ჩემი დატანჯული, დატანჯული ბლოგი
რაც პიკოლინა ჯიზე გადმოვედი ხო ვერა და ვერ მოვაბი თავი ბლოგის მიხედვას…
ჯერ კიდევ წორდპრესზე ვიყავი, ბლოგროლი რომ დამეკარგა და ჯერ კიდევ არ შემივსია ნორმალურად. ახლა კიდევ სათარგმნები რომ მაქვს, საერთოდ ვეღარ ვიცლი :))) ერთი ის ვქენი, რომ გუგლ რიდერში ისეთი ბლოგები ამოვშალე, რომლებიც აღარ ფუნქციონირებენ, ანუ ლინკების აქ გადმოტანას რომ დავაპირებ გადასახედი აღარ მექნება არაფერზე :))
თემა ხო ვერა და ვერ შევცვალე. რამდენი ხანია, ვწუწუნებ, არ მომწონს ეს თემა, რამე საჩემო მინდა, მარა მაგასაც ვერ მოვაბი თავი :// ლანდიშამ საიტებიც კი მომცა, სადაც თემების შოვნა შეიძლება, მარა ეგენიც ვერ გადავქექე :/ ნორმალური ვჯეტებიც კი არ მაქვს ჩასმული საიდბარში. მოკლედ, ეს ჩემი ბლოგი არაა, სანამ არ მივხედავ :)))
ამ ბოლო დროს რაღაცეებზე განსაკუთრებულად მეშლება ნერვები. მაგალითად:
- ფეისბუქზე 900ჯერ რომ გამოგიგზავნიან რაღაცის ფანი გახდიო, ან რაღამე მსგავსი და შენ რომ 900ჯერვე აიგნორებ და ისინი კიდევ დებილებივით, რომ ვერ ხვდებიან და ისევ გიგზავნიან :მად: რამდენიმე გამოვლანძღე მაგის გამო, ვინც განსაკუთრებით აქტიურობდა
- მერე კიდევ ბლოგროლში დამატება. ტვინს გამოგიღებენ, ბლოგროლში დამამატეო, როდესაც თვითონ ვაფშე არ აქვთ ბლოგროლი. ან კიდევ შენ გელოდებიან, როდის დაამატებ, რომ მერე თვითონაც დაგამატონ. ბლინ, არ ეზარებათ მაინც ყოველ საათში დარეფრეშება და შემოწმება, მოხვდნენ თუ არა ბლოგროლში?
- კიდევ რომ შემოდიან და თავიანთი ბლოგების ლინკებით გიტენიან კომენტარებს. პოსტს არც კი კითხულობენ და პირდაპირ გსპამავენ. დიდი ბედნიერებაა თუ ამას ბონუსად კომენტარიც მოყვა, წიპა “აქ შედით სუყველა, მაგარი პონტია” ან “აუ ჩემთან შემოდი და ნახე რა” :მად:

ძვირფასო მკითხველებო, თუ პოსტის მთლიანად წაკითხვა დაგეზარებათ, მოკლე შინაარსს მოგახსენებთ:
რა დღეში მაქვს ნერვები :ნწ ნწ ნწ:





