გაიცანით Tim Minchin-ი
წინა პოსტში გითხარით, ჩემს ახალ აღმოჩენას წაარმოგიდგენთმეთქი. ეს კაცი კომიკოსია და, როგორც სათაურიდანაც მიხვდებოდით, ტიმ მინჩინი ჰქვია.

ბევრ ინფორმაციას მისი ცხოვრების ან მოღვაწეობის ისტორიის შესახებ ვერ მოგაწვდით. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ არის ავსტრალიელი კომიკოსი, მუსიკოსი და მსახიობი. მისი განუუყრელი საგანი არის როიალი. განსაკუთრებით ცნობილია მისი მუსიკალურ-კომიკური შემოქმედებები, იმდენად, რომ დისკების გაყიდვაც დაიწყო კაცმა ))) პრინციპში, კომიკოსი ეძახე და ძირითადად სიმართლეს ამბობს ))
უმაღლესი განათლებაც აქვს, ლონდონშიც ცხოვრობს, კარგადაც მუშაობს… მოკლედ იდეალური საქმრო იქნებოდა, ცოლი და 2 შვილი (2006 და 2009 წლიანები) რომ არ ჰყავდეს ))) თან წარმოიდგინეთ, ცოლი 17 წლის ასაკში გაიცნო და დღემდე მშვენივრად არიან ერთად და ხშირად მოიხსენიებს თავის ჩანაწერებში თავის ოჯახს (ერთ-ერთს ქვემოთ დავდებ)
ნუ დანარჩენი ჩვეულებრივი ამბავია რა, წიპა დაიბადა, ისწავლა, ჯერ 3 წელი იარა პიანინოზე, მერე მობეზრდა, მერე თავიდან დაიწყო, მერე უნივერსიტეტში ჩააბარა, სამსახურები, რაღაცეები, მერე ისევ უმუშევრობა… მოკლედ, ამ ყველაფერს რა მნიშვნელობა აქვს, თავად იხილეთ და შეაფასეთ, ბატონი ტიმ მინჩინი <3
დავიწყოთ ჩემი ყველაზე საყვარელით. იმღერა ერთ-ერთ კომედიურ ფესტივალზე, მას შემდეგ, რაც ხალხს მოუწოდა აფრიკელი ბავშვების მატერიალური დახმარებისკენ )))
[youtube=http://www.youtube.com/watch?v=WGas0D9_zgI&hl=en&fs=1&]
ხო, ცოლ-შვილი ვახსენეთ ))) სიმღერა, რომელიც ცოლს მიუძღვნა, შენ რომ არ მყავდეო:
[youtube=http://www.youtube.com/watch?v=Gaid72fqzNE&hl=en&fs=1&]
შემდეგში თავს ამხნევებს, ცუდ პონტში კი ვარ, მარა უარესიც შეიძლებოდაო და საინტერესოა ვარიანტები, რა შეიძლებოდა ყოფილიყო უარესი
[youtube=http://www.youtube.com/watch?v=78XrI_2bPVA&hl=en&fs=1&]
და საბოლოოდ, ჩემი ყველაზე საყვარელი ლექსი. ეს ბოლომდე უნდა ნახოთ )))
[youtube=http://www.youtube.com/watch?v=-lktd1OBHVI&hl=en&fs=1&]




მომეწონა..
კაია :))
რა ცუდია რომ იგლისური არ ვიცი შენსავით, პიკ. ვერაფერიც ვერ გავიგე და შესაბამისად, ვერც გავიცინე. :(
მომეწონა
მადლობა :)
huh, i like him :)
da byrne-ic kai tipia, im dges ro vuyurebdit, morisette ro “gaaswora miwastan”
:*
ასე ნახევარი წლის წინ აღმოვაჩინე მე და დღემდე ფრიად კმაყოფილი ვარ :) ჩემი ფავორიტი ესაა: http://www.youtube.com/watch?v=e6raVzrbqrM