Posts tagged: ლექციები

სქოლ’ქა ლეტ, სქოლ’ქა ზიმ

მგონი მეორე კვირაა, არაფერი დამიწერია, მარა მეპატიება :))

როგორც იქნა, მეღირსა და გუშინ ლეპტოპი ვიყიდე. ისეთი საყვარელია… აი, დაახლოებით ასეთი:

http://www.geeky-gadgets.com/wp-content/uploads/2009/08/dell-vostro-laptops_1.jpg

ყველაზე მეტად, მისი ფერი მომწონს <3

ხო, ლექციებს ვატარებ ისევ. ისეთი საყვარელი ბავშვები მყავს. მარტო ერთი ჯგუფია ისეთი პასიური, რომ სულ ქაჩვა უნდა, დანარჩენები კარგად აქტიურობენ. ზოგი ზედმეტადაც, მაგრამ ეგ არაფერი, მთავარი დარეგულირებაა :))) ძალიან მომწონს, რომ ყველაზე კარგად და ყურადღებით ისინი მისმენენ, ვინც კარგად ერკვევა ნეტში.

კიდევ მიხარია, რომ არც ერთი ბავშვი არ წამომხტომია ჯერ პრეტენზიებით, შენ მე რა უნდა მასწავლოო. არადა ჩემი თანამშრომლის შესვლა გააპროტესტა ერთმა, გვერდით მჯდომს გადაულაპარაკა, მე ჩემი საკუთარი ბლოგი მაქვს და ამან რა უნდა მასწავლოსო :)))

ხო, თანამშრომლებს რაც შეეხება, ძაან კაი ტიპები არიან. რამდენიმეს გამოკლებით, რა თქმა უნდა (აბა ყველა კარგი ხომ ვერ იქნება).

ვაიმე, ყველაზე მთავარი რაცაა – თარგმნა ჯერ კიდევ არ დამიმთავრებია :)) მომავალ 2 დღეში უნდა დავასრულო. ბოლო ორი კვირა ძაან ნელა ვაკეთებდი. ჯერ იყო და წინა ვიქ ენდზე ვიყავი ცუდად და ახლაც რაღაც მოვიწამლესავით, ორი დღეა, ცუდად ვარ…

მგონი სულ ეს იყო

იმედია, შემდეგ პოსტამდე ამხელა შუალედი არ გამომივა :))

სათაური და ხერხემლის პრობლემები

განწყობისთვის (დაპოსტვის მერე მომივიდა ამის დადების იდეა :) ):
pbf227-preserves

თუ სახურავის წარწერა ცუდად ჩანს: button will pop if seal is broken

საათი და რამდენიმე წუთია უკვე რაც ნიუ პოსტზე გადმოვედი და სათაური დავწერე და თითები არ მომყვება რომ რამე დავწერო. არადა მინდა თან, უბრალოდ არ ვიცი საიდან დავიწყო. რაზეც მინდა დაწერა, ჯობია იმაზე არ დავწერო, არ ღირს.

ორი დღის წინ სვითისთან და შპილერასთან ვიყავი სტუმრად ჩაიზე (ვი ლავ თი) და შპილერას იდეა მოუვიდა, მოდი პოკერი ვითამაშოთო და მასწავლეს თამაში და ძალიან მომეწონა, აღარ მინდოდა რომ დამთავრებულიყო თამაში. თან ყველაზე მეტი მოვიგე და გგგგჰ მიხაროდა ძაან )) მარა რაზეც არ უნდა გველაპარაკა და რაც არ უნდა გვეკეთებინა მარის ფიქრები მაინც ერთი თემის ირგვლივ ტრიალებდა: დანარჩენის წასაკითხად აქ დააწკაპუნე

WordPress Themes