სერიალების, ბეეევრი სერიალები
სულ ერთი წელია, რაც სერიალებზე შევჯექი და ჯერ საკმაოდ ცოტა მაქვს ნანახი, მაგრამ ისე შევეჩვიე ყველა სერიალის ყველა გმირს, რომ ოჯახის წევრები მგონია პერსონაჟები უკვე. მყვანან საყვარელი პერსონაჟები, მაქვს საყვარელი ეპიზოდები, რომლებსაც არ ვშლი, რომ ბევრჯერ ვუყურო. მეგობრებთან ლაპარაკისას ვიყენებ ციტატებს, რომლებსაც ყველა სერიალომანი ხვდება და ეცინება, მაგრამ სერიალებისგან შორს მყოფი ადამიანები უცნაურ გამომეტყველებას იღებენ და ნაცნობი ფსიქოლოგის ნომრის ძებნას იწყებენ )))
მოკლედ, აი ასე ვარ ჩართული სერიალებში.
მახსოვს, როცა ყურება დავიწყე, ძალიან მინდოდა, რომ ვინმეს ერჩია, რისთვის მეყურებინა ან სად რა ხდებოდა და ა.შ. ასე რომ გადავწყვიტე, თქვენთვის გამეადვილებინა ეს საქმე და აქამდე ნანახი 14 სერიალის (ზოგი დასრულებულია, ზოგი არა) მოკლე მიმოხილვა გამეკეთებინა.
1. The Big Bang Theory (შემოკლებით TBBT)
ეს ჩემი პირველი და უსაყვარლესი სერიალია. თუ ხართ მონერდო-მოგიკო ელემენტი, აუცილებლად მოგეწონებათ ეს სერიალი. სიტკომია და არის 4 ტვინით გატენილ მეგობარზე და 1 ქერა გოგოზე (ყველა გაგებით ქერაა ეს გოგო). პერსონაჟებს არ აღვწერ დეტალურად, თორემ მიმოხილვა ექსტრა გრძელი გამოვა. ასე რომ თქვენით ნახეთ ; )
2. Fringe
ძირითადად პარალელურ სამყაროებზეა საუბარი. FBI-ს აგენტზე, ოლივიაზეაა, რომელსაც ცოტა უცნაურ, ამოუხსნელ მოვლენებთან უწევს შეხება და საქმის გამოსაძიებლად იხმარებს მეცნიერს, ვოლტერს, რომელიც თავის მხრივ, შვილის, პიტერის გარეშე არ მუშაობს. მოკლედ, ეს სამეული იძიებს ამ ზებუნებრივ და უცნაურ მოვლენებს და ყოველი სერიის ბოლოს ამ მოვლენებს ვოლტერი მეცნიერულად ხსნის. ძალიან მიყვარს და რეკომენდაციას ვუწევ ამ სერიალს.
3. Glee
აქაურ არხზეც გადიოდა, კლუბი ერქვა. საყვარელი ახალგაზრდული სერიალია, სკოლის მოსწავლეებზე, რომლებსაც სიმღერა უნდათ და უყვართ და იმ სირთულეებზე, რომლებთან შეხებაც უწევთ.
4. The Glee Project
Glee-სთვის მონაწილეების შესარჩევად შემქმნელებმა რიალითი შოუ გააკეთეს. კაი საყურებელია ეგეც. თუ Glee-ს უყურებთ, ესეც უნდა ნახოთ.
5. Buffy (the vampire slayer)
მგონი პირველი სერიალია ვამპირებზე. მთავარი პერსონაჟია ბაფი, რომლის მისიაც არის ვამპირების და დემონების განადგურება და აპოკალიფსების შეჩერება. საკმაოდ ძველია და ეფექტები არ უვარგა, მაგრამ სასიამოვნო საყურებელია, მაინც.
6. True Blood
ასევე ვამპირებზე და ბევრ ზებუნებრივ არსებაზე. ძაან გააფუჭეს ეს სერიალი, უბრალოდ დაწყებული მაქვს და ვეღარ ვეშვები. მთავარი პერსონაჟი არ მომწონს ყველაზე მეტად.
7. Dark Angel
საკმაოდ ძველი სერიალია გენ-მოდიფიცირებულ (თუ როგორც ქვია) და სუპერ უნარებიან გოგონაზე, რომელიც თავისნაირებს ეძებს. ჯესიკა ალბა თამაშობს და ჯენსენ ეკლსი (Supernatural-ს თუ უყურებთ, იქაური დინია ჯენსენი, ოღონდ ახალგაზრდობაში). სამწუხაროდ სულ 2 სეზონი გამოვიდა და შეწყვიტეს მერე.
8. Leverage
ეს სერიალი ყველამ უნდა ნახოს, მე თუ მკითხავთ : )) თანამედროვე რობინ ჰუდებზეა და უუუუსაყვარლესი პერსონაჟები ყავთ. ძაან მიყვარს. gol.ge-ზეც კი დევს.
9. Covert Affairs
ვიღაც გოგოზეა, რომელიც უცებ მოინდომებს, რომ CIA-ს აგენტი გახდეს და ისინიც მაშინვე აიყვანენ. სულ ერთი სეზონი ვნახე და არაფერი განსაკუთრებული…
10. Dexter
ტიპზეა, რომელიც პოლიციაში მუშაობს სისხლის ექსპერტად თუ რაღაც ეგეთად და პარალელურად სერიული მკვლელია, ოღონდ მარტო მკვლელებს კლავს, ისე დამნაშავეებს არა. ახალი დაწყებული მაქვს, სიამოვნებით ვუყურებ <3
11. Tru Calling
ესეც 2 სეზონის მეტი არ გამოვიდა. საკმაოდ კარგი საყურებელი სერიალია გოგოზე, რომელიც მორგში მუშაობს და რომელსაც ზოგი დღე უმეორდება იმისთვის, რომ მკვლელობებს და ცუდ რაღაცეებს ხელი შეუშალოს.
12. Misfits
პირველი რამდენიმე სერია რომ ვნახე, გამოვრთე და გაგრძელებას არ ვაპირებდი, მაგრამ კიდევ კარგი, გავაგრძელე. მეგობრებზეა, რომლებიც რაღაც შტორმის დროს ზებუნებრივ შესაძლებლობებს იღებენ. კარგი საყურებელია, რეკომენდაციას ვუწევ : ))
13. How I Met Your Mother (შემოკლებით HIMYM)
ესეც სიტკომია და ისევე, როგორც TBBT, ჩემი რჩეული (მარა ბბტ მირჩევნია მაინც). ტიპი შვილებს უყვება, როგორ გაიცნო მათი დედა, მაგრამ საკმაოდ შორიდან იწყებს მოყოლას. მოკლედ, ფილმი არის 5 მეგობარზე. ერთ-ერთი არის ზუსტად ის ადამიანი, რომელიც შვილებს ამას უყვება და ეძებს ჭეშმარიტ სიყვარულს. ამ სერიალში არის მგონი ყველანაირი ცხოვრებისეული სიტუაცია, რომელშიც შეიძლება მოხვდეთ. ძალიან სასაცილოა და ძალიან მიყვარს ამ სერიალის ყველა პერსონაჟი (მეტ-ნაკლებად)
14. Supernatural
ამ სერიალებს შორის ყველაზე პოპულარულია და გეცოდინებათ თქვენც. 2 ძმაზეა, რომლებსაც დედა დემონმა მოუკლა და იმის მერე ამ ზებუნებრივ, ბოროტ არსებებს დასდევენ და ხოცავენ. სუსტი გულის პატრონებს ნუ შეგეშინდებათ, სიცილით ვკვდები ამ სერიალის ყურებისას. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია თან
ამეების გარდა Modern Family დავიწყე ახლა, მაგრამ ჯერ სულ 3 სერია ვნახე და ვერაფერს დავწერ ამ ეტაპზე.
ხო, სერიალების ყურებისას არ დაგავიწყდეთ, რაც მეტი სეზონია გამოსული, მით უკეთესი თქვენთვის. შეძლებთ ყველა გადმოწეროთ და ერთიანად უყუროთ და არ მოგიწევთ მთელი კვირების ახალი სერიის მოლოდინში გატარება.

8 Comments
მშვენიერი პოსტია. სულ მაინტერესებდა ეს სერიალები რომელი რაზე იყო და სათითაოდ ძებნა მეზარებოდა. ჰოდა აგერ :)
Breaking Bad -საც უყურე, მშვენიერი ჟიზნენი-ნარკო-დრამაა
გავითვალისწინებ რჩევას :))
გლი ვნახე რამდენჯერმე და ვერ მიმიზიდა.
ბაფი ადრე მაქვს ნანახი და სასაცილო იქნება მართლა, ახლა რომ ვნახო, იმდენად წინ წავიდა ტელევიზია.
შენეული “დექსტერის” აღწერა მომეწონა სასწაულად, ისე საყვარლად გიწერია, “წიპა” ცუდი კი არ არის ეს დექსტერი და ისე დამნაშავეებს კი არა, მხოლოდ მკვლელებს კლავსო :)
სიმართლე რომ გითხრა, გლის ჩემი დის გამო უფრო ვუყურებ :))
ბაფის მართლა არ უვარგა ეფექტები, მაგრამ ამბავი ვითარდება ისე კარგად, რომ გითრევს და ეგრე ერთ ამოსუნთქვაზე ვნახე მე 7ვე სეზონი :)))
ხოო, დექსტერი ვერ კლავს ხალხს თუ ისინი არ არიან მკვლელები
აუ შელდონზე ჭკუა მეკეტება :D
Since I am Sheldon Cooper, you will be my C-Men :D :D :D
how i met your mother saidan gadmovwero? didi xania es seriali mainteresebs da gadmoweraze sul tavs vikavebdi xolme vai tu ar momewonostqo >DD xoda mgoni momewoneba
მე ტორენტებიდან ვიწერ მთლიან სეზონებს
ოოპს ძალიან ჩამოვრჩენილვარ სერიალურ ცხოვრებას, ჰაუსის შემდეგ თითქმის არაფერს ჩავჯდომივარ
ცოტა ხნის წინ HIMYM-ს ვუყურებდი და აი ძალიან ვერთობოდი, უნდა გავაგრძელო :) კარგია რომ გამახსენე