Posts tagged: ჯეკი ჩანი

მგონი გავიჭედე….

ანუ დროის ამბავში გავიჭედე. რამდენი ხანია, არ დამიპოსტავს არაფერი. არადა წინა პოსტშიც მაგას ვამბობდი :/

აი, რაც წიგნის თარგმნა დავიწყე, მაგის მერე დრო ფაქტიურად არ მრჩება :/ სამსახურიდან სახლში რომ მოვდივარ, მაშინვე ვიწყებ თარგმნას და სანამ დღის გეგმას არ შევასრულებ, საკუთარ თავს გაჩერების უფლებას ვერ ვაძლევ :(( კიდევ კარგი, მალე მოვრჩები.

ხო, ახალი ამბავი მაქვს, ილიაუნიში ამიყვანეს, ინტერნეტ წიგნიერების კურსი ჩამაბარეს (რამდენიმე ჯგუფი) და ძალიან მიხარია :))) გუშინ და დღეს სულ იქ ვიყავი, 7 საათის მანძილზე გვატრენინგებდნენ. ორშაბათიდან კიდევ იქნება ტრენინგები, მარა ის 7 საათიანი არ იქნება, მგონი.

http://www.through-the-maze.org.uk/symbols_x4/training.gif

რა თქმა უნდა, მე არ ვარ ერთადერთი იქ, ჩემ გარდა 15 თუ რაღაც ადამიანია კიდევ  და ამ 2 დღეში მეტ-ნაკლებად ყველა გავიცანი. საინტერესოა, როგორ ხვდები ერთი შეხედვით, ვინ როგორ მოიქცევა, როდესაც ჯგუფში შევა :))) btw ლინგვისტუსი ხომ იცით? ხოდა მაგისი ძმა არის ჩემი თანამშრომელი. კაი ბავშვია… კიარადა რაღა ბავშვი, ჩემხელა შვილები ყავს ლამის :))

წინასწარ გაფრთხილებთ, ვინმეს თუ მოგიწევთ 7 საათიან ტრენინგზე წასვლა, ჯერ კარგად მოემზადეთ ფიზიკურად და მორალურად. იმდენი ენერგია მიაქვს, თან 2 დღე ზედიზედ, რომ დღეს თავი მისკდებოდა სახლში რომ მოვედი და 3 საათი ლოგინს ვერ ავეწიწკნე :/ თარგმნაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. შოთა ამის გამო მეკაიფება, სუსტი ხარო :)) არადა არ ვარ (?)

http://scrapetv.com/News/News%20Pages/Entertainment/images-2/jackie-chan-rumble-in-the-bronx.jpgგავიქეცი ახლა, ფილმს უნდა ვუყუროთ. შოთა ჯეკი ჩნიანი კინოს ყურებაზე დავითანხმე. თან მალე უნდა დავიძინოთ, ხვალ დილას (დილა 1-2 საათია) ჩემებთან უნდა გავიდეთ, ჩემი და პიცას გვიკეთებს  :ლოვე:

ხო, ბოლოსთვის, რა თქმა უნდა, ძველი ტრადიცია გავიხსენე და გუგლში ნაპოვნი სურათები:

http://pix.motivatedphotos.com/2009/1/28/633687314755595060-snipertraining.jpg

http://www.explosivefootballtraining.com/wp-content/uploads/2009/04/fail2.bmp

WordPress Themes