სუმბუქადა სჯობიაო
წინა თემები ცოტათი მძიმე იყო და გადავწყვიტე ცოტა შევამსუბუქო :) როგორც ერთი კაცი იტყოდა, სუმბუქადა სჯობიაო :))
ისტორია:
ბებია რემონტს აკეთებდა და მუშისთვის სადილი გააკეთა. დაუდგა წინ ერთი სავსე თეფში, შემდეგ შეთავაზებაზე კიდევ დაამატა, მერე კიდევ… მოკლედ მუშამ 4 თეფში საჭმელი შეჭამა. ბებია ისევ სთავაზობს: დაგიმატებთო. მუშა: არა ქაბატო-ჯან, სუმბუქადა სჯობია :)))
1-2 დღის წინ სერვ.ჯი-მ უფასო ჰოსტინგი შემომთავაზა, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ. დომეინის აღებაზე დიდი ხანია ფეხს ვითრევ, ყოველთვის მენანება ის საცოდავი 30 ლარი, მაგრამ სერვ.ჯი-ს შემოთავაზებამ პატარა ტალჩოკი მომცა ამის გასაკეთებლად. ახლა 30 ლარის ქონას ველოდები და ეგაა :)) უკვე ისიც მოვიფიქრე, რა დომეინი მინდა :)
ამ დღეებში აღმოვაჩინე ისეთი გენიალური რამ, რასაც აუდიო წიგნი ეწოდება :))) აღფრთოვანებული ვარ :) უკანასკნელი 3 წლის მანძილზე მხატვრული ლიტერატურა თითქმის არ წამიკითხავს, თვალების პრობლემების გამო. კითხვისას ძალიან მტკივდება თვალებიც და თავიც და მთელი დღის მანძილზე ჩვეულებრივზე ბევრად უფრო დაბლარულად ვხედავ ყველაფერს (რის გამოც წიგნის კითვის პროცესიც დიდ დროზე იწელება) :/

გამოგიტყდებით, პაპსავიკობის ბრალია აუდიო ბუქების აღმოჩენა. თვაილაითის წაკითხვა მინდოდა, ნიკოლის ნათარგმნი ისე საინტერესოდ გამოიყურება, ვიფიქრე ორიგინალშიც არანაკლები იქნებათქო ხოდა დავიწყე ძებნა. ნაწერი ვერსია ვერა, მარა აუდიო ვერსია ვიპოვე. მოკლედ, გულმა ვერ გამიძლო და გადმოვწერე და ვარ ბედნიერი ამის გამო. წარმოიდგინეთ, რა მაგარია, მპ3-ში გადავიტანე ეს წიგნი და მთელი დღე ყურებში მაქვს. აქვს ძალიან დიდი პლიუსი: დრო ფაქტიურად არ გეკარგება :) მთელი დღე დავდივარ ქუჩაში, ვაკეთებ სახლში რაღაცეებს, თავს ვუვლი, ძილის წინას ვუსმენ, სიბნელეში… მოკლედ დაბეჭდ ვერსიაზე ბევრად მირჩევნია. მინუსი: მართლწერას ვერ აკვირდები და ცალკეული სიტყვების მნიშვნელობებს არ დასდევ.
ახლა მზად ვარ, მთელი ბიბლიოთეკა გადავიკითხო (თუ გადავისმინო) ასე და თუ გინდათ, მირჩიოთ კაი წიგნები, გისმენთ. უკეთესი იქნება ინგლისური სახელწოდება დამიწეროთ და უფრო მარტივად ვიპოვი :)

ხო, კიდევ თმა შევიღებე გუშინ (შეჭრა არ ვიკმარე). ოდნავ ღია ფერია, ზოგი ვერც ამჩნევს, რომ შევიღებე, მოკლედ, ამითაც კმაყოფილი ვარ :)) სურათის გადარება დამეზარა ოღონდ ცოტათი :)
ა, კიდევ უნივერსიტეტებისთვის აპლიკაციის შევსებას ვიწყებ და ძალიან ძალიან ვღელავ. “ამიყვანენ თუ არა” ნერვიულობები მაქვს.



