გავხდეთ უფრო კითხვადები?
ამას წინათ ერთმა ჩემმა მეგობარმა ბლოგერმა შემომჩივლა, ქართული ბლოგების კითხვა მიჭირსო და ჩამომითვალა მიზეზები, რის გამოც ამ ბლოგებს ვერ კითხულობს. შევეცდები ეს მიზეზები გავიხსენო და ჩამოვწერო: გრძელი პოსტები – პოსტების უმრავლესობა უსაშველოდ გრძელი და გაწელილია, არადა (როგორც უკვე ათასჯერ მაინც ვთქვი) დღესდღეობით დრო ფულია. ასე რომ ეცადეთ, ლაკონურად ჩამოაყალიბოთ თქვენი აზრი. უაბზაცო პოსტები (ე.წ. ‘სტოლბასავით’ [...]
მინი პოსტი ბათუმიდან
მოკლედ, უკვე 4-5 დღეა (ან ცოტა მეტი), რაც ბათუმში ვარ. ძაან არ მქონდა აქ წამოსვლის თავი (ნუ ხალხის ნახვა არ მინდოდა და საერთოდ გარეთ გასვლა), მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაინც ჩამოვედი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ზღვის დანახვამაც უკვე გამაბედნიერა <3 ამის გარდა, გარეთ გასვლის პრობლემა აქ მყოფმა ფორუმელმა მეგობრებმა დამაძლევინეს. ძალიან მიხარია იმ [...]
