Posts tagged: მიწვევა

25 დეკემბრის შობა

ბლოგინგს არაფერი ისე არ უხდება, როგორც ჩაი. თუ ჩაის ჭიქა ახალია, ბლოგვის სიამოვნება ორმაგდება <3

შობა ჩვენთან 7ში არისო ამბობენ (მიუხედავად იმისა, რომ 25სა დეკემბერსას მღერიან მაინც), მაგრამ ჩემთვის შობაც და ახალი წელიც მაშინ დგება, როდესაც ბევრ საჩუქარს ვიღებ. არ ვიცი, ვინმეს სჯერა რომ 7 და 14 დიდი დღეებია? მაინც 25 და 1ში ხდება ზარ-ზეიმი და ამბები, 7და 14 კი ისე ჩაივლის ხოლმე, რომ ეკლესიაში მყოფი ხალხის გარდა მგონი არც არავის ახსენდება…

ენივეი, წლევანდელ 25 დეკემბრის შობაზე მინდოდა მომეყოლა, ყველაზე განსხვავებულ შობაზე :)))

ნათიასთან შევიკრიბეთ წელს. საჩუქრები, ნამცხვარი, შოკოლადები, მარტინი, ჯონი ვოქერი, ჩილიმი და (რა თქმა უნდა) სიგარეტის ბევრი კვამლი :)) გაასწორა ძაან :)) მითუმეტეს, რომ საჩუქრები მივიღეთ ყველამ. თან ძალიან საშობაო განწყობა იყო, აი ისეთი, ფილმებში რომ არის, თბილი და ტკბილი, ბევრ მეგობართან ერთად :)))

მე მივიღე ჩაის ჭიქა (ნათიასგან), დათვი სანტა (მეორე ნათიასგან), საყურე და ყელსაბამი (ნატოშასგან) და კალენდარი (ზიკისგან) :))) სურათებიქვემოთ არის, აქვე:

ხო, კიდევ იყო სათამაშო ჩემთვის და შოთასთვის ნატოშასგან და გიოსგან, მარა ის შოთას დავუტოვე (გაერთოს უჩემობისას) და სურათიც არ მაქვს :))

მე გავაჩუქე ძირითადად საყურეები გოგოებისთვის და ყელზე ჩამოსაკიდები ზიკის და გიოს და ნათიას ვაჩუქე ნიღბები. სურათების დადება მეზარება ახლა და ჰენდმეიდებისთვის ცალკე ფეიჯს რომ გავაკეთებ, იქ დავყრი ;)

სასიამოვნო დამთხვევა იყო, რომ ჩემი და ნატოშას საჩუქრები, ორივე ჰენდ მეიდი იყო და გაცვლა გამოგვივიდა :))

მოკლედ, მაგარი საღამო იყო და სასიამოვნო დღემ შეცვალა ის.

შარშან, როდესაც ბლოგერები კაციშვილს არ ახსოვდა საქართველოში, პირველი მიწვევა მივიღეთ (როგორც ბლოგერებმა) ფორმულა კრეატივისგან, ფილმზე ”რაც ყველაზე ძალიან გიყვარს”. მაშინაც ვწერდი მგონი, ძალიან დიდი სიხარული იყო, თითქმის პირველი სიყვარულისავით, არასოდეს რომ არ დაგავიწყდება. წარმოიდგინეთ, მაშინ პირველად მოგვაქციეს ბლოგერებს ყურადღება. ხოდა წელსაც არ დაგვივიწყა ფორმულა კრეატივის ხალხმა და ბლოგერები მიიწვია. ხოდა ახლა ”რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2” რომ გადაიღეს იქაც მიგვიწვიეს. მართალია, ხაშზე გვეპატიჟებიან (დილის 12:30-ზე), მარა მაინც… სამაგიეროდ ჩემი კაციც მოდის

აი სადაც არ უნდა მიმიწვიონ, რამდენჯერაც არ უნდა მიმიწვიონ, ამათგან მაინც სულ სხვაა, ესენი ხომ პირველები იყვნენ, ვისაც გავახსენდით <3

მოკლედ, მეყო დორბლების ყრა, დროზე უნდა დავიძინო, თორემ ხვალ ხაშ-კინოზე დამაგვიანდება :)))

ხვალ ან ზეგ წერილობით მოგახსენებთ შთაბეჭდილებებს. ყოველ შემთხვევაში, შარშანდლის შემდეგ ნაკლებს არ ველოდები :))

უიუი, კინაღამ გამომრჩა, გუშინწინ სუშის გაკეთება ვცადე :))) კომბოსტოს ფურცლებში გავახვიე და მთელი ამბები ვუქენი, მარა ბანძი გამოვიდა :/ კომბოსტოს მოხარშვა დააკლდა და თევზიც ცოტა ჩავატენე :/ სამაგიეროდ შემდეგისთვის მეცოდინება, როგორ უნდა გავაკეთო. თან ვიდზე არ ეტყობა რომ უგემურია :)))

ხო, მართლა, შობაზე გამახსენდა, პოსტის დასასრულს გიტოვებთ ჯონ ლაჟუას საშობაო სიმღერას <3

WordPress Themes