Posts tagged: ბლოგი

სურათი მოვიპარე, მაგრამ თქვენ ეს არ იცით

ხო, სათაურზე ბევრი ვიფიქრე და სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.

მოკლედ, რაზეა საუბარი. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრ ქართულ საიტზე და ბლოგზე ვხვდები ამ პრობლემას და ბოლოს გადავწყვიტე, დამეწერა. საუბარია სურათებზე საკუთარი საიტის ლინკის მიწერაზე. ანუ დაგუგლავენ რაღაც სურათს, დადებენ თავის ბლოგზე/საიტზე და ზედ აწერენ (სიტყვაზე) მაგარისაიტი.ჯი. აი სულ მინდება ვკითხო, შენ გადაიღე ეს სურათი?

დავიწყოთ იქიდან თუ რა არის ეთიკური ნორმები. მთელი წელი ვუჩიჩინებდი ბავშვებს, რომ რაღაც ინფორმაციას რომ აიღებენ საიდანმე, ქვეშ აუცილებლად ბმული უნდა მოაყოლონ, საიდან აიღეს. და ეს ჩვენი გამოცდილი, თითქოს საამაყო ბლოგერები/საიტის ადმინები დგანან და ნი ტო შტო ლინკი მოაყოლონ, საკუთარი საიტის სახელს აწერენ ზედ. ეს არის ვიღაცის საკუთრების მითვისება, თუმცა, რამდენადაც ინტერნეტში ყველაფერი ღია და დაუფარავია, ამეების მოპარვის გაკონტროლება საკმაოდ რთული საქმეა.

http://webpub.allegheny.edu/dept/psych/Pictures/Ethical.jpg

აი, მაგალითად დავდე სხვა საიტის სურათი, თუმცა ლინკის მითითება დამატებით არ მჭირდება, ზედ დაწკაპუნებით თავისთავად გადახვათ შესაბამის საიტზე

მარტივად რომ აგიხსნათ, წარმოიგინეთ, რომ გადაიღეთ აფეთქების სურათი, ძალიან ამაყობთ საკუთარი თავით და დადეთ სადღაც. მოდის ვიღაც (ზოგიერთო ბლოგერისა და საიტის ადმინის მსგავსი), იღებს ამ თქვენს საამაყო სურათს და დებს თავისთან. თქვენ გწყინთ, რომ უნამუსოდ მოიპარა და თქვენი საიტის მისამართიც კი არ მიაწერა ქვეშ, თუმცა ჯერ სად ხართ, ზედ სურათზე ამჩნევთ, რომ ბედნიერადაა მიწერილი სულ სხვა საიტის სახელი. როგორ შეიძლება, ბოღმამ არ დაგახრჩოთ ამ დროს :))

მოკლედ, თქვენ დებთ თქვენს მიერ გადაღებულ სურათს და სრული უფლება გაქვთ ზედ თქვენი საიტის მისამართი მიაწეროთ (როგორც, მაგალითად მე ვაკეთებ). ასევე შეგიძლიათ სხვა საიტიდან აიღოთ და თქვენთან დადოთ სურათი, მაგრამ არანაირი უფლება არ გაქვთ, იმ სურათს მიაჯღაბნოთ თქვენი საიტის/ბლოგის მისამართი.

იმედია, გასაგებად ავხსენი :))

რა კარგია .ge

2-3 დღეა, გლობალი არ მუშაობს. ხალხი ისეთი ტემპებით აგინებს მამიას, რომ მალე ამ უკანასკნელს ოჯახში მატება ექნება და/ძმის სახით.

მარა მაგ მამიასაც, ეტყობა, სიამოვნებს, რომ აგინებენ, თორე ხო იზამდა რამეს ხო?

ხვალ ლექცია მაქვს და წარმოდგენა არ მაქვს, რა თემასთან დაკავშირებით უნდა წავიკითხო ლექცია… უბრალოდ სილაბუსს ვერ ვნახულობ :/ უწყისები მაქვს შესაქმნელი და ვერც მაგას ვაკეთებ

ჩემი სამსახურის პროექტის პრეზენტაცია იყო დღეს, გვიან დავბრუნდი, მეთქი ახლა მაინც დამხვდება ნეტი და მოვამზადებ მასალას, მარა ჩემი ფეხები! მარტო ფორუმზე ვახერხებ შესვლას.

მერე გამახსენდა, რომ ჩემი ბლოგი ჯი დომეინზეა და ეროვნული ჰოსტინგით ვსარგებლობ. მოკლედ, ვცადე შემოსვლა და შემოვედი. რა ბედნიერებაა, ეს მაინც არ მღალატობს

ხოდა რახან პოსტია, პოსტი იყოს და იმასაც გეტყვით, რომ როგორც იქნა, ლინზები ვიყიდე და უკვე 3 დღეა ვხმარობ. რა კარგი რამე ყოფილა – სადაც არ უნდა გავიხედო, ვხედავ. თან ისე ვხედავ, თითქოს ჩემი თვალები იყოს, ჯანსაღი, 3-4 წლის წინ როგორიც იყო, როცა ნორმალური მხედველობა მქონდა. ნუ ამ ამბავს ერთი მინუსი კი აქვს – სათვალეს აღარ ვატარებ და ძალიან მაკლია თან. სახლიდან რომ გავდივარ სულ ვიღებ და ვიკეთებ და მერე მახსენდება, რომ ლინზები მაქვს :)

ხო, უნიქარდი ავიღე რამდენიმე დღის წინ. იდეაში კარგი რამეა, მაგრამ მაინც აქვს კაი მინუსი – იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც გამოყენებაა შესაძლებელი, ერთი შეხედვით კია დიდი, მაგრამ მაინც (რომ დაფიქრდე) საკმაოდ პატარა სიაა

მე და შოთა იოლის ჰამბურგერებს შევეჩვიეთ, ეს რამდენიმე დღეა და თან იმდენად შევეჩვიეთ, რომ 2 დღის წინ ღამის 1 საათზე წამოვხტით და გავვარდით საყიდლად. კიდევ კარგი, ქონდათ, თორე ჩემს წუწუნს რა აიტანდა მერე

აი ასე, უსურათო პოსტი რომაა მამიას ბრალია სულ :/

სათაურის მოფიქრების დრო არ მაქვს…

ხოდა გავაცილე ახლა ბარბი და სანამ სამუშაოს მივუბრუნდები, პოსტს დავწერ :)))

ხოოოოდა ბლოგის დიზაინი შევარჩიე საბოლოოდ მაგრამ რაღაცეების ჩასწორება მინდა და თან მგონი ნელა იტვირთება ძაან (ბტწ თქვენთანაც ასე ნელა იტვირთება ეს ბლოგი? )

თარგმანზე ისე ვარ გადაყოლილი, აღარც ბლოგი მახსოვს და აღარც სახლის დალაგება :/ ხანდახან ფეისბუქს ვეპარები, მარა მერე დამნაშავედ ვგრძნობ თავს, ასე მგონია რომ რაღაც მოვიპარე (დრო (?) )

გუშინ კინოში ვიყავით მე და შოთა (ნუ შოთას დამ დაგვპატიჟა). რა თქმა უნდა, ავატარი ვნახეთ.

http://blaberize.com/wp-content/uploads/2009/11/Avatar-Movie-wallpaper.png

სიმართლე რომ ვთქვა, მაგ ფილმზე წასვლის სურვილი არ მკლავდა, მაგრამ სიყვარული რას არ გაგაკეთებინებს :)) საბოლოოდ უკმაყოფილო არ დავრჩი მაინც. ანუ ძალიან ლამაზი იყო ფილმი. გული დამწყდა, რომ ეკრანიდან რაღაცეები არ გამოხტა, ანუ 3დ ეფექტები მთლად მასეთი არ იყო, მარა ლამაზი იყო და ვსო. შინაარსზე რა ვთქვა… ყელში ამოვიდა ეს ჰოლივუდის გიროები, რომლებიც ყველაზე კაი როჟები ხდებიან და ყველაფერს ახერხებენ. არ შეიძლება, რომ ეს მთავარი გმირი ჩაძაღლდეს და შეეწიროს ამ თავის კაი ტიპობას? მარა არა ნუ. და ეს 3 საათი იქ ჯდომა რა უბედურებაა, შევღონდი, (უკაცრავად და) საჯდომი დამეღალა და კიდევ ის გასაწმენდმა სათვალემ გამაბრაზა, დავჯექი და ჩემით ვწმინდე მერე

უიუი კინაღამ დამავიწყდა, ფილმის მთავარი პლიუსი – ჯოვანი რიბიზი. ძაან მევასება ეგ კაცი <3

http://www.glamourvanity.com/images/sigourney-weaver-giovanni-ribisi-avatar.jpg

http://mimg.ugo.com/200912/12422/cuts/ribisi-avatar2_288x288.jpg

ალისა საოცრებათა ქვეყანაში რომ გამოვა იქაც მინდა რომ წავიდე, ავატარის დაწყებამდე რაღაც რეკლამა გავიდა თუ რაღაც და 3დ ეფექტებმა მომხიბლა, ის კატა რომ გამოვიდა და თვალებში ჩამხედა :))) ბრრრ

ხოოოოოთჰა გავიქეცი ახლა, იმდენი საქმეა კიდევ გასაკეთებელი…

ჩემი დატანჯული, დატანჯული ბლოგი

რაც პიკოლინა ჯიზე გადმოვედი ხო ვერა და ვერ მოვაბი თავი ბლოგის მიხედვას…

ჯერ კიდევ წორდპრესზე ვიყავი, ბლოგროლი რომ დამეკარგა და ჯერ კიდევ არ შემივსია ნორმალურად. ახლა კიდევ სათარგმნები რომ მაქვს, საერთოდ ვეღარ ვიცლი :))) ერთი ის ვქენი, რომ გუგლ რიდერში ისეთი ბლოგები ამოვშალე, რომლებიც აღარ ფუნქციონირებენ, ანუ ლინკების აქ გადმოტანას რომ დავაპირებ გადასახედი აღარ მექნება არაფერზე :))

თემა ხო ვერა და ვერ შევცვალე. რამდენი ხანია, ვწუწუნებ, არ მომწონს ეს თემა, რამე საჩემო მინდა, მარა მაგასაც ვერ მოვაბი თავი :// ლანდიშამ საიტებიც კი მომცა, სადაც თემების შოვნა შეიძლება, მარა ეგენიც ვერ გადავქექე :/ ნორმალური ვჯეტებიც კი არ მაქვს ჩასმული საიდბარში. მოკლედ, ეს ჩემი ბლოგი არაა, სანამ არ მივხედავ :)))

ამ ბოლო დროს რაღაცეებზე განსაკუთრებულად მეშლება ნერვები. მაგალითად:

  1. ფეისბუქზე 900ჯერ რომ გამოგიგზავნიან რაღაცის ფანი გახდიო, ან რაღამე მსგავსი და შენ რომ 900ჯერვე აიგნორებ და ისინი კიდევ დებილებივით, რომ ვერ ხვდებიან და ისევ გიგზავნიან :მად: რამდენიმე გამოვლანძღე მაგის გამო, ვინც განსაკუთრებით აქტიურობდა
  2. http://s3.amazonaws.com/theoatmeal-img/comics/facebook_suck/marketer.png

  3. მერე კიდევ ბლოგროლში დამატება. ტვინს გამოგიღებენ, ბლოგროლში დამამატეო, როდესაც თვითონ ვაფშე არ აქვთ ბლოგროლი. ან კიდევ შენ გელოდებიან, როდის დაამატებ, რომ მერე თვითონაც დაგამატონ. ბლინ, არ ეზარებათ მაინც ყოველ საათში დარეფრეშება და შემოწმება, მოხვდნენ თუ არა ბლოგროლში?
  4. კიდევ რომ შემოდიან და თავიანთი ბლოგების ლინკებით გიტენიან კომენტარებს. პოსტს არც კი კითხულობენ და პირდაპირ გსპამავენ. დიდი ბედნიერებაა თუ ამას ბონუსად კომენტარიც მოყვა, წიპა “აქ შედით სუყველა, მაგარი პონტია” ან “აუ ჩემთან შემოდი და ნახე რა” :მად:

ძვირფასო მკითხველებო, თუ პოსტის მთლიანად წაკითხვა დაგეზარებათ, მოკლე შინაარსს მოგახსენებთ:

რა დღეში მაქვს ნერვები :ნწ ნწ ნწ:

http://sixthman.net/blog/wp-content/uploads/2008/11/crazy-white-640_0.jpg

http://www.pjlighthouse.com/wp-content/uploads/2007/06/funny-quotes-who-says-nothing-is-impossible.jpg

ცხელი ამბები კულისებიდან

ნიჭიერის ბლოგერად რომ ამიყვანეს ეგ ხომ გახარეთ უკვე. ხოდა დღეს დაგვირეკეს და მობრძანდითო, ხოდა მივბრძანდით ჩვენც. მე და თინი იასნა ფოტოაპარატებით ვიყავით შეიარაღებულები და რამდენიმე სურათიც გადავიღეთ იქაურ სამუშაო გარემოში. ფაქტიურად “ადგილობრივებს” ფოტოაპარატებით დავესხით თავს

კედლებზე და იმ შუა დაფაზე სულ ნიჭიერების სურათები და რაღაცეები იყო გაკრული. კედელზე კიდევ რაღაც ჩასადებები იყო, რომლებშიც ნიჭიერების აპლიკაციები იყო. ბექა და თინი ძალიან დიდი ინტერესით გაეცნენ თითოეულს :))) მე თათუკას მონაყოლით დავკმაყოფილდი.

ხო, თათუკა იქაური თანამშრომელია, რომელმაც სამუშაო პროცესი აღგვიწერა და საინტერესო რაღაცეებს გვიყვებოდა. მოკლედ, ჩვენი მეგზური იყო.

მერე დოდკაც მოვიდა, რაღაცეები დოდიმაც აგვიხსნა

მერე წამყვანებზეც შეგვახედეს (ვანიკო თარხნიშვილი და თიკა ფაცაცია) :)))

ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა რა ხდებოდა მსგავს პროექტებში კულისებს მიღმა. ანუ ჩვენ რომ კვირაში ერთხელ რაღაცას ვნახულობდით, მთელი ის ერთი კვირა ვიღაც ხო მუშაობს რაღაცაზე, ამზადებს რაღაცეებს. ხოდა, მოკლედ, მომეცა საშუალება ცოტაზე დავკვირვებოდი :))

ვითონ სამუშაო (როგორც სამუშაოების უმრავლესობა) დამღლელი. სამუშაო გარემო კიდევ (ერთი შეხედვით) ძალიან სასიამოვნო არის. ნუ ეთ ლისთ მოწევა მოჟნა და ყავა და ჩაიც იქვეა :)) მეტი რა უნდა უნდოდეს მომუშავე ადამიანს თავის ცოტა უკეთ საგრძნობად :))

იქ ხმის ჩაწერაზეც დავესწარით. ვანიკო და თიკა ჯერ რეპეტიციობდნენ და მერე იქ, იმ რაღაც ჩუმ ოთახში შევიდნენ, სადაც ყველაფერი მოგუდულად ისმის და (მგონი რომ) ჩამწერი სტუდია თუ რაღაც ქვია.. მოკლედ, როგორც არის. იქაც გვქონდა საშუალება სამუშაოზე დაკვირვების.

აი ამას არ გაგიმხელთ, ვის ეკუთვნის :))) მარა თვითონ ალბათ იცნობს, თუ ნახავს :))

მოკლედ, ემოციებიანი დღე და სურათებიანი პოსტი გამოვიდა :)))

პატარა ამბები ჩვენი ცხოვრებიდან

რომ ვწერ “ჩვენი ცხოვრებიდან” სულ გული მიფანცქალებს. ახლა უკვე ხშირად ვხმარობ სიტყვას “ჩვენ” და ძაან მომწონს. მაგალითად, ჩვენ ვჭამეთ, ჩვენ გვეძინა, ჩვენ მოვწიეთ… უკვე ბევრ რაღაცას შოთასთან ერთად ვაკეთებ ვიდრე მარტო ან ვინმე სხვასთან ერთად :))

ხო, პირველ რიგში რისი თქმა მინდოდა: იეეეეეეეეეეეეე გავიმარჯვე :)) ნიჭიერის ბლოგერი ვარ უკვე :)) დილას სახლიდან რომ გავედი კომპთან აღარც მივსულვარ. ჩემს დეიდაშვილს გავუარე, ბავშვები ვნახე (მენატრებოდნენ) და უცებ მირეკავს შოთა:

- გილოცავ! მე ვიცოდი რომ გაიმარჯვებდი, მე მჯეროდა შენი…

ძაან დავიბენი, მეთქი რ გავიმარჯვე, სად გავიმარჯვე… ისიც კი ვიფიქრე ჩემს კულინარიულ შესაძლებლობებს ახლა უკვე ასე უცნაურად დასცინისთქო :)) არადა როგორ ველოდებოდი ამ დღეს, როგორ მინდოდა ნიჭიერის ბლოგერობა <3

3 ბლოგერი აირჩიეს. ერთი უკვე გითხარით, რომ მე. დანარჩენი ორი ბექა და თინი არიან. გინდათ სიმართლე ვთქვა? ბექას საკონკურსო პოსტი არ მქონდა წაკითხული, მაგრამ თინისი რომ წავიკითხე, ეგრევე ვიფიქრე, ნამდვილად გავათქო. შოთასაც ვუთხარი, ეჭვი არ მეპარება, თინი გაიმარჯვებსთქო :)))

აი ჩემ თავზე კი არ ვიყავი ეგეთი დარწმუნებული. ძალიან მინდოდა, მაგრამ არ ვფიქრობდი, რომ ნამდვილად გავიდოდი (ძაან თავმდაბალი ვარ ხო? ). ხოდა აღმოჩნდა, რომ ტყუილად ვღელავდი :))

დანარჩენს რაც შეეხება:

  • წინა პოსტში დავწერე, გინეკოლოგთან რომ ვიყავი. ხოდა იმან რაღაც ვიტამინები მომცა. კარგია, დალიეო. მეც დავუჯერე და ვსვამ. მარა როგორ მაშიებს იცით? ააააი სულ მშია, სულ! ჭამამდეც მშია და ჭამის მერეც :)) შუაღამისას, დილაუთენია, სულ, სულ, სულ!!! აღარ შემიძლია უკვე :/ 2 ტონა გავხდები მალე ასეთი ტემპებით :))) თან შოთასთან რომ ვწუწუნებ, მშიათქო, ეგრევე მეუბნება, გინდა რამე გაგიკეთოო? :))) კარგი ქმარი ხანდახან მინუსიცაა – ასუქებს :)))
  • ამ დღეებში ჩვენი “კალიცოები” იქნება მზად. სურათს დავდებ, როცა იქნება. აუ როგორ მაინტერესებს იცით? ხო ჩემი სურვილით ავარჩიე ფერიც, ფორმა და ყველაფერი, მაგრამ საბოლოო შედეგი, ვიცი, მაინც სხვანაირი იქნება და ძალიან მინდა, გაამართლოს მოლოდინები :))
  • გუშინ რეზო (7ს გესტი) მოვიდა, ჩემი პორტრეტი მომიტანა (ადრეც დავწერე ამაზე: http://piccolina.ge/chemi-pirtreti/). ცოლთან ერთად იყო, მაგრა მომწონს ეგ გოგო, ძალიან ლამაზია და ძალიან კარგად იცის ქართული. მოკლედ, დამიტოვეს ეს ჩემი პორტრეტი და წავიდნენ. აუ რა სტრანნია იცით? კედელზე კიდია და აი მე ვარ, ცოცხალ მე-ს გავს. მიყურებს იქიდან და მიცინის :)) შოთა ვაფშე მაგარ პონტშია, ორი პიკო ყავს სახლში :)) ტო ესტ, ერთი ყავს და მეორე აქვს :))

პიკოლინაpiccolina

  • ბლოგზე რაღაცეები მაქვს გასასწორებელ-დასაყენებელი. იდეაში ეს თემა, ახლა რომ აყენია ძალიან დროებითი უნდა ყოფილიყო, მაგრამ დანარჩენ რაღაცეებს ვერ მოვაბი თავი, რომ თემისთვისაც მიმეხედა :)))  არადა მთლიანად გასამართია ბლოგი :))) ჯი დომეინიან-საკუთარ ჰოსტინგიანო ბლოგერებო, მეწვიეთ სახლში, ჩაის დაგალევინებთ და ჩემს ბლოგს გაგამართინებთ :)))

ხო, ახლა გავიქეცი, თორემ რაღაც სათარგმნები მაქვს და მერე კინოს უნდა ვუყუროთ <3

ახალი საყვარელი კომიკოსი – ვიდეო პოსტი

ხოდააა წერა მეზარება ახლა და გთავაზობთ ვიდეო პოსტს (საუბრები არ ვიცით რაზედ). მამენტ, წერა რომ მეზარება, მაგას ვიდეოშიც ვამბობ.

მოკლედ, უყურეთ ამ 2 წუთიან ვიდეოს და დატკბით (თუ რამეა აქ დასატკბობი):

აი, ქალი, რომელზეც ვსაუბრობდი. მისი სახელია Ellen DeGeneres (ჰომოსექსუალი, რამდენადაც ვიცი, მაგრამ თან ძალიან ქალური ლესბოსელია ვიდზე), ყველა ვიდეოს იპოვით აქ : http://www.youtube.com/user/EllenDegeneres4life#p/u

გასახურებლად იმ ნაწილებიანი გამოსვლის ვიდეოს დავდებ, რომელზეც პოსტში ვსაუბრობდი და დანარჩენებს თვითონაც ნახავთ მამენტ :

ამით მართლა უნდა დატკბეთ :)))

ცვლილებები და ახალი წელი

როდესაც ჩემ ცხოვრებაში ცოტა დიდი ცვლილება ხდება, ბლოგზე პოსტვას თავს ვეღარ ვაბამ :)) მაგალითად, შოთას რომ შევხვდი, კარგა ხანს ვერ ვპოსტავდი :))

ახლაც ასეა, გადმოვბარგდი ჯი დომენზე და პოსტვაც შევაცოტავესავით.

მოკლედ, ხვალ უკვე ახალი წელი მოდის. ცოტა გვიან კი გამომდის, მაგრამ მინდოდა მკითხველისთვის საახალწლო დეკორაციების შესახებ მიმეწოდებინა მცირე ინფორმაცია. მოკლედ, მთავარია მცირე ფანტაზია. დანარჩენს კი ახლავე გეტყვით.

თქვენ დაგჭირდებათ თიხა (რომელიც შეფუთული იყიდება ბაზრობაზე). თუ თიხა არ გაქვთ, გამოიყენეთ ცომი, ანუ 1ჭიქა ფქვილი, +1ჭიქა მარილი (თანაბარი რაოდენობის უნდა იყოს ფქვილი და მარილი) და წყალი იმ რაოდენობით, რომ მასა პლასტელინს დაემსგავსოს. მერე შედებთ აირ ღუმელში და გამოაშრობთ (კარგად რომ გახმება მერე გამოიღებთ) და შეღებავთ. თიხას უბრალოდ დააცდით რომ გაშრეს და მერე შეღებავთ.

შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი რამ – ნაძვის ხე, თოვლის ბაბუა, ვარსკვლავი… აი ჩემი ნახელავები:

ამის გარდა შეგიძლიათ ფანჯარაზე ან სარკეზე რაღაცეები დაახატოთ გუშით ან შუშის საღებავებით. ესეც თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული ;)

ამ წლის შეჯამებას არ გავაკეთებ

ხო, კიდევ გეგმაში მქონდა, რომ ”რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2”-ზე დავწერდი რაღაცას, მაგრამ ფორმულა კრეატივზე ისე გავბრაზდი რომ მივედი… შარშან ხომ დაგვპატიჟეს პრემიერის მეორე დღესვე, კარგ ადგილებზე დაგვსვეს და ა.შ. წელს ჯერ ერთი 1 საათზე მიგვიწვიეს, მერე მხოლოდ მეორე და მეხუთე რიგები დაგვითმეს (კისერი მომტყდა). მაგას ჯობდა საერთოდ არ მივეწვიეთ. რაღაცას რომ აკეთებ ნორმალურად მაინც გააკეთე რა… მოკლედ, უკმაყოფილო ვარ

თვითონ ფილმს რაც შეეხება, ბედის ირონიის ყურებას კი ჯობია. მეტს არაფერს არ ვამბობ.

ხოოოდა ძვირფასო მკითხველებო, წინასწარ გილოცავთ ახალ წელს და მთელი დანარჩენი ბლა ბლა :))) წარმატებები, მოკლედ. მომავალ წლამდე გემშვიდობებით :)))

ყველა ბლოგერის საყურადღებოდ!!!

ამას წინათ გარკვეული მიზეზების გამო დავკარგე მთელი ჩემი ბლოგროლი

ამიტომ ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება, რომ ქვემოთ, კომენტარებში დამიეროთ თქვენი ბლოგის ლინკები და (ბლოგის) სახელები და მერე ბარემ ცალკე ფეიჯადაც გავიტან რომ არ დავკარგო ისევ :)))

ხო, პოსტი რომ ძალიან მოსაწყენი არ იყოს, მცირე სიახლეების შესახებაც დავწერ :))) ცოტა მოპირადო პოსტი იქნება რა ;)

მართალი რომ გითხრათ რა სიახლე უნდა დავწერო არ ვიცი, შეყვარებული რომ ვარ სულ ასე დაბნეულად ვწერ :))) არ ვიცი ხოლმე რა უნდა დავწერო :))) ამას წინათ ერთად ყოფნის 3 თვე შეგვისრულდა მე და შოთას. ხო, ბევრი არ არის, მაგრამ ორივეს მოკლე ვადიანი ურთიერთობების ისტორია გვაქვს და ყოველი ახალი თვის დასაწყისში “ვაა, ისევ ერთად ვართ” ტიპის კომენტარებს ვაკეთებთ :))) ცოტაა 3 თვე, მაგრამ უახლოეს მომავალში დაშორებას არ ვაპირებ, ნამეტანი კარგად ვარ ახლა და ვფიქრობ, რომ ჩემი ყველაზე გრძელ ვადიანი ურთიერთობა იქნება (ტფუ ტფუ ტფუ :ხეზე კაკუნის სმაილიკი:). ნუ ის კი არ არის, რომ არ მინდა რომ დამშორდეს ან მეშინია ან რაღაც… მე თვითონაც არ მინდა, რომ გრძნობა შემეცვალოს, ანუ კარგად ვარ ასე რა :)))

ამ… ძაან დაბნეულად ვწერ ხო? :)))

კაიჰ, წავედი, ველოდები თქვენს ლინკებს :*

პ.ს. დღეს სახლში ტაქსით ვბრუნდებოდი და რაცია რომ აქვთ, ისეთი იყო. ხოდა ისმის ხმა:

- ბავშვს მიმიხედეთ, არ გამიოთ.

მეორე ტაქსისტის გამოხმაურება:

- არა, როგორ გეკადრება, მივხედავთ.

ჩემი ტაქსისტი მეუბნება:

- სარძლოდ უნდა ის გოგო და უვლისო :))))

გეცოდებოდეს მოყვასი შენი

პრობლემა, რომელსაც ჩვენი ვიდეო მორიგი პოსტი ეხება საკმაოდ ბევრჯერ მაქვს განხილული წინა პოსტებში. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც სხვის უბედურებას ხელსაყრელ მომენტად თვლიან თავის წარმოსაჩენად და ასეთი შემთხვევები თქავენც ბევრი გეცოდინებათ. პლიუს ადამიანები, რომლებიც იგივე მიზნით სიბრალულს გამოხატავენ სოციუმის გარკვეულ წარმომადგენლებიადმი (ზუსტად ამაზე მქონდა ლაპარაკი წინა პოსტებში).

მოკლედ, აგერ ვიდეო და ყველაფერს აქვე ნახავთ და გაიგებთ ;)

როლებში (მარცხნიდან):

პირველი = ყვავა, ავტორი ბლოგისა http://bigcrow.wordpress.com/

მეორე = მროველი, ავტორი ბლოგისა http://mrovelcheg.wordpress.com/

მესამე = პიკოლინა, ავტორი ამა ბლოგისა

დატკბით:

[vimeo 4798244]

ვიდეოს ლინკს იხილავთ აქ: http://www.vimeo.com/4798244

WordPress Themes