Posts tagged: ახალი წელი

getting married…

ზუსტად არ ვიცი, როგორ უნდა დავიწყო ეს პოსტი, მაგრამ როგორმე ხო უნდა დავიწყო :)))

ერთი წლის წინ რომ ეთქვათ ჩემთვის, მომავალ წელს გათხოვდებიო, ძალიან, ძალიან მაგრად დავცინებდი :))) მე ხომ (თითქმის) ბავშვობიდან ვამბობ, რომ ცხოვრებაში არასოდეს არ გავთხოვდები. ნუ, ეთ ლისთ 30 წლამდე მაინც არა. არადა 2010 წლის გეგმები ჯერ ჩამოწერილი არ მქონდა, რომ მათში უკვე გათხოვება შევიდა :))

დიახ, მეგობრებო, მიუხედავად ჩემი შეხედულებებისა, მიუხედავად შოთას შეხედულებებისა, ჩვენ ვქორწინდებით :))

ხო, მართალია, 4 თვიანი ურთიერთობა ამ გადაწყვეტილების მისაღებად ცოტაა (ალბათ). ყოველ შემთხვევაში, როდესაც სხვებს ეხებოდა საქმე, ასე მეგონა :)) ხოდა მერე ვიფიქრეთ, წყვილად ვიქნებით თუ სინგლად არ აქვს მნიშვნელობა. ანუ შეიძლება ხუთი წლის შემდეგ დავქორწინდეთ და 1 თვეში დავშორდეთ, ან ახლავე დავქორწინდეთ და 5 წელი არ დავიტანჯოთ ერთმანეთის 24 საათიანი მონატრებით. მოკლედ, it does not matter :)) მთავარი აზრი ის არის, რომ ამ ქორწინებით ფაქტიურად არაფერი იცვლება. ნუ, იმის გარდა, რომ შეგვეძლება 24 ერთად ვიყოთ და მონატრებით არ დავიტანჯოთ :)))

უfff ძლივს ვთქვი რა, ძლივს დავამთავრე პოსტი :)))

პ.ს. ჩემი ახალი წლის შესახებ მოყოლა აღარ დავიწყე, უინტერესოა ეგ :))

ცვლილებები და ახალი წელი

როდესაც ჩემ ცხოვრებაში ცოტა დიდი ცვლილება ხდება, ბლოგზე პოსტვას თავს ვეღარ ვაბამ :)) მაგალითად, შოთას რომ შევხვდი, კარგა ხანს ვერ ვპოსტავდი :))

ახლაც ასეა, გადმოვბარგდი ჯი დომენზე და პოსტვაც შევაცოტავესავით.

მოკლედ, ხვალ უკვე ახალი წელი მოდის. ცოტა გვიან კი გამომდის, მაგრამ მინდოდა მკითხველისთვის საახალწლო დეკორაციების შესახებ მიმეწოდებინა მცირე ინფორმაცია. მოკლედ, მთავარია მცირე ფანტაზია. დანარჩენს კი ახლავე გეტყვით.

თქვენ დაგჭირდებათ თიხა (რომელიც შეფუთული იყიდება ბაზრობაზე). თუ თიხა არ გაქვთ, გამოიყენეთ ცომი, ანუ 1ჭიქა ფქვილი, +1ჭიქა მარილი (თანაბარი რაოდენობის უნდა იყოს ფქვილი და მარილი) და წყალი იმ რაოდენობით, რომ მასა პლასტელინს დაემსგავსოს. მერე შედებთ აირ ღუმელში და გამოაშრობთ (კარგად რომ გახმება მერე გამოიღებთ) და შეღებავთ. თიხას უბრალოდ დააცდით რომ გაშრეს და მერე შეღებავთ.

შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი რამ – ნაძვის ხე, თოვლის ბაბუა, ვარსკვლავი… აი ჩემი ნახელავები:

ამის გარდა შეგიძლიათ ფანჯარაზე ან სარკეზე რაღაცეები დაახატოთ გუშით ან შუშის საღებავებით. ესეც თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული ;)

ამ წლის შეჯამებას არ გავაკეთებ

ხო, კიდევ გეგმაში მქონდა, რომ ”რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2”-ზე დავწერდი რაღაცას, მაგრამ ფორმულა კრეატივზე ისე გავბრაზდი რომ მივედი… შარშან ხომ დაგვპატიჟეს პრემიერის მეორე დღესვე, კარგ ადგილებზე დაგვსვეს და ა.შ. წელს ჯერ ერთი 1 საათზე მიგვიწვიეს, მერე მხოლოდ მეორე და მეხუთე რიგები დაგვითმეს (კისერი მომტყდა). მაგას ჯობდა საერთოდ არ მივეწვიეთ. რაღაცას რომ აკეთებ ნორმალურად მაინც გააკეთე რა… მოკლედ, უკმაყოფილო ვარ

თვითონ ფილმს რაც შეეხება, ბედის ირონიის ყურებას კი ჯობია. მეტს არაფერს არ ვამბობ.

ხოოოდა ძვირფასო მკითხველებო, წინასწარ გილოცავთ ახალ წელს და მთელი დანარჩენი ბლა ბლა :))) წარმატებები, მოკლედ. მომავალ წლამდე გემშვიდობებით :)))

25 დეკემბრის შობა

ბლოგინგს არაფერი ისე არ უხდება, როგორც ჩაი. თუ ჩაის ჭიქა ახალია, ბლოგვის სიამოვნება ორმაგდება <3

შობა ჩვენთან 7ში არისო ამბობენ (მიუხედავად იმისა, რომ 25სა დეკემბერსას მღერიან მაინც), მაგრამ ჩემთვის შობაც და ახალი წელიც მაშინ დგება, როდესაც ბევრ საჩუქარს ვიღებ. არ ვიცი, ვინმეს სჯერა რომ 7 და 14 დიდი დღეებია? მაინც 25 და 1ში ხდება ზარ-ზეიმი და ამბები, 7და 14 კი ისე ჩაივლის ხოლმე, რომ ეკლესიაში მყოფი ხალხის გარდა მგონი არც არავის ახსენდება…

ენივეი, წლევანდელ 25 დეკემბრის შობაზე მინდოდა მომეყოლა, ყველაზე განსხვავებულ შობაზე :)))

ნათიასთან შევიკრიბეთ წელს. საჩუქრები, ნამცხვარი, შოკოლადები, მარტინი, ჯონი ვოქერი, ჩილიმი და (რა თქმა უნდა) სიგარეტის ბევრი კვამლი :)) გაასწორა ძაან :)) მითუმეტეს, რომ საჩუქრები მივიღეთ ყველამ. თან ძალიან საშობაო განწყობა იყო, აი ისეთი, ფილმებში რომ არის, თბილი და ტკბილი, ბევრ მეგობართან ერთად :)))

მე მივიღე ჩაის ჭიქა (ნათიასგან), დათვი სანტა (მეორე ნათიასგან), საყურე და ყელსაბამი (ნატოშასგან) და კალენდარი (ზიკისგან) :))) სურათებიქვემოთ არის, აქვე:

ხო, კიდევ იყო სათამაშო ჩემთვის და შოთასთვის ნატოშასგან და გიოსგან, მარა ის შოთას დავუტოვე (გაერთოს უჩემობისას) და სურათიც არ მაქვს :))

მე გავაჩუქე ძირითადად საყურეები გოგოებისთვის და ყელზე ჩამოსაკიდები ზიკის და გიოს და ნათიას ვაჩუქე ნიღბები. სურათების დადება მეზარება ახლა და ჰენდმეიდებისთვის ცალკე ფეიჯს რომ გავაკეთებ, იქ დავყრი ;)

სასიამოვნო დამთხვევა იყო, რომ ჩემი და ნატოშას საჩუქრები, ორივე ჰენდ მეიდი იყო და გაცვლა გამოგვივიდა :))

მოკლედ, მაგარი საღამო იყო და სასიამოვნო დღემ შეცვალა ის.

შარშან, როდესაც ბლოგერები კაციშვილს არ ახსოვდა საქართველოში, პირველი მიწვევა მივიღეთ (როგორც ბლოგერებმა) ფორმულა კრეატივისგან, ფილმზე ”რაც ყველაზე ძალიან გიყვარს”. მაშინაც ვწერდი მგონი, ძალიან დიდი სიხარული იყო, თითქმის პირველი სიყვარულისავით, არასოდეს რომ არ დაგავიწყდება. წარმოიდგინეთ, მაშინ პირველად მოგვაქციეს ბლოგერებს ყურადღება. ხოდა წელსაც არ დაგვივიწყა ფორმულა კრეატივის ხალხმა და ბლოგერები მიიწვია. ხოდა ახლა ”რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2” რომ გადაიღეს იქაც მიგვიწვიეს. მართალია, ხაშზე გვეპატიჟებიან (დილის 12:30-ზე), მარა მაინც… სამაგიეროდ ჩემი კაციც მოდის

აი სადაც არ უნდა მიმიწვიონ, რამდენჯერაც არ უნდა მიმიწვიონ, ამათგან მაინც სულ სხვაა, ესენი ხომ პირველები იყვნენ, ვისაც გავახსენდით <3

მოკლედ, მეყო დორბლების ყრა, დროზე უნდა დავიძინო, თორემ ხვალ ხაშ-კინოზე დამაგვიანდება :)))

ხვალ ან ზეგ წერილობით მოგახსენებთ შთაბეჭდილებებს. ყოველ შემთხვევაში, შარშანდლის შემდეგ ნაკლებს არ ველოდები :))

უიუი, კინაღამ გამომრჩა, გუშინწინ სუშის გაკეთება ვცადე :))) კომბოსტოს ფურცლებში გავახვიე და მთელი ამბები ვუქენი, მარა ბანძი გამოვიდა :/ კომბოსტოს მოხარშვა დააკლდა და თევზიც ცოტა ჩავატენე :/ სამაგიეროდ შემდეგისთვის მეცოდინება, როგორ უნდა გავაკეთო. თან ვიდზე არ ეტყობა რომ უგემურია :)))

ხო, მართლა, შობაზე გამახსენდა, პოსტის დასასრულს გიტოვებთ ჯონ ლაჟუას საშობაო სიმღერას <3

tired as fuck

დღეს საღამოს ძაან მინდოდა პოსტის დაწერა, მაგრამ აი თავი არ მაქვს რა. როგორც ჩემმა კაცმა თქვა, tired as fuck ვარ :))) კლავიატურაზე ძლივს ვაკაკუნებ თითებს და ფიქრიც მიჭირს, მარა ეს პოსტი უნდა დაიწეროს !

გუშინ შოთას დავესწარ ლექციაზე. ამ დროს კიდევ უფრო საყვარელი ხდება :))

მე კიდევ ურჩი სტუდენტივით დავჯექი და ხან სურათები ვუღე, ხან ვიდეოები… თან ვფიქრობდი, რამდენი სტუდენტი ინატრებდა იმ წუთას ფოტოაპარატის ჭერას, თუმცა, მგონი პირველი არ ვიქნებოდი, ვინც ლექციაზე სურათები უღო :)))

შოთას რომ კითხო, მისი ლექციები უინტერესოა და დასწრება არ ღირს. არადა ძალიან საინტერესოა. თუნდაც იმისთვის, რომ ნორჩი სტუდენტების სულელური კომენტარები მოისმინო და ნერვები მოგეშალოს იმისთვის, რისი თქმა/კითხვაც ჯერ აზრად არ მოსდით :)))

მერე სახლში წავედით და იმის ნაცვლად, რომ მე მეზრუნა ჩემს დამშეულ, მთელი დღის ნამუშევარ კაცზე, თვითონ გააკეთა საჭმელი (თუ გააცხელა)

მოკლედ, დავანებეთ თავი ლექციებს :)) ბოლო დღეებია, საახალწლო რაღაცეების მზადება დავიწყე. რაღაცეებში დეკორაციები ან საჩუქრები იგულისხმება. სურათებს დავდებ, როცა დავასრულებ ;) ხოდა ამ რაღაცეების კეთებისას მომივიდა იდეა, ხომ არ გამეკეთებინა საყურებიც და გამეყიდა აქვე? ანუ გავაკეთებ, დავდებ სურათებს და ვინმეს თუ მოეწონა თავისთვის, ან საჩუქრად, ფაჯალუსტა, მივყიდი :))) ოღონდ ჯერ 1-2 უნდა გავაკეთო და გავარკვიო, რამდენად გამომდის :)))

ა, კიდევ დღეს დჯ. გურომ ზაფხულის დროინდელი სურათები მომცა:

აუ რა საშინლად დავღლილვარ. მგონი დროა, გავიქცე ლოგინისკენ და სასწრაფოდ დავიძინო

WordPress Themes