Posts tagged: მროველი

ჩქარა-ს რეჟიმში

აქ თუ ვინმე ხართ ბლოგის სისტემატიური მკითხველი, შეამჩნევდით, რომ უჩვეულოდ დიდხანს გავჩუმდი. ნუ, ეთ ლისთ, ამ ბოლო დროისთვის უჩვეულოდ დიდხანს მაინც :))) ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მომდევნო 1-2-3 კვირა სავარაუდოდ ასე იქნება, ანუ დავწერ მაშინ, როცა 2 წამს გამოვნახავ. სორი, გაიზ

ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე სამუშაოს გარდა მეგობრებსაც დავუთმე დრო და ძალიან ბედნიერი ვარ.

ჯერ 2 დღის წინ როკო მოვიდა (მაი ლავ <3 ). რა თქმა უნდა, ფანტაზიამ ხელი არ შეუშალა ტრადიციული საჩუქრის, კიარადა ძღვენის მორთმევაში :))) რომ მოვიდა, გვეუბნება, აბა, გამოიცანით, რა ტრადიციული საჩუქარი მოგიტანეთო. ჩვენ იასნა ვერ მივხვდით (აბა რას წარმოვიდგენდი როკო თუ მაგას იკადრებდა). მოკლედ, ქვემოთ ნანახი სურათებიდანაც მიხვდებით, ბანბანერკა და “პადზემკაში” ნაყიდი ჭურჭელი მოგვიტანა :))) თან დაგვარიგა, ჭურჭელი ერთჯერადი მოხმარებისააო :)))

აი, blogroll.ge-ს შემქმნელი თქვენ უსაქმური ხომ არ გგონიათ, საქმიანი კაცია, რაც სურათზეც თვალსაჩინოდ არის აღბეჭდილი:

ეს თვალები განათებაზე კი არ დაეხუჭა, პროსტო რა, ვაჟნი უჭირავს რა :))) მერე ასე მითხრა, შენო ზედმეტი მოგდის მაგ სურათების ჩხაკუნიო და ფოტოაპარატი ჩამომართვა :/

მარა არ ვწუწუნებ, ძაან საყვარელი სურათი გადაგვიღო მე და შოთას:

წასვლისას ჩემს პირად საბაჟოზე (გასასვლელში ყულაბა მიდევს, რომელშიც ყველა სტუმარი ფულს ყრის) პატიოსნად გადაიხადა გადასახადი და ასე წავიდა. იმედია, კიდევ მალე გვესტუმრება <3

როკომ წასვლამდე ჩემი ჰულაჰუპის დატრიალებაც სცადა. რამდენად გამოუვიდა, ეგ ცალკე საკითხია. ხო, ჰულაჰუპს რაც შეეხება, რამდენიმე დღის წინ ვიყიდე, რაღაც შიგნიდან გამობერილებიანი და საშინლად მტკენს და მალურჯებს :))) იმ გამყიდველმა კი მითხრა, თუ გაუვარჯიშებელი ხარ, გატკენსო, მაგრამ სხვა ფასებთან შედარებით ისეთი იაფი იყო, თავი ვერ შევიკავე და მაინც ეს ვიყიდე :)) არა, არ გეგონოთ, რომ დალურჯებების გამო ჰულაჰუპს აღარ ვატრიალებ. მაინც არ ვნებდები, შეჩვევის იმედით (თუმცა დოდკამ მითხრა, მე ვერ შევეჩვიეო :/ )

ხო, როკოს მერე დღეს გვყავდა ამ კვირის (?) მეორე სტუმარი – მროველი <3 მროველმა ღვინო მოგვიტანა და იიიიმხელა სიამოვნებით მივირთვით ჭამის მერე… მერე რა, რომ შესაფერისი ჭიქები არ გვაქვს :))

რა თქმა უნდა, ჩემს საბაჟოს ვერც მროველმა აარიდა თავი :)) პატიოსნად გადაიხადა და წავიდა მერე :)) ჩვენ კიდევ ზემოდან ვუყურებდით, როგორ მიდიოდა:

არ თქვათ, მე თვითონაც კარგად ვიცი, რომ არაჩვეულებრივად ჩანს :)))

ბოლოსთვის შემოვინახე სურათი განწყობისთვის :)) ასე ვიქცევით მე და შოთა, როდესაც გაცხარებულ მუშაობაში ვართ და ერთმანეთის კუწი პუწებისთვის არ გვცალია :))

ოღონდ, ეს მარტო მაშინ გამოდის, როცა შოთა ლეპტოპზე ზის და მე ამ მახინაზე, იმიტომ რომ შოთა მაუსზე ცაციაა და ასე ჯდომა, ხელის ჩასაკიდებლად კარგი განლაგებაა :))

გეცოდებოდეს მოყვასი შენი

პრობლემა, რომელსაც ჩვენი ვიდეო მორიგი პოსტი ეხება საკმაოდ ბევრჯერ მაქვს განხილული წინა პოსტებში. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც სხვის უბედურებას ხელსაყრელ მომენტად თვლიან თავის წარმოსაჩენად და ასეთი შემთხვევები თქავენც ბევრი გეცოდინებათ. პლიუს ადამიანები, რომლებიც იგივე მიზნით სიბრალულს გამოხატავენ სოციუმის გარკვეულ წარმომადგენლებიადმი (ზუსტად ამაზე მქონდა ლაპარაკი წინა პოსტებში).

მოკლედ, აგერ ვიდეო და ყველაფერს აქვე ნახავთ და გაიგებთ ;)

როლებში (მარცხნიდან):

პირველი = ყვავა, ავტორი ბლოგისა http://bigcrow.wordpress.com/

მეორე = მროველი, ავტორი ბლოგისა http://mrovelcheg.wordpress.com/

მესამე = პიკოლინა, ავტორი ამა ბლოგისა

დატკბით:

[vimeo 4798244]

ვიდეოს ლინკს იხილავთ აქ: http://www.vimeo.com/4798244

twitter people

ესეიგი, დიდი ხანია მინდა დავწერო ამის შესახებ, მარა ვერაფრით მოვიცალე მშვიდად რომ დავჯდარიყავი და დამეწერა smile.gif
ამ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ წავედით ნაყინის საჭმელად. ის რაც თავიდან იდეაში ბლოგერების შეკრება იყო, ახლა ტვიტერების შეკრებად იქცა biggrin.gif ხოდა მე მივხვდი: ძალიან მიყვარს ეს ხალხი! უბრალოდ ჯდომა და რაღაც იდიოტობებზე სიცილი ან ზოგადად საინტერესო თემებზე ლაპარაკი. მართლა ძალიან მიყვარს smile.gif როკო, ჯიბლა, ტოტო, დვორსკი, მროველი, აღარ ვლაპარაკობ დოდკაზე და მარიზე (ესენი ისედაც ძალიან მიყვარს) … მგონი არავინ გამომრჩა biggrin.gif მოკლედ, ძალიან მიყვარხართ people 2kiss.gif

WordPress Themes