ძაღლმა ისევ დაგლიჯა ბავშვი
დღეს რაღაცა სტრაშნი დღე იყო. ჯერ იყო და ის მაესტროსთან რაღაც ააფეთქესო, იმის ამბავი იყო, მერე იმ ბავშვს რომ აუფეთქდა ხელში ყუმბარა (საწყალს თითების ამპუტაცია გაუკეთეს). ტელევიზიაში რამდენიმე ჟურნალისტმა დაგვადო ინტერვიუზე. სტუდენტებთან რომ მივდიოდი ძაააააალიან დიდი ჩხუბი შემხვდა ქუჩაში, ძალიან დიდი ტალპა იყო ჩაბმული. გზაში ბევრი სასწრაფო შემხვდა თან.

მოკლედ მივაღწიე როგორც იქნა სტუდენტებთან. ცოტა ხანი რომ გავიდა გარედან კივილი გავიგეთ. ჯერ ვიფიქრეთ ბავშვები თამაშობენო (თამაშის დროს ხანდახან კივიან ბავშვები). მერე ამ კივილში სიტყვები გავარკვიეთ: “მიკბინა, ძაღლმა მიკბინა”. ნუ მაგაზეც ვიფიქრეთ გაკაწრა ალბათთქო. გავედით გარეთ, ბავშვი დავინახე, ფეხზე საკმაოდ ღრმა ჭრილობები ჰქონდა… ხორცი კარგად ჩანდა… ყველა დაფეთებული იყო, ყველა ერთმანეთს ასკდებოდა და არავინ არ იცოდა რა უნდა ექნათ. ჭრილობებზე წყლის დასხმაც ვერ მოიფიქრა ვერავინ.
განაგრძე კითხვა აქ (სუსტი გულის პატრონებისთვის ბოლომდე ჩასკროლვა არ არის რეკომენდირებული) ===>>



