვცემ :)
გილოცავთ!!! მგონი კარგი იქნებოდა ბოლო ამზაცი ამოგებეჭდა და კარზე გაგეკრა შესასვლელთან! ასევე მეილზე დაუგზავნო ყველას, ვინც იცი რო რაღაცას გაჩუქებს :) ამ შემთხევავაში თავიდან აიცილებთ 7 ტოსტერს, ყოვლადგამოუსადეგარ ჭურჭელს, წვენსაწურებს და ა.შ. :D
@BloggerGirl – ხოდა მეც ფული რომ მექნება მერე ვიყიდი :))) ამ ეტაპზე ზედმეტია მგონი ბეჭედზე ფიქრი, როდესაც ათასი სხვა რამ მაკლია :)))
@qilipa – ეგ ძალიან კარგი რჩევაა :))) პრინციპში მეც მაგიტომ ვამბობ ფულს, რომ 9 ჩაიდანი არ მაჩუქონ :))
ბაზარი არაა
როცა დალაგდებით მოვალ და ყულაბა გააღვიძეთ
გილოცაააააავ:)
ძალიან გამეხარდა! :-) გილოცავ :*
აი, ვიცი რომ 1970 უცნობი ადამიანი მოგიპოსტავს ასეთ კომენტარს, მაგრამ მაინც უნდა დავწერო:
ახლა ვნახე გე-დომეინზე რომ გადმოსულხარ და შესაბამისად, ახლა წავიკითხე ეს პოსტი და აი, ხო თითქოს მე რა… მაგრამ წელს ასე ჯერ არაფერი გამხარებია, იმჰო.
გილოცავთ :*
პ.ს. დედაშენი გააკონტროლებს დანაპირების სისრულეში მოყვანას თუ არა?
:D
@chaotic – ააა მადლობა :* მესიამოვნა :)))
ჰაჰაჰა შოთა ორიგინალურია ყოველთვის :D კიდევ ერთხელ გილოცავთ პიკ. ისე რომ ნატრულობ ნეტავ ეს დრო მალე გავიდესო, შენს მაგივრად მე მაგას არ ვინატრებდი, რომ დაფიქრდე არც ისე ცუდ სიტუაციაში ხართ ;) ნელ ნელა გაერთიანებული ძალიებით შეიძენთ ყველაფერს. მთავარია ახლა ერთმანეთი გყავთ :*** ვამაყობ თქვენით <3
ხო კალიცოზე დამავიწყდა.. ჩემთვის კალიცო სხვა რაღაცას ნიშნავდა და ნიშნავს და არა იმას საერთოდ რისი დანიშნულებაც აქვს.. ეტყობა ეს ჩემი ნამეტანად რომანტიკულობის ბრალია :))) :P ხოდა.. შენთვის რახან არანაირად არაფერს არ ნიშნავს დაიკიდე.. გააკეთე ისე როგორც შენ და შოთას გაგიხარდებათ :*
გილოცამ ;) :*
მე უკვე გაჩუქე საჩუქარი (ახალი მისამართი ბლოგროლლზე)
:D :D :D
გილოცააავ! მთელი გულით გგულშემატკივრობთ! + შობასაც გილოცავ და ყველა დღესასწაულსაც :* სულ ისეთი და კიდევ უფრო ბედნიერი მენახე, როგორიც იმ დღეს, უნიში იყავი! :*
გილოცავთ:)
:O
ნუ იმ საჩუქრის ფასი, მირჩევნია ისე მომცენ და რაც საჭიაროა თვითონ ვიყიდო – იეს! მეც მაგას არ ვამბობ?!