Posts tagged: საბურთალო

მე მიყვარს თბილისი?

საინტერესოა, რა მიზეზებს გვაძლევს თბილისი იმისთვის, რომ გვიყვარდეს? ნუ იმაზე ნუ დავიწყებთ ახლა საუბარს, ჩვენი ქალაქია და ისტორია და ქართველობაო.

აი ვარ რიგითი მოქალაქე, დავდივარ ფეხით/საზოგადოებტივი ტრანსპორტით. ჯერ დავიწყოთ ქალაქის სიამაყიდან – რუსთაველი-ვაკე-საბურთალო. მანქანები ისეა ჩახერგილი ტროტუარზე, ძალიან მინიატურული უნდა იყო, რომ გაიარო. ახლა ვითომ მოხაზეს მანქანების გასაჩერებელი ადგილი, მაგრამ არავინ არ უყურებს მაგას, მაინც შუა ტროტუარზე აჩერებენ. ან ის მოხაზვა რა საჭირო იყო, სად გაგონილა ტროტუარზე პარკოვკის გაკეთება :/ მოკლედ, ფეხით გადაადგილება  პრობლემაა მანდ.

ქუჩაზე გადასვლა ხომ ცალკე საკითხია. გინდა, პატიოსნად დაელოდო ადამიანების მწვანეს/მანქანების წილეთს და ისე გადახვიდე, მაგრამ ვინ გაცდის, წითელზეც მშვენივრად გაივლიან და ნამუსიც არ შეაწუხებთ. გინდა, ვინმემ შეამჩნიოს პრობლემა და ცოტა მოაწესრიგოს, მაგრამ პატრული მანქანის ტასაობს, არ სცალია მაგეების საყურებლად.

ნუ, ვთქვათ და შუქნიშანს არ დაელოდე და მიწის ქვეშათი გადაწყვიტე გადასვლა. კისერს თუ არ მოიმტვრევ, მოიწამლები მაინც სუნით (შემთხვევების უმრავლესობაში). 1 კვირის წინ ჩავედი, ვაკეში, მეცხრესთან რომ არის გადასასვლელი. იქ, ქვემოთ ფილები ყოფილა ამოყრილი და ფეხი გადამიბრუნდა. 2 დღე ვერ დავდიოდი და მერე კიდევ ვკოჭლობდი.

ეს ხიდი გადასასვლელები ხომ საერთოდ საშინელებაა. სანამ ბოლომდე ავალ, ქოშინით ვკვდები. წარმოიდგინეთ, ხანში შესულ ადამიანს რა დაემართება. და ვისაც ჯოხით ან სავარძლით უწევს გადაადგილება, იმან რა ქნას? ფაქტიურად, სახელმწიფო მათ პირდაპირ ეუბნება, სულ ცალ ფეხზე მკიდიხარ, დაეტიე სახლშიო.

აღარაფერს ვამბობ ტრანსპორტის პრობლემაზე. არა, ჯარიმებს არ ვგულისხმობ. მოძრაობაზე ვამბობ. ყინვაში, ქარში და უბედურებაში აგვიანებენ მაინცდამაინც საათობით. ზუსტად მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდება ტრანსპორტი :/

ცალკე ამბავია, სკვერები და სათამაშო პარკები, რომლებიც გაკეთებიდან 1 თვეშივე გააუბედურეს და არც არავის გახსენებია მათი შეკეთება.

მე მიყვარს თბილისი?

მგონი, საკმარისი მიზეზია, რომ…

WordPress Themes