ზდაროვა, გინდა გაღადაო?
სათაური ‘hi, wanna laugh’ ვირუსის ქართული ვარიანტია, მაგრამ პოსტი ვირუსი არ არის )) ხალხი ცოტა მინორშია ამ ბოლო დროს, ხოდა გადავწყვიტე, გასამხიარულებლად თქვენც იგივე მეთოდი შემოგთავაზოთ, რასაც მე ვიყენებ. ამ ბოლო დროს დემოტივატორების და ფეილ ბლოგის გარდა 9gag.com-საც აქტიურად ვადევნებ თვალ-ყურს და ჩემს ტოპ რამდენიმე სურათს გაჩვენებთ. სპეციალურად მათთვის, ვინც ინგლისური არ იცის, ქვეშ თარგმანი [...]
სურათი მოვიპარე, მაგრამ თქვენ ეს არ იცით
ხო, სათაურზე ბევრი ვიფიქრე და სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. მოკლედ, რაზეა საუბარი. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრ ქართულ საიტზე და ბლოგზე ვხვდები ამ პრობლემას და ბოლოს გადავწყვიტე, დამეწერა. საუბარია სურათებზე საკუთარი საიტის ლინკის მიწერაზე. ანუ დაგუგლავენ რაღაც სურათს, დადებენ თავის ბლოგზე/საიტზე და ზედ აწერენ (სიტყვაზე) მაგარისაიტი.ჯი. აი სულ მინდება ვკითხო, შენ გადაიღე ეს სურათი? დავიწყოთ იქიდან [...]
არჩევნები დაგვიანებით
წინა კვირას ვერ მოვაბი თავი ამ პოსტის დაწერას. თან იმდენი ემოცია დამიგროვდა, მაშინვე რომ დამეწერა, ზედმეტად გრძელი გამოვიდოდა ნამდვილად :)) მოკლედ, კვირა დილას რომ გავიღვიძე, უკვე ვიცოდი, რომ ეს მძინე დღე იქნებოდა. არადა ღამითაც არ დამეძინა, ისე ვღელავდი. დილას 6ზე ავდექი და 7ზე პატიოსნად საარჩევნო უბანზე ვიყავი, გახსნას ვესწრებოდი. დეტალებში მოყოლას არ დავიწყებ, მხოლოდ მთავარს [...]
შოთა უკვე ოფიციალურად მახეშია
ნუ… თითქმის ოფიციალურად :))) ანუ ბეჭდები წამოვიცვით უკვე :) აუ იცით რა ლამაზებია სურათებს დავყრი აქვე ნელ-ნელა იმ ოქრობჭედელმა გვითხრა, შაბათს იქნება ბეჭდები, ნაშუადღევსო და დაგირეკავთ მზად რომ იქნებაო. ხოდა დადგა შაბათი და გულმა ვერ მომითმინა, ჩემით დავურეკე, მზად არ არისთქო? და კიო, მოდითო. მეთქი მოვდივართ ახლავე. შოთამ კი ცოტა იჯუჯღუნა, ახლა გასვლა არ მქონდა დაგეგმილიო მაგრამ… აუ ხომ მე ვუთხარი როგორი მინდოდა ეს ბეჭდები, ყველაფერი ავუხსენი, მაგრამ მეც მხოლოდ წარმოსახვაში მქონდა და არ ვიცოდი რამდენად კარგი გამოვიდოდა, ან ის ოქრომჭედელი [...]
25 დეკემბრის შობა
ბლოგინგს არაფერი ისე არ უხდება, როგორც ჩაი. თუ ჩაის ჭიქა ახალია, ბლოგვის სიამოვნება ორმაგდება <3 შობა ჩვენთან 7ში არისო ამბობენ (მიუხედავად იმისა, რომ 25სა დეკემბერსას მღერიან მაინც), მაგრამ ჩემთვის შობაც და ახალი წელიც მაშინ დგება, როდესაც ბევრ საჩუქარს ვიღებ. არ ვიცი, ვინმეს სჯერა რომ 7 და 14 დიდი დღეებია? მაინც 25 და 1ში ხდება ზარ-ზეიმი [...]
design fail შუა ქალაქში
სერიალი რომ არის, “შუა ქალაქში” უმეტესობა უყურებთ ალბათ და იმაშიც დამეთანხმებით, რომ ქართულ ტელე სივრცეში ყველაზე წარმატებული და პოპულარული იუმორისტული ტელე სერიალია. თუმცა ქართველები ვართ, გინდა სერიალის რეცეპტი ვიყიდოთ და გინდა ამერიკა-გამოვლილი ტიპი ხელმძღვანელობდეს ამას. რისი თქმა მინდა, ახლავე აგიხსნით. ძალიან სერიოზული შეცდომაა დიზაინში. უყურეთ, ეს მე დავხატე (გუგლი სერიალის სურათების სიუხვით არ გამოირჩევა), დერეფანია, [...]
პორნოგრაფია საქართველოში (მცირეწლოვნები ნუ შემოხვალთ)
მცირეწლოვანი ბავშვები სასწრაფოდ მოაშორეთ ეკრანს (სასურველია ზედმეტად წესიერმა ობიექტებმაც არ იხილონ, რომ გაცინების ნაცვლად არ დაიგრუზონ) ადრე როკომ დაწერა პოსტი, სადაც ჩაკოპირებული იყო ქართულ საიტებზე დადებული პორნოების დესქრიფშენები და საკმაოდ სასაცილო და საინტერესო პოსტი გამოვიდა. გუშინ ჩამივარდა ხელში მსგავსი მასალა, ოღონდ ფოტო მასალა და გამახსენდა როკოს პოსტი და ვიფიქრე, ცოდვა იქნება ეს რომ ხალხს არ [...]
ჩემი პორტრეტი
პირველად დამხატეს და ძალიან ძალიან ლამაზი ნახატი გამოვიდა. სიმართლე რომ ვთქვა, სიტყვები არ მყოფნის მოწონების გამოსახატად, მარა ფაქტია, მთელი დღე გაშტერებული ვუყურებ ))) მე არ ვარ ასეთი ლამაზი, ნახატია ლამაზი ))) მოგიყვებით ამ ნახატის ისტორიას. რეზომ იცოდა, რომ მინდოდა ვინმეს დავეხატე და ადრე მითხრა, დაგხატავო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო გადაიდო თუ რაღაც და ცოტა ხნის [...]
დაეხმარეთ პიკოლინას დილემის გადაწყვეტაში
დღეს საღამოს რაღაცის ბუშტი გამისკდა და ძალიან მომინდა დამეწერა ვინიზე, მარა ვივარაუდე, რომ ამას კარგი არაფერი მოყვებოდა და საბოლოოდ გადავწყვიტე, რამე სხვაზე დამეწერა. რამე სხვა არის ჩემი დილემა. მოკლედ, მგონი ცხოვრებაში პირველად მომივიდა თავში აზრი რომ რაიმე სოციალური ქსელის რაღაცაზე დავრეგისტრირდე. გავხსენი ფეისბუქი და დაახლოებით 15 წუთი ვუყურე ე.წ. თავფურცელს და ბოლოს დავხურე ისევ. პრობლემა [...]
pizza day
პოსტის დაწყებამდე, პირველ რიგში შეტყობინება, ხვალ 5 საათზე, სოროსის ფონდში აჩვენებენ ფილმს ბლოგერების შესახებ და ვისაც დაგაინტერესებთ, წამოდით. დამიკომენტეთ და დეტალებზე მერე შევთანხმდებით, ან p.piccolina@gmail.com არის ჩემი მაილი და მომწერეთ ))) ახლა პიცის დღის შესახებ. ძალიან დიდი ხნის წინ მე და ბარბიმ დავთქვით დღე, როდესაც ნაყინი და ცხელი შოკოლადი უნდა გაგვეკეთებინა ჩვენით. ეს დღე იყო [...]
ჩვენ-სოროსის მონები და ინტრიგა ცხოვრებაში
შესავლისთვის, ის რასაც ბოლოსკენ ნახავთ (შიგადაშიგ დღევანდელი სურათები შემოგხვდებათ): სოროსზე მერე მოვყვები, ჯერ ინტრიგა ))) მოკლედ, არსებობს ერთი ტიპი (პირობითად დავარქვათ ჟორა), რომელიც ზაფხულიდან მოყოლებული მეუბნება მომეცი, მომეციო და შეხვედრაზე მეჩალიჩება. ნუ ეს ჟორა ცუდი ბავშვი არ არის, მარა შეხვედრა არ მინდოდა, შესაბამისად რომ იწყებოდა მნახე ან კამერა ჩართე-ები, ვბლოკავდი. არის კიდევ ერთი გოგო, რომელსაც [...]
ახლავე პოსტი!
პოსტისთვის იდეები არ მომდიოდა და ავდექი და გამოვიძახე პოსტი ხოდა მოვიდა ))) ტაკ, რა ხდება და ძალიან გავზარმაცდი, აი საშინლად. ხვალისთვის უსაყვარლესი საგნის სემინარი უნდა მოვამზადო, მარა მეზარება, საბაკალავროსთვის მონახაზი უნდა გავაკეთო (რისთვისაც დიდი მასალა უნდა წავიკითხო), მარა ეგეც მეზარება. ხოდა არ ვიცი როგორ ვქნა ისე, რომ აღარ მეზარებოდეს. დღეს ლექციაზე შესვლა დამეზარა, თინის დაველოდე [...]
ნაგავი ფორევა
სანამ ასე ვარ, ჯობია პირადი პოსტებისგან თავი შევიკავო ხოდა რაზე ვპოსტავ დღეს. რამდენიმე დღის წინ ქვემოთ აღნიშნულმა ფაქტმა ისე გამაბრაზა, რომ ის გაბრაზება დღესაც მოქმედებს. ნუ მორალისტი არც არასოდეს ვყოფილვარ და არც ახლა ვიმოძღვრავებ შეძლებისდაგვარად, მარა ნუ სათქმელი უნდა ითქვას რა (ძმაუ). ხო, პოსტის თემაა დიახ, სწორად მიხვდით, ნაგავზე ვსაუბრობ )) ნუ მარტო ნაგავზე არა, [...]
