Posts tagged: ბლიად

"შენგან მხოლოდ მენაგვე დადგება"

პოსტი ეხება ისევ მდგომარეობას ოჯახებში. კერძოდ მშობლის და შვილის ურთიერთობას. ოღონდ ამჯერად ფიზიკური ძალადობა პროგრამიდან ამოღებულია )))

http://www.epsychology.my/wp-content/uploads/2009/01/discipline-dilemma.jpg

ძალიან ბევრი მშობლისთვის არსებობს რაღაც მეთოდი, რომლითაც უბიძგებს შვილს რომ რაღაც გააკეთოს. მაგალითად იმეცადინოს, ივარჯიშოს… ნუ მსაგავსი რაღაცეები. აღმოჩნდა… აღმოჩნდა კი არა, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე თქვენგანის ოჯახშიც მოხდებოდა მსგავსი ფაქტი, ანუ მშობელი შვილს “ემუქრება” რომ შენგან არაფერი არ გამოვა და მენაგვის მეტი ვერაფერი დადგები და ბლა ბლა. და ეს სამომავლო მუქარის (თუ რა ქვია ამას) მეთოდი ჰგონიათ ძალიან გამართლებულად.

გააგრძელე კითხვა აქ ===>>

ყველაზე ტრუხა გასაუბრება

http://farm4.static.flickr.com/3147/2765642306_fb64f6c3d7_o.jpg

ამ ბოლო დროს ცოტა უმუშევარი ვარ და, ბუნებრივია, გავხდი ქართული დასაქმების საიტების ხშირი სტუმარი. CV-ს ვაგზავნიდი მხოლოდ ისეთ პოზიციებზე, რომელზე მუშაობასაც შევძლებდი და დამაკმაყოფილებდა. დამირეკეს საკმაოდ ბევრი კომპანიიდან. ერთის გარდა ყველადან სიტყვის უთქმელად წამოვედი, მორიდებული ექსქიუზით: ”გმადლობ, არაა საჩემო” …

რაშია საქმე?

განაგრძე კითხვა, ეს გამოგადგება

დვორსკის პოსტით შთაგონებული პოსტი

მოკლედ, ამას წინათ დვორსკის ბლოგს ვკითხულობდი და იქ ერთ ტოპიკს, წავაწყდი, რომელმაც ამ პოსტის შექმნა შთამაგონა biggrin.gif მოკლედ, პოსტში საუბარი იყო ადამიანის კარგ-ცუდობაზე, ანუ მის კარგ და “ბნელ” მხარეებზე”….
ახლა რა ხდება… ყველა ადამიანის ცხოვრებაში არიან კარგი და ცუდი ადამიანები. ზოგი კარგია იმიტომ რომ ლამაზია, კეთილი, თბილი და ბლა ბლა, ზოგი კიდევ ცუდია იმიტომ რომ ბოროტია, სწერვობს, არ ევასება სხვები და კიდევ ათასი ბლა ვლა….
რატომღაც ეს საკითხი ბავშვობიდან მაწუხებდა და ვფიქრობდი ამაზე. ანუ რა განსაზღვრავს ადამიანის “ავ-კარგიანობას”? ვთქვათ, გავიცანი ვინმე ამხანაგი ჭ, რომელიც მაინცდამაინც არ მომეწონა, მოკლედ, ვამბობ რომ ცუდი ტიპია ეს ჭ, მაგრამ ჩემ მეზობელ ჟორას ძალიანაც მოეწონა ეს ამხანაგი ჭ. ხოდა რა ხდება სინამდვილეში, ეს ჭ ისეთი ცუდი როჟაა რომ ჩემი მეზობელი ჟორა დააბოლა და კაი ტიპად მოაჩვენა თავი, კარგი ტიპია და მე ვცდები თუ უბრალოდ სხვადასხვა მხრიდან ვხედავთ მე და ჟორა ჭ-ს?
ხოდა (ვიმეორებ ბავშვობაში) ამაზე რომ ვიფიქრე მივხვდი, რომ არსებობს 2 ვარიანტი, ან ერთ ადამიანს შეიძლება შეხედო სხვადასხვა მხრიდან და იმის მიხედვით შეაფასო, კარგია ის თუ ცუდი, ან ერთი მხრიდან შეხედო, მაგრამ იმის მიხედვით თუ როგორ მოახერხებ მისი ღირებულებების გაგებას (თუ როგორც ქვია) დაადგინო, კარგია ეს ადამიანი თუ ცუდი. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მე და ჭორა ჭ-ს ვუყურებდით სხვადასხვა მხრიდან, ანუ მე ცუდიდან და ჟორა კარგიდან და ამის მიხედვით მოხდა მის კარგ ან ცუს ადამიანად შეფასება. და მეორე ვარიანტში, ის თვისება, რის გამოც ჩემთვის ჭ ცუდი გამოდგა, ჟორას სულ ჰკიდია, ანუ ინდიფერენტულია იმ თვისებისადმი, ან მეტიც, მოსწონს ეს თვისება და ამიტომ მისთვის ჭ კაი ტიპია.
საბოლოო ჯამში ორივე ვარიანტი ფაქტიურად მაინც ერთადმდე დადის, ანუ სხვა ადამიანების ღირებულებების შეფასებამდე smile.gif ტო ესტ გაგებამდე
ანუ მაგალითად ჭ თუ არ იღიმება (რამაც გამოიწვია ჩემი მისდამი ანტიპატია) მას საამისოდ მიზეზი აქვს და ეს არ არის მაგალითად just სნობობა ან ზემოდან ყურება ან ათასი თვისება რაც მე მას მივაწერე… ანუ ობიექტური მიზეზი არსებობს, რის გამოც ასე იქცევა, და მამენტ მე რომ მის ადგილას იყო, მეც მასე მოვიქცეოდი. თავისთვის ჭ ყველა ვარიანტში კაი ტიპია, ანუ რასაც აკეთეთებს იმიტომ არ აკეთებს რომ მაინცდამაინც ცუდის გაკეთება უნდა, უბრალოდ თავისთვის კარგს აკეთებს და სხვის დაზიანებას ან გაღიზიანებას შეიძლება არც კი ფიქრობს.
შეიძლება ცოტა იჩეზურად დავწერე (როგორც ერთი ჩემი ნაცნობი იტყოდა) მაგრამ მთავარი სათქელი ის იყო, რომ კარგი ან ცუდი ადამიანები არ არსებობენ, არსებობს მხარე, რომლიდანაც უყურებ ან ლოგიკა, რომლითაც განსჯი

ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გასაგებად დავწერე givi.gif

WordPress Themes