Posts tagged: საიტი

სურათი მოვიპარე, მაგრამ თქვენ ეს არ იცით

ხო, სათაურზე ბევრი ვიფიქრე და სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.

მოკლედ, რაზეა საუბარი. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრ ქართულ საიტზე და ბლოგზე ვხვდები ამ პრობლემას და ბოლოს გადავწყვიტე, დამეწერა. საუბარია სურათებზე საკუთარი საიტის ლინკის მიწერაზე. ანუ დაგუგლავენ რაღაც სურათს, დადებენ თავის ბლოგზე/საიტზე და ზედ აწერენ (სიტყვაზე) მაგარისაიტი.ჯი. აი სულ მინდება ვკითხო, შენ გადაიღე ეს სურათი?

დავიწყოთ იქიდან თუ რა არის ეთიკური ნორმები. მთელი წელი ვუჩიჩინებდი ბავშვებს, რომ რაღაც ინფორმაციას რომ აიღებენ საიდანმე, ქვეშ აუცილებლად ბმული უნდა მოაყოლონ, საიდან აიღეს. და ეს ჩვენი გამოცდილი, თითქოს საამაყო ბლოგერები/საიტის ადმინები დგანან და ნი ტო შტო ლინკი მოაყოლონ, საკუთარი საიტის სახელს აწერენ ზედ. ეს არის ვიღაცის საკუთრების მითვისება, თუმცა, რამდენადაც ინტერნეტში ყველაფერი ღია და დაუფარავია, ამეების მოპარვის გაკონტროლება საკმაოდ რთული საქმეა.

http://webpub.allegheny.edu/dept/psych/Pictures/Ethical.jpg

აი, მაგალითად დავდე სხვა საიტის სურათი, თუმცა ლინკის მითითება დამატებით არ მჭირდება, ზედ დაწკაპუნებით თავისთავად გადახვათ შესაბამის საიტზე

მარტივად რომ აგიხსნათ, წარმოიგინეთ, რომ გადაიღეთ აფეთქების სურათი, ძალიან ამაყობთ საკუთარი თავით და დადეთ სადღაც. მოდის ვიღაც (ზოგიერთო ბლოგერისა და საიტის ადმინის მსგავსი), იღებს ამ თქვენს საამაყო სურათს და დებს თავისთან. თქვენ გწყინთ, რომ უნამუსოდ მოიპარა და თქვენი საიტის მისამართიც კი არ მიაწერა ქვეშ, თუმცა ჯერ სად ხართ, ზედ სურათზე ამჩნევთ, რომ ბედნიერადაა მიწერილი სულ სხვა საიტის სახელი. როგორ შეიძლება, ბოღმამ არ დაგახრჩოთ ამ დროს :))

მოკლედ, თქვენ დებთ თქვენს მიერ გადაღებულ სურათს და სრული უფლება გაქვთ ზედ თქვენი საიტის მისამართი მიაწეროთ (როგორც, მაგალითად მე ვაკეთებ). ასევე შეგიძლიათ სხვა საიტიდან აიღოთ და თქვენთან დადოთ სურათი, მაგრამ არანაირი უფლება არ გაქვთ, იმ სურათს მიაჯღაბნოთ თქვენი საიტის/ბლოგის მისამართი.

იმედია, გასაგებად ავხსენი :))

მათთვის, ვისაც უნდა ფული

რამდენიმე დღის წინ ჩემმა დამ ძაან საინტერესო რაღაც გამიზიარა, მე კიდევ ჯერაც ვერ ვპატიობ, რომ მთელი 4-5 თვე მიმალავდა. მოკლედ, ეს რაღაც არის ბევრად უკეთესი, ვიდრე ამ ბოლო დროს გაპაპსავებული ლოკერზი :))

მოკლედ, არის საიტი, რომელზეც შედიხარ, აკლიკავ სარეკლამო ბანერებს და პატიოსნად იღებ თითო კლიკში 5ევროს. მერე რაღაც თანხამდე რომ მიხვალ ადგები და გამოიტან იმ შენს ფულს :)) ასწორებს ხო? და ამას მიმალავდა ჩემი და :)))

მოკლედ, თქვენც გაგიზიარებთ და დაგაკვალიანებთ, რა უნდა ქნათ და როგორ:

ზემოთ ხსენებულ საიტანმდე ჯერ უნდა მოინახულოთ http://www.moneybookers.com/app/ . ამ საიტზე გახსნით თქვენს ფულად ანგარიშს და ყურადღებას მიაქცევთ account ID-ს რომ დაგიწერთ. ეს საჭიროა, რომ იმ საიტზე ნაშოვნი ფული მერე აქ გადმორიცხოთ და აიღოთ.

გახსენით ექაუნთი ამ მანიბუქერს-ზე. ახლა შედიხართ აქ: http://depacco.com/pages/index.php?refid=piccolina და რეგისტრირდებით. ეს საკმაოდ მარტივია. მხოლოდ e-mail-ის მითითებაა საჭირო და მერე იმ რაღაცის შევსება. შევსებისას ბოლოში რეფერალი ვინააო და აწერია piccolina-ო და არ წაშალოთ ეგ. ჯერ არ გამირკვევია, მარა მგონი ქულები ემატება მაგით თუ რაღაც. მოკლედ ის piccolina როგორც წერია ისე დატოვეთ :)))

ექაუნთს რომ შექმნით, მერე ადგებით და დააჭერთ ამას (წითლად რომ არის მოხაზული)

და იქ მოცემული იქნება რეკლამები. რეკლამას რომ დააკლიკავთ, 30 წამი დაელოდებით და მერე გათიშავთ. სულ ეგაა :))) რამდენიმე თვეში კაი ფულსად დააგროვებთ :))

WordPress Themes