Tbilisi Open Air – music breaks free

Posted by piccolina on May 16, 2009 in Uncategorized |

მოკლედ, გუშინ საღამოს დადასტურდა, რომ სავარაუდოდ ჩუტყვავილა არ მჭირს და მეც საღამოსვე თამამად გადავედი თათიასთან (სტუდენტების თათია) და მამენტ ღამითაც იქ დავრჩი. იტ ვოზ კულ’

დილას, კიარადა ნაშუადღევს სახლში გადმოვედი, მოვწესრიგდი და მაშინვე გავედი ისევ tbilisi open air-ზე. მოკლედ, ძალიან მაინტერესებდა, რა იქნებოდა და როგორ. თან ისეთი გრანდიოზული პრ უკეთდებოდა ))) ნუ ვიზუალურად ძალიან საკაიფოდ იყო გაკეთებული, მარა სიმართლე რომ ვთქვა, რამდენიმე საათი სულ ტყულა ველოდე ვინმე საინტერესო გამომსვლელს, ან ისეთ შესრულებას რომელიც ცოტა ამამოძრავებდა.

ხო ვიზუალურად ასწორებდა ამდენი ხალხის და საკაიფოდ მოწყობილი ფულის შოვნის კუთხეების დანახვა… დგას რაღაც ფირმების ბუტლებივით რაღაცა და თავიანთ პროდუქციას ყიდიან და არეკლამებენ. თან ყიდიან იმაზე უფრო ძვირად, ვიდრე გარეთ ღირს…

Picture 007

გვერდით კიდევ ფულის შოვნის დამატებითი საშუალება – სახტომიალო მოწყობილობა. და ტრაკში პერო როჟებისგან უფრო მეტი ფულის შოვნის მიზნით ვიპ ტენდები, სადაც რომელიმე პროდუქცია რეალურზე 5ჯერ მეტად ფასობს )))

დოდკამ დაწერა ფეისბუქზე:

ერთმნიშვნელოვნად კარგი ფესტივალის შემდეგ (მე ვიტყოდი, რომ ჯერ თბილისში ‘უფასო პონტზე’ ეგეთი ნორმალური სიტუაცია არასდროს, არასდროს ყოფილა!) – ამავე ფესტივალზე მყოფთა კომენტარების წაკითხვისას ვხვდები, ზოგიერთს უბრალოდ უტყდება თქმა, რომ რაიმე მოეწონა. თუ იტყვი, რომ “გოიმობა იყო” – აუცილებლად კაი როჟა გამოხვალ – იმათთვის, ვისაც არ მოეწონა და ასევე იმათთვის, ვისაც მოეწონა (რადგან მოეწონათ = გოიმები იყვნენ)

არ ვიცი რამდენისთვის იყო ეგრე. საქართველოში ეგეთი ეგზემპლარები მართლა გვყავს, რომც მოეწონოთ, რომ მაინც ამბობენ ბანძიაო, მარა ეს მართლა არ ვარგოდა.

უფასო პონტი და საქართველოსთვის ზედმეტად კარგი იყო შარდენზე გაკეთებული ფესტივალი რამდენიმე თვის წინ, სადაც არც ტრაკში პერო საზოგადოებაზე გათვლილი ფულის ხარჯვის ცენტრები იყო და აპარატურა იყო იმდენად კარგი, რომ ყველა პირღია დაგვტოვა. ჯგუფებიც ძალიან ძალიან კარგები (შეიძლება იქ აპარატურის ბრალიც იყო რომ ასეთი მოწონება დაიმსახურეს ჯგუფებმა).

ტაკ შტო, ფრი პონტისთვის კარგზე თუ ვლაპარაკობთ, სთილ არ ვარგოდა ეს. მითუმეტეს, როდესაც შესადარებლად შარდენის ფესტივალი მაქვს.

n689259435_1901749_7015762

სამაგიეროდ ვნახე ძალიან ბევრი ფორუმელი, ძალიან ბევრი ბლოგერი და ბევრი ჯასთ ნაცნობი ))) კარგი იყო ))) გავიცანი ფაუქლაბის ბლოგის ავტორი, კაი ბავშვია )))

ხო, მეტი არაფერი არ მახსოვს, რამდენადაც ძალიან ცუდად ვიყავი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მაღალი სიცხე მქონდა. თან თავი და ხერხემალი მტკიოდა საშინლად. მე და თინი წამოვედით 9სკენ. ჩემი პულსი (გულის, რამე სხვა არ იფიქროთ ან რა უნდა იფიქროთ სხვა) თავს იგიჭეაბდა, ძალიან აჩქარებული იყო და მაგ დროს (თუ სირბილის ან ემოციების გამო არ აჩქარდა) , როგორც წესი მაღალი სიცხე მაქვს. მოვირბინე ჩქარა ჩქარა სახლში. თერმომეტრი მოვიმარჯვე ეგრევე, მარა არაფერი მსგავსი… საკმაოდ პრილიჩნი ტემპერატურა მქონდა და ეგ უფრო გამიტყდა, იმიტომ რომ ჩემი და (რომელსაც ზოგადად, მეტი საქმე არ აქვს) დადგა და მეკაიფა, უმიზეზოდ იზომავ ყოველ წამს სიცხესო…

თბილისი ოფენ ეარის შესახებ ისტორიები. არაფერი საინტერესო ხო? )))

Tags: , , , , , , , ,

13 Comments

  • პერწკლი says:

    სახტომიალო მოწყობილობა

    აუ ეს ვერ მივხვდი ; )))

  • რა ცუდად ჟღერს “კარგი ბავშვია” :D

  • აკი ევროპის საუკეთესო ჯგუფები ჩამოდიანო ? ასე თქვა მიშა ნეტარმა :)

  • piccolina says:

    @Leonard Shelby – კარგი, მაშინ კეთილი თვალებით შემომხედე )))

    @Katten Försvann – მოიტყუა. ევროპის საუკეთესო ჯგუფი მე ვიცი სხვა
    და ჯგუფები გემოვნების საკითხია, მე არ მომეწონა, შეიძლება სხვას მოსწონებოდა, მარა ხმა არ ვარგოდა…

  • bigcrow says:

    ხმა რანაირად არ ვარგოდა კაცო, შენ თუ დელისის მეტროდან უსმენდი, იასნია არ ივარგებდა…

    ”იტ ვოზ კულ”-ს რაც შეეხება, კი იქნებოდა კული, იასნია, მთელი ღამე სტუდენტებთან :)))))

  • მაყვალა ქასრაშვილი says:

    როგორი კრიტიკულლი გოგონა ხარ? ;) შენ მაღაზიებზე ლაპარაკის მაგივრად ჯგუფებზე დაგეწერა რამე, თორე ფესტივალზე ლუდი რომ 5 ჯერ ძვირი ღირდა ეგ ყვველამ იცის :) ფაქტია, სხვა რამით დაკავებულობამ, მუსიკის რეალობას მოგაშორა :))) 9 ზე თუ წახვედი, და არაფერი მოგისმენია, ნუთუ არ გეზარება ჯდომა და ფსევდო კრტიკის წერა?
    ოღონდ რამე დაგეწერას პონტი თუ გქონდა ჯობდა საერთოდ არ ამოგეღო ხმა :)

  • tatushka55 says:

    vis blogsac vkitxulob yvelani yofilxart open air-ze :)
    marto me ar viyavi mgoni :(

    :sinanulllll:

  • piccolina says:

    @მაყვალა ქასრაშვილი – არადა ჩემი ძირითადი კრიტიკა ის იყო, რომ ჯგუფები და ხმა არ მომეწონა ))) დაკვირვებით წაგეკითხა და გაიგებდი ;)
    ნუ მეორე დღეს კიდევ არაუშავდა, 2 ჯგუფი მომეწონა და ხმა შედარებით უკეთესად იყო დაყენებული. მარა პირველი დღე მარაზმ ))) ვერ მოვიტყუები, რა ვქნა ;)

    @tatushka55 – წამოსულიყავი მერე. მუცელსაც გაასეირნებდი ;)

    @bigcrow – ეგ შენ იყავი, სლივ, ძაან ნასვამი და ვერ გაარჩიე, თორე არ ვარგოდა )))

    @თათია – მმმმმ რჩეული ვარ? :უსერ:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.