რატომ იმოქმედა ასე?
რამდენადაც გუშინდლიდან მთელ ნეტში მხოლოდ იმედის გინება ისმის, მაგ თემის განხილვას არ დავიწყებ. თუმცა, შემიძლია დაგეხმაროთ იმის გაგებაში, თუ რატომ იმოქმედა ასე (გარდა იმისა, რომ გარკვეულ წილად მართლაც მოსალოდნელია მსგავსი რაღაც)
ფსიქოლოგიაში არის ასეთი პატარა, მარტივი ტრენინგი, რომლის გაკეთებაც დამეხმარება ყველაფრის ახსნაში. სწორად გასაკეთებლად საჭიროა, რომ ეს პუნქტები ერთმანეთის მიყოლებით ნახოთ, ანუ ჯერ ერთი გააკეთოთ და მერე მეორე და ერთიანად არ ნახოთ. ამისთვის გავაუფერულებ ასოებს და ტექსტს რომ მაუსით მონიშნავთ, შეძლებთ დაინახოთ ნაწერი. მოკლედ, ვიწყებ და უკეთესი იქნება, თუ პასუხებს ჩამოწერთ:
სანამ ამას ნახავდე, ჯერ ზედა აბზაცი წაიკითხე!
- წარმოიდგინეთ, რომ თქვენთან მოვიდა ფერია თუ რაღაც მსგავსი და გითხრათ, რომ თქვენ სულ 1 წლის სიცოცხლე დაგრჩათ. რას გააკეთებთ დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე?
- წარმოიდგინეთ, რომ ისევ მოვიდა ის ფერია და გითხრათ, რომ შეეშალა და 1 წლის კი არა, 6 თვის სიცოცხლე დაგრჩათ. როგორ დახარჯავთ დარჩენილ 6 თვეს?
- ის ფერია ისევ მოვიდა და გეუბნებათ, რომ 6 თვის კი არა, 1 თვის სუცოცხლე დაგრჩათ. რას გააკეთებთ ამ დროში?
- ფერია ისევ მოდის და გეუბნებათ, რომ შეეშალა და 1 კვირა დაგრჩათ. ამ დროს რას მოახმართ?
- ისევ მოდის და გეუბნებათ, რომ შეეშალა და 1 საათიღა დაგრჩათ. რას გააკეთებთ იმ დარჩენილ 1 საათში?
- ის ფერია კიდევ ერთხელ მოდის და გეუბნებათ, რომ შეეშალა და არ კვდებით. ამის შემდეგ რას გააკეთებთ, როგორ დაგეგმავთ ცხოვრებას?
![]()
ამ ტრენინგის ბოლო კითხვა ემსახურება ზუსტად იმას, რომ მდგომარეობიდა უფრო იოლად გამოვიდეს ადამიანი. იდეაში ყველამ იცის, რომ ეს მხოლოდ ტრენინგია ხო, მაგრამ ესეც კი ისე მოქმედებს, ისე წარმოიდგენს ადამიანი ყველაფერს, რომ ბოლო კითხვა ხდება საჭირო. როდესაც ადამიანი რაღაც ცუდს (თუნდაც კარგს) ელოდება და ეს ამბავი არ ხდება, “ნიხვატკა” რჩება ადამიანს. ანუ რაღაც უნდა მომხდარიყო და არ მოხდა, ელოდებოდა რაღაცას მთელი ემოციებით, განიცდიდა და გაქრა უცებ ყველაფერი. სწორედ ამიტომ მოხდა უფრო მეტად, რომ ხალხს აგრესია ამდენ სანს დარჩა.
ამ შემთხვევაში წინასწარ გაფრთხილება და ბოლოში კიდევ ერთხელ გამეორება არ იყო საკმარისი. ამ შემთხვევაში მთელი გადაცემის მსვლელობისას წარწერა უნდა ყოფილიყო. ტრენინგისას დაწყებულ ტრენინგზე არავინ ჩაგერთვება და როცა ტელე გადაცემაზეა საუბარი, ათასობით ადამიანი ზუსტად შუიდან შემოგიერთდება, სავარაუდოდ.
დაირღვა ეთიკური ნორმები, ხალხს მორალური სტრესი მიაყენეს და ვერ ვიტყვი, რომ ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. მგონი პირიქით, ზუსტად ამ რეაქციაზე იყო გათვლილი გადაცემა. თუმცა, როგორც დაგპირდით, თვითონ ფაქტების განხილვას არ მოვყვები ;)
ბოლოს კი ხსნა მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გამოსულა სტრესიდან:
![]()



