Posts tagged: გაშუქება

არჩევნები მომკლავს მე

ცოტა დაღლილი ვარ, მარა დარწმუნებული ვარ, ხვალ ბევრად უარესი მელის.

მოკლედ, IWPR-მა გადაწყვიტა პატარა ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და ახალი მედიის წარმომადგენლები ტრადიციული მედიის წარმოადგენლებთან ერთად გააშუქებენ (გავაშუქებთ) არჩევნების მიმდინარეობას. შესაბამისად, ყველაზე სწრაფად ინფორმაცია, იდეაში ამ მიზნით შექმნილ საიტზე დაიდება: http://geoelection.ge/ , რომელიც სულ ცოტა ხანში ამოქმედდება

რამე ინფოს მიღება თუ მოგინდებათ, შეხვალთ და ნახავთ, რა ხდება ამ დროს. თუმცა, სამუშაო საკმაოდ მძიმე შესასრულებელი იქნება. მთელი დღე გასულები უნდა ვიყოთ, სულ საარჩევნო უბნებზე. ჭამისთვის კი გამოვნახავთ დროს (სხვა თუ არაფერი, თან წავიღებთ), მარა დილის 7 საათიდან შუაღამემდე (სანამ ხმების დათვლა არ დასრულდება) გარეთ უნდა ვიყოთ, საარჩევნო უბნებზე და თვალები ფააართოდ უნდა გვქონდეს გახელილი და ცოტა არ იყოს, ძნელია

თუ რამე დარღვევა აღმოაჩინეთ, უბრალოდ დამირეკეთ, ან მომწერეთ ნომერზე: 899 20 18 55 . ეს ნომერი სხვებსაც შეგიძლიათ გაუზიაროთ და რაღაც ნი ტო-ს შემჩნევის შემთხვევაში უბრალოდ დამიკავშირდით ;)

ამის გარდა, ვინმე თუ ხართ/გყავთ კომისიის წევრი, ან დამკვირვებელი, ან რამე მსგავსი არჩევნებზე, იქნებ ისინიც დამიკავშირდეთ, ან თქვენი/მათი კოორდინატები მაინც მომცეთ, რომ დღის განმავლობაში დავუკავშირდე.

მოკლედ, წარმატება მისურვეთ

ჯეო სტარის სამარცხვინო კადრები

ალბათ ყველამ საკმაოდ ბევრი ვიცინეთ, ამას წინათ რ2-ზე რომ ჯეო სტარის შესარჩევი ტურის კადრები გავიდა. შესახედავად მართლაც სასაცილო იყო )))

http://kalmaxa.clan.su/SHOTA/geostar.jpg

მარა მეორე მხრიდან შევხედოთ აბა ამ ამბავს… მიდის ადამიანი ამ ჯეო სტარში, უნდა რომ გაიცნოს ხალხმა, უნდა რომ მისი “ნიჭი” დაფასდეს და ამ დროს მას მართლაც ჰგონია, რომ შეუძლია სიმღერა. ნუ არ ვიცი, ვიღაცამ გაამხნევა, შეგიძლიაო, ან არც არავის უთქვამს და თვითონ სჯერა. სმენა არ აქვს და ვერ ხვდება, რომ არ შეუძლია. და ეს ხალხი მას მთლიანად ხაზს უსვამს, ფაქტიურად პირდაპირ ეუბნებიან, არაფერი შეგიძლია, არაფერში გამოდგები, დაახვიე აქედანო, ხშირად ხმამაღლაც დასცინიან.

თითქოს ეს არ კმარა და ტელევიზიითაც აშუქებენ ამ ამბავს, რომ ყველამ კარგად დასცინოს ამ ხალხს, და საბოლოოდ, კარგად და საფუძვლიანად გაითელონ. ნუ კარგი, მაგაზე ვერ შეედავები, გეტყვიან შესარჩევი ტურის კადრებს ვაჩვენებთ ხალხსო. თუმცა, აქაც არ ვიცი, რომელიმე კონკურსანტი ოფიციალურად თანხმობაც აცხადებს, რომ მისი შესარჩევი ტური გააშუქონ? :სპყ:

http://www.advocacysouthwest.org.au/images/Clipart/Star---Smiling-3.gif

კარგი, დავანებოთ თავი გაშუქებას. სულ რომ არავინ იღებდეს მაგ პოცესს, მაინც არ აქვთ უფლება, ასე დასცინონ ხალხს. ეთიკის ამბავია უბრალოდ, რომ ადამიანურად უნდა დაელაპარაკო ნებისმიერ კონკურსანტს. ნებისმიერი არის პატივისცემის ღირსი. საბოლოოდ, ასეთი პასუხის შემდეგ, არც ერთ მათგანზე მეტი არ ხარ…

ის, რომ მთელი დღის, ან თუნდაც დღეების მანძილზე ბევრი უნიჭოს მოსმენა უწევთ, არც ისე კარგი გამართლებაა მათთვის. ხო, ძნელია მთელი დღე ვიღაცეებს უღიმო და ეფერო, მაგრამ დაჯმა ხომ არ არის სავალდებულო. უბრალოდ უთხარი, რომ არ გამოდგება და იქით მადლობა გადაუხადე, რომ დაგაფასა და მოვიდა. მე ხომ გამომდიოდა მთელი დღე ვიღაცეების ღიმილით სმენა და ფერება, მაგათ რატომ არ გამოუვათ ვითომ?

WordPress Themes