2 თვიანი შესვენების შემდეგ
იდეაში ჯერ კიდევ 2 კვირის წინ უნდა დამთავრებულიყო ჩემი შესვენება, მაგრამ ვერაფრით ვერ ვაკლიკავდი ნიუ პოსტის ღილაკს. გამიტკბა დასვენება :)) შესვენების პერიოდში სამსახურიდან წამოვედი, გავისეირნე ბათუმში, შევცვალე ჰოსტინგი. ახლა ბევრ დროს ვუთმობ მეგობრებს. ველოდები მარის ჩამოსვლას და ვეძებ ბინებს მისთვის. ძირითად დროს ვატარებ კომპიუტერთან. ვსკროლავ ფეისბუქს, თვალს ვადევნებ სიახლეებს რიდერში (ანუ მთელს ბლოგოსფეროში), ვუყურებ [...]
ჩვენ ვხედავთ ზღვას
უკვე 2 კვირაა, რაც კვარიათიდან ჩამოვედით და უსინდისოდ ვინარჩუნებ დუმილის უფლებას. არადა რამდენჯერ რავდე პირობა, დავწერთქო. ხოდა დრო მოვიდა, შევასრულო. ეს სათაური შემთხვევით არ ქვია პოსტს. 3.5 დღე მხოლოდ ვხედავდთ ზღვას ფანჯრიდან და ვერ გავდიოდით. მხოლოდ ბოლო დღეს, წამოსვლამდე 2 საათით ადრე ჩავედი და ტალღებიან წყალში შევედი. აქედან გამოშვებული წყევლა იქაც მომწვდა და წყალმა ჩამითრია. [...]
გამარჯობა კვარიათიდან
ძალიან პატარა ვიდეო პოსტი ჩავწერე კვარიათიდან, სადაც ტარდება ქართული ბლოგინგის დღეები: ამ ამბავმა ცოტა უარყოფითი შეფასებაც მიიღო ზურასგან, თუმცა იმედი მაქვს, რომ მის ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და ამდენი უკმაყოფილება არ დარჩება… ვი ლავ იუ, ზურ
რამდენიმე მიზეზი, რატომაც არის ზაფხული ცუდი
ზაფხულის მოსვლა ყოველთვის მახარებს, ძირითადად იმიტომ, რომ ზღვა და ცურვა მახსენდეება ზაფხულზე და ვგრძნობდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან ახლოს იყო. ამ ბოლო დროს ზღვაზე წასვლას ვეღარ ვახერხებ ხშირად, ამიტომ ზაფხულის უარყოფითი მხარეების დანახვაც დავიწყე და დავასკვენი, რომ ზაფხული წელიწადის ყველაზე ცუდი სეზონია. მიზეზები: საშინლად მისივდება ხელები და ფეხები ვენები მებერება ხელის მტევნებზე და ფეხის ტერფებზე [...]
