ჩვენ ვხედავთ ზღვას
უკვე 2 კვირაა, რაც კვარიათიდან ჩამოვედით და უსინდისოდ ვინარჩუნებ დუმილის უფლებას. არადა რამდენჯერ რავდე პირობა, დავწერთქო.
ხოდა დრო მოვიდა, შევასრულო.
ეს სათაური შემთხვევით არ ქვია პოსტს. 3.5 დღე მხოლოდ ვხედავდთ ზღვას ფანჯრიდან და ვერ გავდიოდით. მხოლოდ ბოლო დღეს, წამოსვლამდე 2 საათით ადრე ჩავედი და ტალღებიან წყალში შევედი. აქედან გამოშვებული წყევლა იქაც მომწვდა და წყალმა ჩამითრია. არც ტალღა დამჯახებია და არაფერი. უბრალოდ ჩამითრია :))
ყველაზე მწარე ბოლოს წინა დღე იყო ამ მხრივ, როდესაც ერთი პრეზენტაცია ღამით გადაგვიტანეს და 4-5 ის მერე წესით თავისუფალი დრო უნდა გვქონოდა. თან გარეთ კარგი ამინდი იყო, არანაირი ტალღები, მზე ანათებდა და საშინლად გვცხელოდა, მარა ვინ შეგვარგო. დადგა ის ტიპი, პრეზენტაციას ვინც ატარებდა და ცოცხალი თავით არ გაჩუმდა, სანამ შავმა ღრუბელმა არ დაფარა ცა და ქარი არ ამოვარდა…
განრიგს რაც შეეხება, მთელი დღის მანძილზე შენობაში ვიყავით გამოკეტილები და პრეზენტაციებს ვუსმენდით და რაღაცეებს ვაკეთებდით. მერე, საღამოს 7-8სთვის იყო ვახშამი. ამის მერე გვქონდა თავისუფალი დრო. ჩვენც ვსხდებოდით, ვჭორაობდით, ვსვამდით, უნოს ვთამაშობდით… მოკლედ, ღამის 5სთვის ვწვებოდით და მერე, დილას 8:30ზე ვდგებოდით ისევ. მოკლედ, იქ ყოფნის პერიოდში სულ უძინარი ვიყავი და ყოველ 5 წუთიან შუალედში ოთახში გავრბოდი დასაძინებლად :)))
რაც შეეხება ყველაზე საინტერესო დღეს, რომლის შესახებაც ცოცხალი თავით არ ვყვებოდი – ბლოგზე დავწერთქო :)) მოკლედ, ერთ მშვენიერ დღეს ბათუმში წავედით. უნდა მოგვევლო, დაგვეთვალიერებინა და მერე დაგვეწერა ამის შესახებ. რომ ჩავედით, სანამ ჯერ კიდევ ჯგუფებად დავიშლებოდით, იქ ის ფანტანი დავინახეთ და დავხამდით, შუაში გავირბინოთთქო. ხოდა მე, ლანდიშამ, თინიმ და კიჯამ ჩავკიდეთ ერთმანეთს ხელები და გავირბინეთ. მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ ყველაზე მეტად მე დავსველდი. ავხედ-დავხედე ლანდიშას და აშკარად ჩემზე ბევრად მშრალი იყო. ხოდა მივედი ზურგიდან და ხელები შემოვხვიე, შენც ისე უნდა დასველდე, როგორც მე დავსველდითქო. ხოდა ამ დროს ეწვია ლანდიშას თავში ჩემი აწევის გენიალური იდეა. მე ხომ მის უკან ვიდექი, ხოდა გამოწია ხელები უკან, მომკიდა და ზურგზე წამომიკიდა და წინ გადაიხარა. მარა ვერ გათვალა, რომ ძალიან არ უნდა გადახრილიყო და ვეღარ გასწორდა. მეც, ბუნებრივია, წონასწორობა ვერ შევინარშუნე და პირდაპირ სახით დავეთხლიშე ქვაფენილს…
ეკა ამბობდა, რაც თბილისში დარჩენილმა დაბოღმილმა ბლოგერებმა გვწყევლეს ყველაფერი შენზე გადმოვიდაო :))
ხო, აქვე ზემოთხსენებულ ბლოგერებს რაც შეეხებათ, 2 კვირით ადრე IWPRმა ძალიან მაგარი პროექტი გააკეთა, საუკეთესო, რაშიც კი მიმიღია მონაწილეობა. დოდიმ ამის შესახებ ინფორმაციაც გაავრცელა და იქით ეხვეწებოდა ბლოგერებს, წამოდითო. რატომ გამოთქვა სურვილი მხოლოდ რამდენიმე ბლოგერმა? რატომ არ იყვნენ ის ბლოგერები სიკამპზე ან ათას მსგავს ივენთზე, სადაც იქით ეხვეწებოდნენ, წამოდითო.
ბლოგერები მაშინვე მომვარდნენ, ჩამომბანეს დასისხლიანებული სახე, შემამოწმეს, კბილები ხომ არ შევატოვე ქვაფენილს, ან რამე უარესი ხომ არ დავიშავე. ამის მერე, სადღა მქონდა ბათუმის თვალიერების თავი, თავბრუ ისე მეხვეოდა, ორად ვხედავდი ყველაფერს. შესასვენებლად პლიაჟზე ჩამოვსხედით. ზუსტად ამ დროს ჩავწერე ვიდეო პოსტი, რომელსაც პოსტისავით დაგვიანებით ვდებ. საერთოდ, ასე არ ვლაპარაკობ, ისე მტკიოდა სახე, ძლივს ვაღებდი პირს და მაგის ბრალია :))
ბოლოს ლიტერატურულ კაფეში შევიყარეთ ყველანი ერთად. ვინც არ იცოდა, მოვუყევი ჩემი ტრაგედიის შესახებ :)) მერე მოცეკვავე შადრევნები ვნახეთ. რამდენიმე ვიდეო და სურათები გადავიღე.
ყველაფერს რომ მოვრჩით, საღამოს, საქაერონავიგაციაში წავედით. ძალიან კარგი და თბილი დახვედრა მოგვიწყვეს <3 მწვადები, ღვინო, ლუდი და ფეხბურთი დიდ ეკრანზე. მეტი რა არის საჭირო დაქანცული ბლოგერების გასახარებლად? სხვების არ ვიცი და ჩემი გული კი მოიგო საქაერონავიგაციამ (სიამოვნებით ვიმუშავებდი მათთან, ძაან სასიამოვნო ხალხი იყო)
ხო, სანამ აქ დარჩენილი დაბოღმილი ბლოგერები იწყევლებოდნენ, რუსეთის პრესა დეზინფორმაციის გავრცელებით იყო დაკავებული. თითქოს სამინისტრომ საიდუმლო ადგილას შეგვკრიბა ‘დასავერბოვკებლად’. ლოლ
მოკლედ, საკმაოდ დამღლელი და ზარალიანი დღეები გავატარე კვარიათში.
კიდევ იტყვით, სატუსოვკოდ წავიდნენო? დარწმუნებული ვარ, მაინც იტყვით :))
ბოლოს ვიდეო განწყობისთვის. კვარიათისკენ რომ მივდიოდით, გზაში საჭმელად გავჩერდით და იქ გადავიღე :))
http://www.youtube.com/watch?v=qvGHot7dJrw








