ის უკვე დაიბადა
დიახ, მეგობრებო, ის უკვე არსებობს. ამდენი ხანი ველოდებოდით და საბოლოოდ დადგა დრო, როდესაც შეგვიძლია მისი არსებობით დავტკბეთ. მართალია, ჯერ ახალშობილია, მარა სთილ კარგად გამოიყურება
უკაცრავად, დამავიწყდა მეთქვა, ბლოგროლ ჯი-ზეა საუბარი ))) საკმაოდ დიდი ხანია, რაც ქართველი ბლოგერები მის გამოჩენას ველოდებით. ადრე მხოლოდ ოცნება იყო მსგავსი რაღაცის არსებობა, ახლა კი ჩვენი თანაბლოგერების და ომედია ჯგუფის დახმარებით, ეს უკვე რეალობაა

ბლოგროლის გამოყენება საკმაოდ მარტივია: შედიხარ ბლოგროლ.ჯი-ზე, რეგისტრირდები და მერე ყველაფერი თავისით ხდება )))
ხო, რატომ მიხარია ასე ძაან ბლოგროლის არსებობა? პირველ რიგში, ყველა ბლოგის განახლების შესახებ იქვე იღებ ინფორმაციას. ამ განახლებების თვალიერებაში საკმაოდ საინტერესო, უცნობი ბლოგიც შეიძლება აღმოაჩინოთ და იგივე წარმატებით, სხვამ შეიძლება აღმოგაჩინოთ თქვენ.
შეგიძლია დააფავორიტო შენი საყვარელი ბლოგები, და მათი ახალი პოსტების შესახებ შეტყობინებას მიიღებ ხოლმე, ისე რომ მათი განახლებები არასოდეს არ გამოგეპაროს )))
არის ბერი კატეგორია და შეგიძლია კატეგორიების მიხედვით გაფილტრო, რა თემაზე არსებული ბლოგის პოვნა გინდა. მალე იქნება სტატისტიკაც ))

იქვე არის დისკუსიების განყოფილება-ფორუმი, სადაც საჩივრების და + – ების შესახებ შეგიძლია დაწერო და საიტის შემქმნელები დაუზარებლად გიპასუხებენ ყველა კითხვაზე თუ თხოვნაზე (როკოს ნიკ სერჩის გაკეთება ვთხოვე, მითხრა იქნებაო და ფორუმის გამოყენებაც ბევრად უფრო გაადვილდება)
მართალია, ბლოგროლი საშინლად/უკიდეგანოდ ბეტა რეჟიმშია (როგორც შემქმნელები ამბობენ), მარა უკვე კარგად გამოყენებადია
მოკლედ, ახლავე შეგით და დარეგისტრირდით თქვენი ბლოგებიანად, მერწმუნეთ, ნასიამოვნები დარჩებით ;)




