თეა თუთბერიძე super star

Posted by piccolina on October 25, 2009 in Uncategorized |

უკანასკნელი დღეები იყო ძალიან კარგი მაგალითი იმისთვის, თუ როგორი მარტივია გახდე საქართველოში სუპერ სტარი. საკმარისია გამოხატო სხვისთვის მიუღებელი აზრი და თან მწვავედ გამოხატო ))) სულ ესაა, უკვე სუპერ სტარი ხარ. თუთბერიძე-პატრიარქის ამბავს ვგულისხმობ.

თუმცა ამას მოყვება უარყოფითი მხარეებიც, მწვავედ გამოხატულ აზრს, ხალხის რეაქციაც საკმაოდ მწვავე ხვდება. ყველა ნახავდით თუთბერიძისადმი გამოთქმულ მუქარებს. თქვენ წარმოიდგინეთ და როგორღაც ჩემ  ბლოგზეც მოხვდა ვიღაცა, თუთბერიძის მისამართს ვეძებო.

ნუ თეას მიერ ბევრი “აზრს არ ვიცვლი” განცხადების შემდეგ ხალხის (?) მუქარამ მაინც თავისი გაიტანა და ამბავი დღეს ასე დასრულდა (იხილეთ დღევანდელი სტატუსი ფეისბუქზე):

ნუ სხვა საკითხია, განცხადების საეჭვოობა, როდესაც ცოტა ხნის წინ აზრს არ იცვლიდა. ახლა უცებ პოპულარობა და ხალხის უარყოფითი დამოკიდებულება მობეზრდა და ამიტომ მოინანია? მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი თამამი განცხადებისას ადამიანს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული შედეგები. მეტსაც ვიტყვი, ასეთი პოპულარობის წინააღმდეგი სულაც არ არის, პირიქით, ეს უფრო უნდა და მისი განცხადებაც ლოგიკური შედეგის მაპროვოცირებელია )))

რა თქმა უნდა, ვერ გავიგებთ, ხალხის მუქარამ დააშინა თუ რამე უფრო ზე მდგომმა, თუმცა რა საჭიროა პასუხი, ჩემი აზრით, ყველაფერი ისედაც ნათელია ))) თუარადა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ექაუნთი გაუტეხა ვიღაცამ )))

ხო, რა საჭირო იყო ახლა ამდენი ლაპარაკი. პოსტის მთავარი იდეა ის იყო, რომ პოპულარობის მიღწევა იიისეთი ადვილია )))

Tags: , , , , , ,

32 Comments

  • Bas says:

    გაუტეხეს ფბ :)

  • ეგ თეას დაწერილი არ არის.. გაუტეხეს ფბ… მერე დაბრუნდა ისევ და ყველა ვიდეო და პოსტი თავიდან დადო:-))

  • Nikoloz says:

    თუ მისი დაწერილი არაა მაშინ უაზროდ ჯიუტობს მაგას ეტყობა ევროპაში უნდა გაქცევა და იქ ცხოვრების მოწყობა მიზეზით მდევნიანო )) რა სიჯიუტეა ეგეც ეხლა ბომბს გადაეფარა და ამით ხალხი გადაარჩინა რა რაჩემი ფეხები გააკეთა იმის გარდა რომ ადამიანს შეურაწყოფა მიაყენა ვინც არუნდა იყოს ის ადამიანი ააქვ რამე მნიშვნელობა სიჯუტესთვის.?

  • alex says:

    გაუტეხეს ფეისბუქი, სხვისი პროფილით შემოვიდა და თქვა

  • daliela says:

    წამებული თეა…

  • MAIA says:

    tea deda gyaaavs .?. ojaxashi gaizarde ? saertod raimes gwaams raime shens cxovrebashi girebuli ari …

  • Kubrick says:

    მტკიცედ დეგ თეა : D

  • რისთვის აღარ ტეხავს ხალხი ფეისბუქს : D

  • candy says:

    კაი, თეა *(ეობაზე გასუპერსტადრა. და ყველა ინტერნეტ და ტივი ედიშენების საყვარელი თემა რატომ გახდა ამ მარაზმზე პოზიციის დაფიქსირება??

    Everyone wants to be a hero…

  • miriankenia says:

    ყველა თუტბერიძის აზრების გამზიარებლის და მისი ფენომენის მომწონის *cenzura*
    *cenzura* გამზდელი *cenzura* და *cenzura* გამცჰენს *cenzura*

    დარწმუნებული ვარ არ მიწყენთ მეც ხომ ჩემი აზრი გამოვხატე ხოდა ნურც თკვენ გაბრაზდებით თქვენ სულ–მყრალებო

    p.s. edited bu picco (cenzurebi ra)

  • piccolina says:

    @MAIA – eg shegizlia teas kitxo, aq tea ar shemodis )))

    @miriankenia – kaco, romeli dainaxe aq tutberizis fani ))) sheni azri shegizlia koreqtuladac gamoxato da kidev tyuilad ar amiyralo piri

    wamiryvnes blogi )))

    @Nikoloz – xo, ise eg kargi scenaria )))

    @candy – xalxs uyvars agshfotebis gamoxatva ))

  • რუსკა says:

    თეა თუთბერიძე თავის თავის და თავის სამშობლოს მტერია!!!! გულით მებრალება თეა,ასე რომ დაუპყრია ეშმას და ამას ვერც კი ხვდება!

  • dj-guro says:

    დშნ დნნ.. :(

  • lex says:

    კი, ფეისბუქის ექაუნთი გაუტეხეს, მაგრამ უკვე დაიბრუნა.

  • Lord Vader says:

    არამხოლოდ საქართველოში.
    ბევრგანაა ადვილი.
    უბრალოდ ზოგან – მეტი კრეატივი გჭირდება. ხალხს კანი აქვს გაუხეშებული და ერთი პატარაკლიპის ატვირთვით ვერავის გააკვირვებ.
    ჩვენ ძალიან ფაქიზი სულები გავქ და ეგრევე ავღშფოთდით… თუ შევშფოთდით… ნუ როგორც იყო.

    ისე ნეტა თეას PR მენეჯერი ვინ ყავს? :)

  • shagrath says:

    super star kiara ar davabinZureb exa aqaurobas

  • miriankenia says:

    @miriankenia – kaco, romeli dainaxe aq tutberizis fani ))) sheni azri shegizlia koreqtuladac gamoxato da kidev tyuilad ar amiyralo piri

    მერედა რასვაშუაშია კორეკტული გამოხატვა?? რა მარტო თუთბერიძეებსა და მისთანებს ააქვთ შეურაცყოფის მიყენების უფლება?
    შენ არ იძახი საკმა “საკმარისია გამოხატო სხვისთვის მიუღებელი აზრი და თან მწვავედ გამოხატო ))) სულ ესაა,”" უკაცრავად და შენთვის დედის გინება თუ ამყრალებაა ჩემთვის იმ არსების ნამოკმედარი სულში ჩაფურთხებაა და რატომ უნდა ჩემს ნაცერს ცენზურა და მისას მხოლოდ მწვავე რეაქცია??
    იმიტომ რომ შენც მისთანა ხარ უბრა ლოდ არ გინდა გამოტყდე ანდა კიდევ ინტრიგა გჭირდება piccolina – ო

  • miriankenia says:

    თუ სხვისი რწმენის შეურაწყოფა უბრალოდ აზრის გამოხატვა მაშინ დედის გინებაც პირადი დამოკიდებულების და აზრის გამოხატვაა

  • miriankenia says:

    და კიდევ სხვათაშორის “ჩემი აზრით”შენი ბლოგი მაშინ აამყრალე როცა თეაკოს თემა შემოაგდე პირველად

  • piccolina says:

    @miriankenia – ძალიან მარტივია: აქ ვინმემ შეიგინა შენამდე?
    არა
    ვინმემ თქვა, რომ თეას ფანია?
    არა
    ვინმემ რელიგიას მიაყენა შეურაცხყოფა?
    არა
    უბრალოდ აღვნიშნე, რომ ნებისმიერი გზით მარტივია თავის გამოჩენა და სუპერ სტარობა (თუნდაც უარყოფითად)
    რა დაინახე აქ შემოსავარდნი და საგინებელი, როდესაც საამისო საფუძველი პოსტს შენთვის არ მოუცია?
    ასეთი გამოხტომები მაძლევს საშუალებას შენს შესახებ გავაკეთო გარკვეული დასკვნები, ხო?

    @shagrath – არასწორია “ეხა”, სწორია “ახლა”
    ვწეროთ გამართულად.

  • miriankenia says:

    piccolina,

    შენს გულს რაც გაუხარდება ის გამოიტანე
    მე ეგ არ მაწუხებს
    პოსტს რაც შეეხება ვიმეორებ როდესაც შენ ბრძანე რომ “საკმარისია გამოხატო სხვისთვის მიუღებელი აზრი და თან მწვავედ გამოხატო ))) სულ ესაა,”” და ამ ნათქვამში ნათლად ჩანს რომ შენთვის კონკრეტულად თეა თუთბერიძის საქციელი უბრალოდ აზრის გამოხატვაა დაე თუნდაც “მწვავე”– თ შეაფასო
    მაშასადამე რატომ მიშლი ხელს მე გამოვხატო ჩემი აზრი “მწვავე”

    ხოლო გინებებს რაც შეეხება “ჩემი აზრით” ამ პოსტის და მითუფრო კომენტების არაობიექტურობა თუ სუბიექტურობა დროისა და მედროვეობის ამბავია პირადად არავისთვის არ მიმიყენებია შეურაცყოფა მითუფრო არ “ამიყროლებია” პოსტი

    ვიცოდი რომ ცენზურას დაადებდი იმ სიტყვებს იმიტომ რომ შენაირები არიან ზუსტად “ისინი” ვისაც თავისუფლება მათი წესებით ცხოვრებას ნიშნავს

  • Dianiko says:

    სანამ კომენტარებს გადავხედავდი, ვიფიქრე, შანსი არაა, ამას არ დაწერდა მეთქი! აშკარად გაუტეხეს! ხოდა ჩემი სათქმელიც სხვებმა თქვეს! :D

  • არჩილი says:

    იცით უწმიდესს წლების მანძილზე რამდენი თეა თუთბერიძე ებრძოდა? ხოდა ეგეც რიგით მერამდენიღაცა თეა თუთბერიძეა და უწმიდესი კი კვლავ უწმიდესია! დაანებეთ თავი მაგას თავისიც ეყოფა საგზლად.

  • არჩილი says:

    ,,გიჟი მიუშვი ნებასა თვით შეეყრება სნებასა,,

  • deme says:

    moklet da konkretulad vityvi rom…….. tea tutberidze aris DEBILI

  • deme says:

    eg da misi damqashebi upro rusetshi unda cxovrobdnen iq bevrs naxaven tavisnairebs… gulis amrevia magis mosmena da tundac vizualurad magaze shexedvac

  • michnio says:

    12/05/2009
    სამწუხარო ფაქტია, რომ მიწევს საუბარი თეა თუთბერიძეზე(შემდგომში მას მოვიხსენიებ როგორც ‘თთ’-ს), პროფესორზე, რომელიც ვირტუალურ სივრცეში ‘კარტოჩკების’ განთავსებით ებრძვის ‘კაკებე’-ს აგენტებს ქართულ ეკლესიაში. ჯერ ერთი, კაკებე აღარ არსებობს, მეორე, თუ ვინმე საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ თანამშრომლობს რომელიმე უცხოურ თუ ადგილობრივ ორგანიზაციასთან და ამის სამხილი საბუთები თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს გაქვთ, ქ-ნ თთ, რატომ არ მიმართავთ პროკურატურას, კონსტიტუციური უსაფრთხორბის დეპარტამენტს, შსს კონტრდაზვერვის განყოფილებას და ა.შ. ნუთუ უდანაშაულობის პრეზუმპციის პრინციპი მხოლოდ მაშინ უნდა გვახსოვდეს, როდესაც გვაწყობს.
    რაც შეეხება კითხვებს. რა თქმა უნდა, კითხვების დასმა და თანაც ნებისმიერი ფორმით არავის არ ეკრძალება ამ ქვეყანაში. ოღონდ ნუ გეწყინებათ ქ-ნ თთ რომ სხვებმაც იციან, — ერთიდაიგივე კითხვა შეიძლება სულ სხვადასხვა ინტონაციით და აქცენტით დაისვას, რაც გავლენას ახდენს საზოგადოების წინასწარგანწყობაზეც და პასუხზეც.
    კითხვაზე, თუ რა კავშირი აქვს საპატრიარქოს უცხო ქვეყნის სპეც სამსახურებთან, მეც გაგცემთ პასუხს ქ-ნ თთ: ზუსტად ისეთივე, როგორი კავშირიც თქვენ ორგანიზას აქვს იმავე სპეც სამსახურებთან. ის, რომ საქართველოში ბევრი ქვეყნის ჯაშუშური ქსელი იარსებებს, ამის მიხვედრა ძნელი არ არის და ეს ძალები, უდავოა, სამიზნედ პირველ რიგში სახელმწიფოში არსებულ ძლიერ ინსტიტუტებს იღებენ მიზანში: სახელმწიფო სტურქტურებს, ეკლესიას, სხვადასხვა პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაცებს და მათ შორის, ალბათ, თავისუფლების ინსტიტუტსაც. ეს არ ნიშნავს რომ უფლება გვაქვს თუდაც თქვენ, ქ-ნ თთ ხელაღებით გიწოდოთ ჯაშუში, მაგრამ წვრილმანი პროვოკატორის შთაბეჭდილებას კი ტოვებთ.
    ეხლა რაც შეეხება ბრალდებას, რომ ეკლესია უხეშად ერევა სახელმწიფო საქმეებში. ჩემი პოზიციაა, — ეკლესია უნდა იყოს გამიჯნული სახელმწიფო მმართველობისაგან და მეც მაღიზიანებს, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ყოველი წვრილმანი კონფლიქტის გამო პატრიარქთთან დარბიან. ჰო, პოლიტიკოსები დარბიან პატრიარქთან და არა პირიქით. ამ პოლიტიკოსებს შორის არიან მმართველი პარტიიდანაც და ოპოზიიდანაც. აქაც, რაღაც თქვენ სასარგებლოდ ვერ ეწყობა პასუხი.
    ეხლა რუსეთთან კავშირებზე. ძალან სამწუხარო იქნება, თუ ვიმნეს ეკლესიაში ან მის გარეთ ავიწყდება რუსული ეკლესიის და მთლიანად ამ ქვეყნის 210 წლიანი მტრული განწყობა ქართული მართმადიდებლური ეკლესიისა, საქართველოს და ქართველობის მიმართ. და თუ ვინმე კიდევ იტყუებს თავს, რომ მეგობრები ვართ, რადგან ისინიც მართმდიდებლები არიან ეს ჩემთვის მუღებელია. თქვენ, ქ-ნ თთ კითხვას უსვამთ პატრიარქს, რატომ არ გამოესარჩლა საბჭოთა შევარდნაძის მიერ დახვრეტილ მღვდელს, სად იყო 9 აპრილს და ა.შ. ალბათ თქვენს კითხვებზე პასუხს გასცემს ადრესატი (იმედია). ახლა გთხოვთ თქვენ მიპასუხოთ, სად იყავით, როდესაც რუსეთისა და მათი სატელიტების კომპანებზე იყიდებოდა თბილისის ენერგო გამანაწილებელი და კავშირგაბმულობის ქსელები, თბილისის გაზგამანაწილებწლი კომპანია (ანუ სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები) და სხვა წვრილი და მსხვილი ორგანიზაციები ? განა ეს იმ რუსეთის კომპანიები არ არიან, რომლის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სხვებს სდებთ ბრალს? როგორ გგონიათ ეს კომპანიები არ შეიძლება იქნას გამოყენებული, როგორც საყრდენი ჯაშუშური ქსელისთვის? და მერე ვინ მიყიდა ეს ობიექტები რუსეთს? ჩვენმა და ჩემმა ხელისუფლებამ და თანაც ჩემი და ჩვენი სახელით. ამ დროს რატომ სდუმდით ქ-ნ თთ?
    კიდევ ერთი. მაგალითად ბატონი პრეზიდენტი საბჭოთა კაკებეს ჯარებში მსახურობდა და ამბობენ რაღაც სასწავლებელიც კი დაამთავრაო, თან ბიძაც ამ სპეცსამსახურის ოფიცერი ჰყოლია, ნუთუ ეს გვაძელვს უფლებას ვთქვათ,რომ ჩვენი (თქვენი და ჩემი) პრეზიდენტი უცხო ქვეყნის აგენტია, ხოლო მისი აპარატი ჯაშუშების ბუდე. არა მგონია. მაგრამ თქვენი მაინც მიკვირს, ასე აშკარა ფაქტზე ჩუმად ხართ, სამაგიეროდ სადღაც რაღაც სათუო ‘კარტოჩკებს’ პოულობთ და მათ საფუძველზე ბრალდების ტალღას აგორებთ ერთი პიროვნებისა და მთელი ეკლესიის წინააღმდეგ. ბუნებრივია თავს იჩენს კითხვა: ხომ არ იმალება თქვენი ქმედების უკან სხვა მიზნები? ალბათ ჩემს ეჭვს ისევე აქვს არსებობის უფლება, როგორც თქვენსას. მე კი ვეჭვობ, რომ თქვენ ან პოპულარობას მონატრებული ერთი პატარა გოგო ხართ, ან სხვისი დაკვეთის შემსრულებელი პაიკი, რომელსაც გაწირავენ, როცა ჩათვლიან რომ აღარ სჭირდებათ. თუ მეორე ვერსიას განვავრცობთ, თქვენი წამოწყების მიზანია განხეთქილება შეიტანოთ სახელმწიფოში არსებულ იმ ერთადერთ ინსტიტუციაში, რომლის ავტორიტეტი კონკურს გარეშეა. არ გეგონოთ, რომ მე ეს ნორმალურად მიმაჩნია, მაგრამ ეკლესიის ბრალიც არ არის ეს. წლების მანძილზე სახლემწიფო (ბოლო 20 წლის განმავლობაში გამოცვლილ მთავრობებს ვგულისხმობ) ხელს ჰკრავდა ხალხს, იტყუებოდა და რა დასამალია, — მისი წევრები ჯიბესაც ისქელებდნენ. ხალხი ამას ხედავდა და ხედავს და სამართალის ძიებამ ადამიანები მიიყვანა იქ სადაც ისინი იმ ერთადერთი განცდის რეალიზებას ახერხებენ, რომელსაც ვერავინ წაართმევთ. ეს რწმენაა. წლების მანძილზე მთავრობების არასახელმწიფოებრივმა მოქმედებებმა ხალხში მაქსიმალურად დააკნინა, ისედაც საკმაოდ სუსტად განვითარებული ქვეყნის მოქალაქეობის განცდა და ეკლესია აქაც არ არის დამნაშავე. თუ თქვენ კონკრეტული სამხილები გაგაჩნიათ და თქვენი მიზანი მართლაც არის სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, გარდა იმისა რომ ხმაურიან ბრიფინგებს მართავთ, რატომ არ მიმართავთ სასამართლოს, სამართალდამცავ ორგანოებს. გამოდის რომ თქვენ მხოლოდ ხმაური გინდათ და არა საქმე. ალბათ ამასაც რამოდენიმე მიზეზი აქვს. ერთერთი ალბათ ისიცაა, რომ მორიგი დაფინანსებისთვის ანგარიშები გაქვთ წარსადგენი სადაც უნდა დაამტკიცოთ, რომ უსაქმოდ არ ზიხართ და ფულსაც ტყუილად არ ღებულობთ. თქვენი ძალიან მოკლევადიანი გათვლებით კი რაც უფრო ხმაურიანი იქნება საქმე, რაც უფრო მეტ ადამიანს დაუპირისპირდებირ, მით უფრო მეტად გმირები გამოჩნდებით და დამფინანსებელიც დაგეხმარებათ. უბედურება ისაა, რომ თქვენ არც ქვეყნის, არც ადამიანების, არც თავისუფლების სიყვარული გამოძრავებთ. ფულზე და ძალაუფლებაზე დახარბებამ კი შეილება დაგღუპოთ და თქვენი საქმიანობის გამო სხვებიც გაიყოლოს. საკუთარი თავი თუ არ გიყვართ დანარჩენებს რაღას ერჩით?
    ეკლესიის დაკნინებით ჩვენ პრობლემას ვერ აღმოვფხვრით. უმჯობესია სუსტი მხარეების გაძლერებაზე ვიფიქროთ ვიდრე რაც დაგვრჩენია იმის დანგრევაზე.

  • michnio says:

    მე ვერაფრით ვერ დავადგინე თთ-ს ელფოსტა. თუ ვინმემ იცით, გთხოვთ, მიაწოდოთ მას ჩემი კითხვები.

  • piccolina says:

    ვაიმე, მიჩი, რამდენი გიწვალია :)))
    ფეისბუქზე არის თუთბერიძე აგერ : http://www.facebook.com/search/?q=tea+tutberidze&init=quick#/teatutberidze?ref=search&sid=1572514371.1337528354..1 და შეგიძლია გადაუკოპირო და მისწერო ;)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.