ჩემი გოგო ჩემთან
წინაში თუ არა, წინას წინა პოსტში მაინც ვახსენე, რომ მარის ჩამოსვლას ველოდებოდი. ხოდა ჩამოვიდა, როგორც იქნა. ოღონდ ჩამოვიდა 5 კვირის წინ და უკვე წავიდა კიდევაც. იმდენი რაღაც მოხდა მარის აქ ყოფნისას, რომ არც კი ვიცი რით დავიწყო. ან საერთოდ, იქნებ არც მოვყვე, პოსტში ზედმეტი დომხალი რომ ავიცილო თავიდან )) წარმოიდგინეთ, 5 კვირის განმავლობაში რამდენიმე [...]
“რამდენი ხანია, კაი ქელეხში არ დამილევია”
გაფუჭებული ტრადიციების სერიიდან კ სტაწი ა პანაშვიდახ ))) ბარემ აქვეა და განვიხილოთ მორიგი მარაზმი, რომელიც ქელეხის სახელითაა ცნობილი (ანუ გასავენების აფრეტ პარტი).რა არის ამაში კარგი და რა არის ცუდი? ქელეხი არის საკმაოდ ძველი ტრადიცია საქართველოში და მის არსებობას გარკვეული მიზეზები აქვს, რა თქმა უნდა. დავიწყოთ სულ თავიდან: რა იყო ქელეხი და რად იქცა?
