სუმბუქადა სჯობიაო
წინა თემები ცოტათი მძიმე იყო და გადავწყვიტე ცოტა შევამსუბუქო :) როგორც ერთი კაცი იტყოდა, სუმბუქადა სჯობიაო :)) ისტორია: ბებია რემონტს აკეთებდა და მუშისთვის სადილი გააკეთა. დაუდგა წინ ერთი სავსე თეფში, შემდეგ შეთავაზებაზე კიდევ დაამატა, მერე კიდევ… მოკლედ მუშამ 4 თეფში საჭმელი შეჭამა. ბებია ისევ სთავაზობს: დაგიმატებთო. მუშა: არა ქაბატო-ჯან, სუმბუქადა სჯობია :))) 1-2 დღის წინ [...]
ეს არ ხდება მარტო საქართველოში
არა, აქციაზე არ ვწერ, არ შეგეშინდეთ ))) ძალიან გვიყვარს ყველაფერზე თქმა, რომ ეს მხოლოდ საქართველოში ხდება. მითუმეტეს რემონტებზე. რემონტი მგონი ყველასთვის ძალიან მტკივნეული თემაა. იქ ვადა გაიწელება უსასრულოდ, იქ ზედმეტი ხარჯები ჩნდება, იქ უნიჭო მუშა შეგხვდება, ვიღაცა გადაგაგდებს, ვიღაცას ზომები შეეშლება და ნი ტო ავეჯს გამოგიგზავნის, ფერი იმისგან ბევრად განსხვავებულად დაჯდება, ვიდრე ელოდები და ასე. [...]
ყველაზე ტრუხა გასაუბრება
ამ ბოლო დროს ცოტა უმუშევარი ვარ და, ბუნებრივია, გავხდი ქართული დასაქმების საიტების ხშირი სტუმარი. CV-ს ვაგზავნიდი მხოლოდ ისეთ პოზიციებზე, რომელზე მუშაობასაც შევძლებდი და დამაკმაყოფილებდა. დამირეკეს საკმაოდ ბევრი კომპანიიდან. ერთის გარდა ყველადან სიტყვის უთქმელად წამოვედი, მორიდებული ექსქიუზით: ”გმადლობ, არაა საჩემო” … რაშია საქმე?
