Posts tagged: ხოშტარია

ზუსტად ისეთი, როგორიც მშობლებს უნდათ

სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს ხშირად ვწყალობ ტელევიზორს (ზა ტო მეტი მარაზმი მხვდება პოსტებისთვის), ხოდა ამას წინათ გადაცემა “ყველაზე ჭკვიანის” ნაწილს შევესწარი. ხოშტარია ბავშვს ეკითხება, რაღაცას, წიპა რა გინდა რომ გამოხვიდე თუ რაღაც მსგავსი და ბავშვის პასუხი: “ისეთი მინდა გამოვიდე, როგორიც მშობლებს უნდათ”

ცოტა შემაწუხა ამ პასუხმა, ბავშვიც შემეცოდა… მაგრამ, სიმართლეს ვიტყვი, ეს ხომ ისედაც ვიცოდი – იდეალური ბავშვი ისეთია, როგორიც მშობლებს უნდათ!

გაიხსენეთ, რამდენჯერ მოგისმენიათ სადღეგრძელოები წიპა: “ისეთი გამოსულიყავი, როგორიც მშობლებს უნდათ”, ან “ისეთი გაგზრდოდეს (შვილი), როგორიც შენ გინდა” და ათასი მსგავსი. კარგ შვილადაც ის ითვლება, რომელიც მშობლებს თავს უხრის და არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს. ერთ ნაცნობზე ამბობდნენ უფროსები: რა კარგი ბიჭია, დედა რომ ურეკავს ზედმეტ სიტყვას არ ეუბნება, ეგრევე გარბის სახლშიო. და ეს იდეალური შვილია, ზოგადად, იდეალურ ადამიანადაც ითვლება.

http://www.cartoonstock.com/newscartoons/cartoonists/aex/lowres/aexn12l.jpg

ნუ ერთი შეხედვით, რა არის ცუდი სურვილში, რომელიც ყველა მშობელს აქვს – ყავდეს კარგი შვილი, ისეთი როგორიც თვითონ უნდა. ახლა გავშიფროთ, შვილი, რომელიც ყველაფერში დაგემორჩილება, ყველა შენს იდეას გაიზიარებს, ყველა შენს აკვიატებაზე მორჩილად თავს დახრის და იტყვის ხო, ეგრე ვიზამო, თუნდაც ეს აკვიატება მის პირად ცხოვრებას ეხებოდეს. უნდა მოიყვანოს/გაყვეს ადამიანს, რომელიც პირველ რიგში შენ მოგეწონება, აირჩიოს პროფესია, რომელსაც შენ შეატენი. თუნდაც რელიგია და ზოგადი ღირებულებები ისეთივე უნდა ჰქონდეს, როგორიც შენ.

მოკლედ რომ ვთქვათ, კარგი შვილი ზომბი შვილია. ადამიანი, რომელიც შენს კალთას ვერასოდეს მოშორდება და საკუთარი აზრი არასოდეს ექნება.

ნუ იმაზე ლაპარაკს არ დავიწყებ, რომ ოჯახი და მშობლები გარკვეულ წილად ყოველთვის ახდენენ გავლენას შვილებზე.

http://www.ascdeaf.com/blog/wp-content/uploads/2006/09/Parents%20cartoon.JPG

არ მესმის, რატომ უნდა გინდოდეს დაჩმორებული შვილი ან შვილს, რატომ უნდა უნდოდეს, რომ შენი ზომბი გახდეს… ხო, მენდომება, რომ ჩემი შვილი ჩემს შეხედულებებს იზიარებდეს, მაგრამ გამიხარდება თუ ტვინს გაანძრევს და თავისითაც მიხვდება რაღაცას.

პ.ს. ჯასთ, თემასთან კავშირში:

-თქვენი იდეალი?

-დედა!

ქამ ონ, შეეშვით შვილებს, მშობლებო. და შვილებო, მშობლების გარეთაც არსებობს სამყარო :))) დამოუკიდებლობა ყველაზე მეტად ზრდის ადამიანს. რატომ არ უნდა გინდოდეს, დამოუკიდებელი, მოაზროვნე, ძლიერი შვილი? ბოლოსდაბოლოს მართლა მშობელმა კი არ იცის ყველაზე მეტად რა უნდა მის შვილს. შვილმა უკეთ იცის, ყველაზე მეტად რა უნდა მას.

ეს ჯასთ, გუგლმა მაჩუქა:

http://www.ashersarlin.com/cartoons/blogging2.gif

WordPress Themes