მიყვარხარ!!!
აი ასე, უბრალოდ… მიყვარხარ… ძალიან მიყვარხარ… სულ ვფიქრობ შენზე, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, სადაც არ უნდა ვიყო, ვისაც არ უნდა ვკოცნიდე… მაინც შენ მიყვარხარ… და სხვების მოფერება ჩემთვის შენი მოფერებაა… ყველაფერში და ყველაში შენ გხედავ… ყველაფერს წარმოსახვაში შენთვის ვაკეთებ… ხო, ვიცი, ავადმყოფურად ჟღერს :D ყველა მაგას მეუბნება, მაგრამ მე შენ მიყვარხარ… ასე არანორმალურად, ასე ავადმყოფურად, ასე გაგიჟებით :) ამის უფლება ხომ მაქვს :) მაქვს უფლება მიყვარდე… მაქვს უფლება მიყვარდე, როცა აღარ ხარ ჩემთან, მაქვს უფლება მიყვარდე, როცა ვარ მარტო, როცა ვეხუტები ჩემს ახალ boyfriendს, მაქვს უფლება მიყვარდე საკუთარი ქორწილის წინა დღეს, მაქვს უფლება მიყვარდე მთელი თაფლობის თვის მანძილზე, მაქვს უფლება მიყვარდე, მთელი ორსულობის დროს, მაქვს უფლება მიყვარდე, როცა შენი ფეხმძიმე ცოლი ვერ მიტანს, მაქვს უფლება მიყვარდე, როცა ჩვენი შვილები ჩვენსავითშემთხვევით გაიცნობენ ერთმანეთს, მაქვს უფლება მიყვარდე როცა ბოლოჯერ დავხუჭავ თვალს და ბოლო ამოსუნთქვას შენს სახელს ამოვაყოლებ…
უბრალოდ მიყვარხარ :)



