17

TBC ბანკი – უხარისხობის პიკი

Posted by piccolina on July 17, 2009 in Uncategorized |

წინასწარ გაფრთხილებთ, რომ საშინლად მეზარება წერა ამ სიცხის გამო და თან ხვალინდელი ფართის განწყობაზე ვარ (რომელზეც თქვენც უნდა წამოხვიდეთ)

ხო, გადავიდეთ საქმეზე, თიბისი-ს მომსახურებით არასოდეს მისარგებლია (8 წლის წინ ბარათი რომ მქონდა მაგას თუ არ ჩავთვლით, მაშინაც ჯასთ შევიტანე ფული და მერე იტალიაში გამოვიტანე, ზეტზ ოლ), შესაბამისად, მათი მომსახურეობის ავ-კარგიანობის შესახებაც არ ვიცოდი არაფერი

http://www.klg.ge/products_pictures/Ganvadeba_TBC_copy_copy.jpg

მოკლედ, შემოდის ჩემი მეგობარი 2 დღის წინ. რაღაც ძაან გაბრაზებული იყო. ნუ გამოვკითხე რა ხდება და ბლა ბლა. გამოიტანა კრედიტი ბანკიდან გარკვეული თანხის და რომ იხდიდა რაღაც ზედმეტი ჩამოაჭრეს. მივიდა ფილიალში გასარკვევად, როგორც წესია და ეკითხება, რატომ ჩამომეჭრა ზედმეტიო. ნუ იმას თავი დავანებოთ, რომ სესხის გამოტანის შემდეგ გაზარდეს პროცენტები და რაღაცეები დაამატეს კიდევ, თუ რაღაც, კარგად მეც ვერ გავიგე ))) სთხოვს ამონაწერს (თუ რაღაც ეგეთს) ჩემი მეგობარი და ამონაწერში ვაფშე სასწაული წერია. ადამიანს თანხის მეოთხედზე მეტი აქვს გადახდილი და იმ რაღაც ფურცელზე კიდევ წერია, რომ მხოლოდ 100 ლარი თუ რაღაც არის გადახდილი. ნუ კარგი, შეიძლება მოხდეს შეცდომა, ან რამე შეიძლება კიდევ შეიცვალა და ეკითხება თიბისი-ს თამნამშრომელს, რაშია საქმე, რატომ წერია ასეო. გოგო რაღაც დაზეპირებულ ტექსტს ეუბნება, რომ პროცენტი და ბლა ბლა. ნუ ხო, მარა მაგ პროცენტებით არ გამოდის ეგრე და სთხოვს გარკვევას, გოგო ისევ პროცენტებს უტიკინებს… გამოვიდა ბოლოს წყობიდან ჩემი მეგობარი, მოითხოვა მენეჯერი და პასუხი: მენეჯერი შვებულებაშია. შემცვლელს არ უტოვებენ იმ დედა იმასქნილს? მოკლედ, უშუალო უფროსთან არ დააკავშირა.

ამის გარდა კიდევ ერთი შემთხვევა იყო, კიდევ ერთმა მეგობარმა განვადებით გამოიტანა ტელეფონი. ნუ ყოველი თვის ბოლოს, სანამ გადახდის დღე დადგებოდა, 2-3 დღით ადრე იხდიდა. მოხდა ისე, რომ ქალაქიდან გადიოდა და 1 კვირით ადრე გადაიხადა. ხელფასი ახალი დარიცხული ქონდა თან (გამმომუშავებაზე ქონდა ხელფასი, შესაბამისად ზუსტად არასოდეს იცოდა, რამდენი იყო) წავიდა მშვიდად დასასვენებლად და დახარჯა თავისი ხელფასი (რა თქმა უნდა). ჩამოდის თბილისში და მესიჯი მოსდის, გადახდის ბოლო ვადა ხვალაა, აქამდე რატომ არ გადაიხადეთო. გაგიჟდა, გადაირია, მივიდა ფილიალში და თურმე იმ ჭკვიანებმა ფული უკან დაუბრუნეს სახელფასოზე, ადრე იყო გადახდაო და არც შეატყობინეს ამის შესახებ… კიდევ იქით უსაყვედურეს, სახელფასოზე საჭიროზე მეტი რომ გქონდა, ვერ მიხვდიო? ყოველ თვე სხვადასხვა თანხა ერიცხებოდა და სად ეთვალა ახლა რამდენი იყო დარიცხული… პლიუს, ბონუსად გააშავეს კიდევაც თურმე )))

რატომ არის ასეთი ცუდი მომსახურება თიბისიში? მე ვვარაუდობ, რომ ცუდი შერჩევის ბრალია. აშკარად ეტყობა მაგ ბანკს, რომ შერჩევისას აქცენტს გარეგნობაზე აკეთებს და არა უნარებზე. შესაბამისად, როდესაც სხვა შესაძლებლობები ყურადღების მიღმა რჩება, შერჩეულ ლამაზმანს ტრენინგიც ვერ შველის თუ ტვინი არ უქაჩავს…

მეორე ვარაუდია, რომ ტრენინგს არ აქცევენ შესაბამის ყურადღებას, რაღაცა დროის შემდეგ გადამზადება ზედმეტად მიაჩნიათ და კადრები მთლად საჭირო დონეს ვერ შეესაბამება.

http://www.tbc.ge/data/text/908/Pic1-1.png

გადამზადება საჭიროა როგორც არსებული სისტემის უკეთ გასახსენებლად, ასევე ცვლილებების უკეთ ასათვისებლად. ამის გარდა თავაზიანობასაც დიდი ყურადღება უნდა ექცეოდეს, თუმცა მარტო გარეგნობით შერჩეულ ადამიანს ვერ ასწავლი თავაზიანობას თითის ერთი დატკაცუნებით, თუ ამის საჭიროება არ ესმის (საჭიროების გაგებას კიდევ ტვინი უნდა). თავაზიანობა იმიტომ გამახსენდა, რომ კიდევ ერთ მეგობარს ვახლდი ბანკში და უკმაყოფილო ჩემმა მეგობარმა უთხრა, თქვენი მომსახურების დონე არ მომწონს, პასუხი არ მაკმაყოფილებსო. წესით ამ დროს (გინებაც რომ მოაყოლონ ამას) პერსონალმა უნდა გაიღიმოს და ბოდიში მოუხადოს. ეს ქალი კიდევ კინაღამ გადმოხტა იმ შუშიდან. ქუჩიდან მოთრეული ხომ არ გგონივარ, შენ ვინ ხარ ვაფშეო და ბლა ბლა )))

ერთხელ, ერთმა ნაცნობმა მითხრა, თიბისი ყველა ბანკს მირჩევნია, იმიტომ, რომ მანდ კარგი გოგოები ყავთ, სხვაგან კიდევ კრაკადილებიო. ზოგს ალბათ მართლა ურჩევნია უხარისხო მომსახურება 2 წუთით თვალის გახარების სანაცვლოდ (შეიძლება 2 წუთზე მეტითაც, ოღონდ მერე უკვე სხვა ორგანოს გასახარებლად).

ხო, ბოლოს ვიდეო განწყობისთვის. სვითიმ დადო ფეისბუქზე და თავი ვერ შევიკავე რომ არ გამეზიარებინა )))

[youtube=http://www.youtube.com/watch?v=S7-9aDQROzE&hl=en&fs=1]

17 Comments

  • busuna says:

    mezizgeba yvela banki . yvelgan yleebis dogia da momsaxureba 0
    mara amatshoris tao banki romaa egeti ai imena ar arsebobs!!!

  • dodka says:

    მემგონი პროგრამულ არეულობებთან, ზედმეტის ჩამოჭრებთან და ეგეთებთან ფრონტ დესკის კარგგარეგნობიანი გოგოები არაფერ შუაში არიან. და მე ვემხრობი იმას, რომ გარეგნობას ყურადღება უნდა მიექცეს, როდესაც კლიენტთან უწევს მუშაობა ადამიანს.

    ისე უკვე ბევრისგან გავიგე თიბისის ზედმეტი ხელის წაცდენები, მათ შორის ლიკას, კიბორგას დედას, ყოველ კვირა ურეკავენ რაღაც არარსებული თანხის გადასახადის გამო :დ და ის ეუბნბა, ამონაწერი მომეცით, რა დავალიანებააო, არ უხმარია საერთოდ – და მაგასაც არ აძლევენ მგონი. მოკლედ, რაღაც ეგეთი აბდაუბდა ისტორიაა + ის გოგო, ვინც ურეკავს და ეუბნება, დაჟე დაემუქრა ისტორია გაგიფუჭდებათ ყველა ბანკთანო. :დ ნუ რაღაც 2 დოლარზეა ლაპარაკი, პროსტა ლიკა პრინციპულად არ იხდის :დ

  • Lekso says:

    :D :D :D
    TBC-ში გასაუბრებაზე იყავი და რამე გაწყენინეს? როგორაა რომ გამოლანძღე :)

  • Natalia says:

    სხვა ბანკები უკეთესები არიან? :D

    მე საერთოდ შეხება არ მქონია არცერთ ბანკთან და არ ვიცი რა ხდება მაგ სფეროში :))

    • piccolina says:

      არც მე ვიცი სხვა ბანკები, პროსტა თიბისიზე დამიგროვდა ამ ეტაპზე საჩივრები და მაგაზე დავწერე ;)

  • piccolina says:

    @dodka – დოდ, იუ მისდ ზე პოინტ ))) საუბარი იყო რომ მომსახურების უხარისხობის მიზეზი შეიძლება იყოს მთავარ კრიტერიუმად რომ იყენებენ (თუ იყენებენ, იმიტომ რომ ეგ ჩემი ვარაუდია) გარეგნობას (ფრონტის მომსახურებაზეა საუბარი). ანუ ახსნას რომ სთხოვ ან გარკვევას ან დამატებით ინფოს, არ უნდა გქონდეს ჩახვეული ერთი რაღაცა. თორე გარეგნობას მეც ვემხრობი (თუმცა ასაკობრივ ლიმიტს არ ვემხრობი)

    @Sweet Baby Girl – მარი, აქ წერია ყველაფერი http://iasamani.wordpress.com/2009/07/11/next-party-is-close/
    ტყეში იქნება, 10 გელა ჯდება და გზა და ჭამა და ყავა ორგანიზატორებზეა
    წინა ფართიზე ვიყავი და ძაან მაგარი იყო, მითუმეტეს ცეკვის პონტში ძაან გაგისწორდება ;)
    აი, წინა ფაართის შედეგები: http://iasamani.wordpress.com/2009/05/31/lost-city-open-air-party/ ვიდეოები ყვავასთან დევს ;)
    ისე, ფეისბუქზეც დავწერე

  • utvino says:

    სადღაც 1 თვის წინ ანაბარუ გავხსენი თიბისიში 6 თვით და ანაბრის გატანის ზუსტი თვე გოგომ თითებზე გადაითვალა : )) ანუ 6თვე როდის გადიოდა : )) გამოვშტერდი, ეს თითებზე გადათვლა რაღა არის : )))
    თან ვკითხე, მეთქი 6თვიანს რამდენი % ემატება და ზუსტად არ მახსოვს და ვნახავ ერთი წუთიო, მართლა გამოვშტერდი …
    საქართველოს ბანკში, მიუხედავად იმისა, რომ მაგრად არ მევასება ეგ ბანკი, მასეთი რამე არ შემმთხვევია არასდროს …

  • გიგა says:

    ვფიქრობ ცოტა გადაჭარბებულია.

  • tatushka55 says:

    AR MQONIA ARASODES SHEXEBA TBC BANKTAN
    AMIS CAKITXVIS MERE MITUMETES AR MOGINDEBA ADAMIANS :D

  • ბლინ განვადებით აქვს მამაჩემს რაღაც გამოტანილი და ლოოლ რამე ასეთი არ შეემტხვეს :მზრუნველიშვილი: :D

  • Anonymous says:

    საერთოდ როდესაც განვადების თანხა იჭრება სახელფასო ანგარიშიდან, შესაბამისად მის მიერ წინასწარ შეტანილი თანხაც სახელფასოზე დაუსვეს, როდესაც კლიენტი 10 დღით ადრე შეიტანს ანგარიშზე თანხას, ის მაინც იმ რიცხვში უნდა ჩამოჭრას პროგრამამ, რომელშიც უწევს კლიენტს გადახდა, სანამ არ მომივა გადახდის თარიღი ბანკი ამ თანხას ხელს ვერ მოკიდებს, თუ მე არ დავადექი ოპერატორს თავზე და არ ვთხოვე, რომ დღესვე გადაიტანონ განვადებაზე და თუ ამ რიცხვამდე დავხარჯავ ამ თანხას, მოვა გადახდის დრო და პროგრამამ რომ უნდა ჩამოაჭრას ანგარიშზე თანხა აღარ დახვდება. ამიტომ როდესაც კლიენტი განვადებას აკეთებს სახელფასო ანგარიშით მას ყოველთვის აფრთხილებენ, რომ გადახდის თარიღისთვის გაითვალისწინოს და საკმარისი თანხა დატოვოს სახელფასო ანგარიშზე, თორემ რა ქნას საწყალმა პროგრამამ თუ მას თანხა არ დახვდება:)))
    შესაბამისად ცოტა ინფორმირებულობაა საჭირო, როდესაც ბანკთან გაქვს საქმე, იმდენი კი უნდა იცოდე, რომ 10-ში რომ შეიტან და დადებ ანგარიშზე ფულს და გადახდა 25 რიცხვში გიწევს, ჩამოჭრა მაინც 25-ში ხდება და მანამდე ის ფული არ დახარჯო:)
    იმედია გასაგებად ავხსენი, და თუ კიდევ ვინმეს ექნება იგივე სიტუაცია გაითვალისწინეთ, რომ აქ ბანკის პროგრამაზე კი არ დამოიდებული, კლიენტის არაინფორმირებულობაზეა და საქართველოს ბანკს სულ იმის გამო საყვედურობენ კლიენტები, რომ წინასწარ ბლოკავს სახელფასოზე შემდეგ გადასახდელ თანხას და მე ჩემს სახელფასო ბარათზე რამდენჯერაც მინდა იმდენჯერ შევიტან და გამოვიტან თანხას, რა პონტში უნდა მომაჭრა იმაზე ადრე ვიდრე მიწევს გადახდა, მე ეს რიცხვი იმიტომ ავირჩიე, რომ მანამდე ჩემს ფულს რა ოპერაციასაც მინდა, იმას ჩავუტარებ, თუ ვინმესთვის გაურკვეველი იყო შემიძლია უფრო დეტალური ინფორმაციაც მოგაწოდოთ:))))))

  • piccolina says:

    @გიგა – ნუ როგორც იყო ისე მოვყევი )))

    @Anonymous – თანხა ჩვეულებრივად გადარიცხა განვადებაზე. ანუ მოაკლდა ის თანხა, რომ გადარიცხა. უბრალოდ მერე უკან დაუბრუნეს ყველანაირი გაფრთხილების გარეშე. და ნუ მაგხელა შუალედიც არ იყო დროში, მითუმეტეს გასაკვირია, რომ მანამდეც რამდენიმე დღით ადრე იხდიდა
    პლიუს ამას, გადახდის დრო რომ მოდის მესიჯი კარგად მოდის, გადასახდელიაო და როცა დაუკეთხავად უკან გიბრუნებენ ფულს, ჩემს ფეხებს გეუბნებიან
    ნუ ეს არაფერი, ასე რომ აეხსნათ ჩემი მეგობრისთვის, დაკმაყოფილდებოდა, ალბათ, მარა იმ გოგომ ვერაფერი ვერ გააგებინა ))) მიჩურინის ვაშლი, ვაშლი მიჩურინის პონტი გაუშვა )))

  • Kate says:

    აუ თიბისი საერთოდ სასწაულებს აკეთებს მართლა.
    და საქართველო კიდევ.
    კიდევ კარგი მაგ ორთან ყველაზე ნაკლებად მაქვს ურთიერთობა.
    ნუ თიბისიში სტიპენდია მერიცხებოდა ბარათზე და მეტი არაფერი.

  • dj-guro says:

    აქვე გეტყვით, ღმერთმა გარიდოთ ბანკთან კონტაქტს, მიუხედავად იმისა რომ ბანკირი ვარ მე. :)

    მერე ვიტყვი რომ ძალიან მსიამოვნებს როდესაც კონკურენტებზე ცუდ რამეებს ამბობენ :ბოროტი სმაილიკი:

    დავამატებ რომ ბათუმის თიბისიში რომ ლამაზი გოგო ვნახე, მასეთი არ მინახავს ჩემი ცხოვრების 24 წლის მანძილზე. და პლუს ხმაც კარგი ქონდა. :) (ანუ გადაიკითხეთ ეს თემა: http://djguro.blogspot.com/2009/04/blog-post_30.html#comments)

    და ბოლოს, პოეზიის 5 წუთი:

    განვადებაააას ჩვენი სესხი ჯოობიაააა
    ორინჯ ქარდიიიი გოიმების ჰოობიიაააა

  • Just me says:

    უმეტეს შემთხვევაში გაუგებრობები და პრობლემები ბანკებთან იქმნება იმ შემთხვევაში, როდესაც კლიენტი არ არის სრულად ინფორმირებული როგორი ისარგებლოს საბანკო პროდუქტით.

    ნუ დაიზარებთ წაიკითხეთ ხელშეკრულება. დაზოგავთ თანხებსაც და ნერვებსაც.

  • Natalie says:

    I love TBC

    არასდროს არ მქონია პრობლემა ამ ბანკში. ყველა ჩემს კითხვაზე თუ პასუხი არ აქვთ, ეს იმიტომ რომ უბრალოდ მე ვიცი მეტი :)
    სერიოზულად, არცერთი ტრანზაქცია, არცერთი განვადება, არცერთი კრედიტი არ გაპრობლემებულა ჩემი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.