28

თქვენ, ვინც მუშაობთ – 2

Posted by piccolina on June 11, 2009 in Uncategorized |

საბოლოოდ დავასრულე კითხვარის შედგენა – გაკეთების პროცესი და ახლა შეგიძლიათ თამამად დამეხმაროთ. საჭიროა რომ ცდის პირი (ანუ ვინც ავსებს) მუშაობდეს უკანასკნელი 6 თვის მანძილზე. ტესტში რამდენიმე ინსტრუქცია ტექსტ კითხვის სახით არის და ეს ნუ დაგაბნევთ. ძალიან გთხოვთ, პოზიციასთან დაკავშირებით გარკვევით უპასუხოთ კითხვას

ახლა რასაც დავწერ, ყურადღებით წაიკითხეთ:

  • ეს ტესტი არ აფასებს თქვენს პიროვნულ მახასიათებლებს და არ აქვს სწორი ან არასწორი პასუხები, ამიტომ ეცადეთ ობიექტური პასუხები გასცეთ.
  • გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ კითხვებს შორის არსებულ მითითებებს და შესაბამისად უპასუხოთ კითხვებს
  • კითხვარის სიგრძე ნუ შეგაშინებთ და მისი შევსებისას ნუ მოდუნდებით. გთხოვთ ყურადღებით გასცეთ პასუხი ყველა კითხვას
  • ინფორმაცია იქნება კონფიდენციალური, ასე რომ სახელის და გვარის მითითების ნუ შეგეშინდებათ, თუმცა თუ გსურთ, თავისუფლად შეგიძლიათ მეტსახელი მიუთითოთ
  • თქვენი ელ.ფოსტის მისამართი ძალიან მჭირდება დამატებითი კითხვებისთვის (თუ რამე გაურკვეველი დარჩა) და გთხოვთ მიუთითოთ. პასუხების დათვლის შემდეგ შედეგებსაც ელ.ფოსტის საშუალებით შეგატყობინებთ

კითხვარის შესავსებად დააწკაპუნეთ აქ

თუ ვინმე ჩემი დახმარების მიზნით კითხვარს გაავრცელებთ, მადლობელი დაგრჩებით, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ცდის პირს წაკითხული უნდა ჰქონდეს ზემოთ ხსენებული პუნქტები, ამიტომ ან ბლოგის ლინკი მიეცით, ან ის პუნქტები გადაუკოპირეთ

წინასწარ მადლობა დახმარებითვის

Tags: , , , , ,

28 Comments

  • bigcrow says:

    მაგას შევავსებ, მაგრამ აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და პატარა რემაინდერს, ან უბრალოდ არაკომერციულ, სოციალურ რეკლამასაც ჩავარტყამ:

    შეგახსენებთ, რომ ”არტ-იდეას”-ს მიმდინარე თემისთვის ”მეცხრე ტალღა” განკუთვნილი დრო იწურება ორშაბათს, 15 ივნისს, დილის 9:00-ზე, ასე რომ იჩქარეთ და დატოვეთ თქვენი კრეატიული ნაშრომები – http://artidea.wordpress.com .

    Be Creative :)

  • პერწკლი says:

    didi siamovnebit shevavsebdi mara samwuxarod mxolod praqtikanti var : ))))))
    : (((((

  • busuna says:

    oi mmama chto za vaprosi ?:D

  • naskida says:

    80%-ზე ნერვებმა მიმტყუნა )))
    არადა სადღაც ზემოთ მივუთითე, რომ სუსტ ნერვებს საერთოდ არ ვუჩივოდი…

  • dj-guro says:

    ვაუ, ძალიან მომეწონა კითხვები. ერთი ისაა, ზოგ შემთხვევაში არ მიყო ზუსტი პასუხი: მაგალითად გიყვართ თუ არა ლექსების წერა და კითხვაო. სიმართლე გითხრა, კითხვა არ მიყვარს. წერით კი გამომდის სიტყვების გარითმვა, თუ ეს ლექსად ითვლება. :) ასე რომ არა ვუპასუხე.. ზოგიერთი პროფესია არ ვიცი რა არის, ასე რომ არა. გულისფანცქალით ველოდები შედეგებს.

    პ.ს. ძალიან მაგარი იყო ის მოვლენა, რომ ასტროლოგთან ოთხივე რესპოდენტი იკონტაქტებდა, ხოლო პოეტთან – არც ერთი. :)

  • piccolina says:

    @busuna – 6 თვე არის რაც მუშაობ?

    @naskida – აუ ქამ ონ რა, გააკეთე ფლიზ

    @dj-guro – გურ, თუ რომელიმე მაინც არის შეგიძლია კი მიუთითო და პროფესია რომელიც არ იცი რა არის, თავისთავად არაა )))
    მადლობა :*

  • Daduna says:

    ოკ გავაკეთებ :-)

  • Daduna says:

    შევავსე მარა ხელი დამეღალა :-) რისთვის გინდა ეხლა ეს ყველაფერი სინამდვილეში? :-)

    • piccolina says:

      იქ ხო წერია, კორელაცია უნდა დავადგინო პროფორიენტაციასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის, საბაკალავროს ვწერ მაგაზე და მერე შედეგებსაც შეგატყობინებთ )))

      პ.ს. შენ რომ დადე ფეისბუქზე იმის მერე შეავსო კიდევ რამდენიმემ :*

  • zina says:

    შევავსე, იმედია დაგეხმარება :)

  • busuna says:

    me9 tve iqneba ivlisi

  • piccolina says:

    @zina – დიდი მადლობა )))

    @busuna – როგორც კი საჭირო რაოდენობას დავაგროვებ, გეტყვი ;) :*
    მადლობა

  • tatushka55 says:

    AR VICI RATOM AR DAIPOSTA CHEMI DILANDELI KOMENTARI
    DZALIAN AR MOMECONA PASUXEBI PIRVEL GANKOPILEBASHI,
    PASUXI – “XANDAXAN” – RO CHAGERTO URO ZUSTI IQNEBODA :)

  • tatushka55 says:

    AR VICI RATOM AR DAIPOSTA CHEMI DILANDELI KOMENTARI
    DZALIAN AR MOMECONA PASUXEBI PIRVEL GANKOPILEBASHI,
    PASUXI – “XANDAXAN” – RO CHAGERTO UFRO ZUSTI IQNEBODA :)

  • piccolina says:

    @tatushka55 – ზა ტო ახლა დაიპოსტა 2ჯერ ))) არადა სპამშიც არ არის არაფერი…
    პასუხები ზუსტად ისეთია, როგორიც ტესტს სჭირდება, შეცვლის უფლება არ მქონდა მე )))

  • naskida says:

    :) დღეს 40%-მდეც ვერ მივედი…
    ოკ, იმ კატეგორიაში გამიყვანე, ვისაც “უკანასკნელ დროს” ნერვები აღარ უვარგა :D

    სერიოზულად კი, ონალინ როცა იქნები – შემეხმიანე, პირადად მოგახსენებ ჩემ აზრს ამ კითხვარზე :)

  • chaotic says:

    მნიშვნელობა აქვს საქართველოში ვმუშაობ, თუ არა??

  • piccolina says:

    @naskida – აუ, ნასყიდ, იარაღით დაგადგები და ისე შეგავსებინებ )))

    @chaotic – საქართველოში ჯობია, მარა არასაქართველოც წავა

    პიპლ, ვინც შემივსეთ, ძალიან დიდი მადლობა :*

  • naskida says:

    შემიძლია სადურგლო ხელსაწყოების ხმარება, მუშაობა სახერხი ჩარხით, ელექტროხერხით და სახარატო ჩარხით… მაგრამ ამ კითხვარის შევსება ჩემს შესაძლებლობებს აღემატება…

  • tasiko says:

    erT-or rames Sevcvlidi kiTxvarSi:
    1. Cavamatebdi seqtors (saxelmwifo, kerZo…)
    2. ormag kiTxvebs orad gavyofdi.
    magaliTad:
    გინატრიათ, რომ ამ ყველაფერს მოშორებოდით და მომკვდარიყავით?
    mgoni, es ori kiTxvaa erT kiTxvaSi

    ქვემოთ მოცემულ წინადადებებში მიუთითეთ დიახ იმ სამუშაოს გასწვრივ, რომელსაც კარგად და კომპეტენტურად შეასრულებდით. თუ აღნიშნულ საქმიანობას არ შეასრულებდით ან შეასრულებდით ცუდად მიუთითეთ არა (შეგიძლიათ არ დატოვოთ კომენტარი)

    ar Sevasrulebdi Tu cudad Sevasrulebdi. aris profesiebi, romelsac ar Sevasrulebdi da aris profesiebi, romelsac Sevasrulebdi, magram cudad. Tqven romeli gainteresebdaT?

    • piccolina says:

      ტასიკო, სექტორს რომელსაც გინდოდა იმას მიუთითებდი, იქ ჩამოთვლილები უბრალოდ მაგალითად იყო მოყვანილი
      კითხვებს ვერ შევცვლიდი, რამდენადაც საშიშია, მონაცემები არ შემიცვალოს მაგან.
      ბოლო კითხვას რაც შეეხება, მეგონა კითხვა კარგად იყო ფორმულირებული. ანუ მარტივად, უნდა მიგეთიითებინა პროფესია, რომელსაც კარგად შეასრულებდი. თუ ცუდად შეასრულებდი, არა უნდა მიგეთითებინა

  • [...] იმ საბაკალავროსაც, დროზე თუ არ ჩავაბარებ, დავრჩები უდიპლომოდ. ხო, აქვე თხოვნა, ვისაც კი იცნობთ, რომ უკანასკნელი 6 თვის მანძილზე მუშაობდეს, ეს დაულინკეთ რა [...]

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.