მთელი დღეა ჩემი და ზის და რაღაცას ბეჭდავს ))) დავალებაა მგონი თუ რაღაც ეგეთი და ცოტა ხნით მოვირბინე კომპთან, მერე რომ ისევ დავუთმო ადგილი.
ხო, მოკლედ რა ხდება… პირველ რიგში, უკვე მერამდენედ, მარა მაინც ვდებ პირობას რომ პოლიტიაკზე აღარ დავწერ. ადრეც ვთქვი ეგ, მარა მერე ისე მომეშალა ნერვები, რომ თავი ვეღარ შევიკავე… იმედია იგივე არ განმეორდება და ამისთვის ალბათ ტელევიზორს შევზღუდავ )))
დღეს ვიყავი ლექტორთან, საბაკალავროს ვისთანაც ვწერ. შემომხედა, თბილად გამიღიმა და მკითხა, შენ ჯერ არაფერი გაქვს გაკეთებულიო? )))

გააგრძელე კითხვა აქ
გუშინ ბლოგის ბლოგის სტატისტიკაში რომ შეგეხედათ, აუცილებლად მიხვდებოდით, რომ რაღაცაც ხდებოდა. ეს რაღაც გლობალის გათიშვა იყო. ძალიან ბევრს გაეთიშა გლობალი, რის გამოც მსნ-ში სულ 2-3 კაცი მყავდა და ბლოგზეც ხანდახან თუ შემოაღწევდა ვიღაცა. ტეხზ მოკლედ.

ხო, რახან გუშინდელი ვახსენე, ბარემ ჩემს სიზარმაცეზეც გეტყვით. გუშინ ლექცია უნდა მქონოდა, რომელზეც ყოველ წელს პირობას ვდებ, რომ ვივლი, იმიტომ რომ წლის ბოლოს ყოველთვის ჩაჭრის პირას ვარ (იმენნა ამ კაცთან). გამოიცანით რა ვქენი )) დავადე. აბა რა მექნა, ლოგინი ისეთ რბილი და თბილი იყო… თან გარეთ ისე ციოდა და ქარი უბერავდა… ასევე ჩემი სიზარმაცის გამო ჯერ არც კი მივკარებივარ მასალას, რომელიც ხვალისთვის საპრეზენტაციოდ უნდა მოვამზადო.
აქციაზე წასაკითხად დააჭირე აქ ===>>
Tags: აქცია, ბურჯანაძე, გლობალი, ინტერნეტი, მიკროფონი, ნათელაშვილი, ოპოზიცია, პოლიტიკა, სააკაშვილი, სიზარმაცე, ულუკმა-პურო, ცოლ-შვილი
უბრალოდ | piccolina |
April 9, 2009 5:03 pm |
Comments (19)
წინასწარ საჯაროდ ვაცხადებ, რომ მიშას არ ვუჭერ მხარს, ეს ისევ საზოგადოების კრიტიკაა
პოლიტიკის განხილვა ჩემი საყვარელი საქმე არ არის, მაგრამ ხანდახან ისეთი სასაცილოები არიან, თავს ვერ ვიკავებ რომ არ აღვნიშნო )))
ნუ იმ ფაქტს არ შევეხები, ოპოზიციას რომ უჩალიჩებენ რაღაცას თურმე ტყუილია და მთავრობის ხალხზე თუ ჭორი გავრცელდა რამე, უდავო ფაქტად იქცევა ))) ნუ ეგ ეგრეა, ეგრეც უნდა იყოს )))

ამას წინათ წავაწაყდი ოპოზიციის საკმაოდ საინტერესო და კარგად მოფიქრებულ PR კამპანიას ფრთხილად, პოსტი გრძელია. წასაკითხად აქ დააწკაპუნე
Tags: 9 აპრილი, PR, ავტობუსი, ბურჯანაძე, გინება, მიშა, ნაბიჭვარი, ნათელაშივილი, ოპოზიცია, პიარ კამპანია, პოზიცია, პოლიტიკა, სააკაშვილი
უბრალოდ | piccolina |
March 27, 2009 6:27 pm |
Comments (10)

ადამიანები უცნაურები არიან რა. გუშინ ვიღაცას შემთხვევით წამოსცდა, თურმე, ომი იწყება მალეო, ტო ესტ რო რამე იყოს ჩვენ მზად ვართო და არა იმენნა ომი იწყებაო (ეზ ფარ ეზ აი ნოუ). იასნა ატყდა პნიკა ხალხში, ომი იწყებაო. დღეს საავადმყოფოებშიც კი კაციშვილი არ შესულა, თურმე, ომი იწყება, ფული უნდა შევინახოთო (ფული ჯანმრთელობის ხარჯზე იზოგება). ბევრი ალბათ ”პადვლებში” ისევ საკვებს იმარაგებს და ფულს მუთაქებში ტენიან ))) რაც ყველაზე საინტერესოა, ეს პანიკა არ მოქმედებს ოპოზიციაზე (საოცარი ხალხია რა, მაგრა მევასებიან), რომლებიც დღეს აცხადებდნენ გაზაფხულზე გადატრიალებას მოვახდენთო. ნუ თუ ომი იქნება, თავისთვად, გადატრიალდება საქართველო (სიტყვის პირდაპირი გაგებით) ესენი კიდევ დირიჟორებივით დადგებიან და აი, ნახეთ რა ვქენითო, ჩვენ ვქენითო. აუ ძაან მევასენბიან რა. დევიდ ბლეინის პაროდია გამახსენდა, ეშმაკის ბორბალი რომ ბრუნავს და ეგ კიდევ ხელბს აყოლებს, აი, მე ვატრიალებო ))) ხო, ბლეინს ცალკე პოსტი უნდა, რა თქმა უნდა. ისე, მთავრობაშიც მაგარი ხალხია რა, ეგენიც მაგრა მევასებიან. კრიზისი არ არის ჩვენთან, არ არისო. რა იქნება, 20 წელია ისედაც კრიზისია ქვეყანაში, ამის მეტი რაღა უნდა იყოს :ლოლ:
მოკლედ, ხალხ, პოლიტიკოსებს უსმინეთ მოცლილობის ჟამს, უკეთეს გასართობს ვერ ნახავთ, აი პრომის )))
Tags: ეკონომიკური კრიზისი, ეროტიკა, მთავრობა, მიშა, ომი, ოპოზიცია, პოლიტიკა, სააკაშვილი, საქრთველო, ძუძუები
უბრალოდ | piccolina |
February 24, 2009 6:08 pm |
Comments (6)