სხოდკა და აფტერ სხოდკა

Posted by piccolina on May 2, 2009 in Uncategorized |

სიმართლე რომ გითხრათ, საშინლად დავიღალე და ამავე მიზეზით ძალიან არ მეპოსტინება, ასე რომ მოკლე პოსტს დავწერ.

ნუ რა უნდა ვთქვა ახლა ისეთი. არც არაფერი. ბლოგერების შეკრება იყო დღეს სახინკლეში და იქ ვიყავი. არა, იქ არ დავღლილვარ. იქ ჯასთ ვისხედით. ხან ერთ კუტოკს ვუსმენდი და ვეაბშენიებოდი, ხან მეორეს. კუტოკები საერთოდ ჩვეულებრივი ამბავია დიდ სუფრებზე (ხო, ზუსტად სუფრებზე). დიდ სუფრაში აქ გდეტა 15 კაციანი ჯგუფი იგულისხმება. მიუხედავად იმისა, რომ ბლოგერებს თავი პრადვინუტებად მოგვაქვს, იმდენი კულტურა არ გვყოფნის, რომ მთლიან ჯგუფთან შევძლოთ აბშენია (მიუხედავად მაგიდის სიგრძისა (და მაგიდა არც ისე გრძელი იყო)) და კუტოკებად არ დავიშალოთ.

კიდევ ერთი რაღაცა, როკო იყო იქ :ლოვე: ადრე სხოდკებზე ყოველთვის ვახერხებდი როკოს გვერდით დაჯდომას და გვერდიდან სიყვარულის გამოხატვას. ახლა კიდევ გამიშვი-გამატარე იყო ატეხილი როკოს გვერდით დაჯდომაზე. დოდკამ ივარაუდა, რომ ეს მისი წონის კლებასთანაა კავშირში. არადა მე რა დავაშავე, მე ხომ ის ყოველთვის მიყვარდა :მო: )))

ნუ სხოდკაზე მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი. ფაქტიურად არ გვიაბშენიია იქ. ზა ტო შარაგულის მერე რამდენიმე ადამიანი წავედით იპოდრომზე (რამდენიმე იმიტომ, რომ დანარჩენებმა დაგვტოვეს). მე, ყვავა, როკო, ჯიბლა, მარი (მათი მეგობარია), ქეთი 789 და სტუდენტები (არავინ გამომრჩა მგონი).

აი იქ მოვახერხე ფაინალი როკოს გვერდით ყოფნა :ლოვე: ხო, რატომ ვჭედავ როკოზე ასე? ყველაზე საყვარელია და იმიტომ (არა, ჯიბლაც საყვარელია, მარა როკო უფრო).

იქ ცოტა ვიაბშენიეთ, გავერთეთ და დავიშალეთ მერე.

სულ ეს იყო ჩვენი სხოდკაც და აფთერ სხოდკაც. მარა საშინლად დავიღალე. ერთადერთი რაღაცა მინდა ახლა და ისიც ლოგინში დაწოლა და დაძინებაა.

ხოდა ძილინებისა პიპლ )))

პ.ს. სურათები მე არ გადამიღია, ფოტოაპარატია დამრჩა, მარა ვინმეს თუ მოვპარე რამე, დავდებ მერე )))

ხალხმა მოითხოვა, როკო სტუდიაშიო და აჰა. გუშინდელია ეს. დოდკა, კიბა და როკო (c) თინი

picture-006

როგორ შეიძლება არ გიყვარდეს

Tags: , , , , , , , , ,

15 Comments

  • Bas says:

    ყველაზე საყვარელი მე ვარ :)

    თანაც მიუწვდომელი ^^

  • აი იპოდრომის პონტი მგონი უფრო კარგი იქნებოდა ცოტა რომ გაგრძელებულიყო, ვიდრე შარაგულში. ყველა ერთმანეთს ვხედავთ, წრეში ვზივართ და ერთმანეთისა გვესმის.
    ნუ, ქეითი თუ აიპოდს ჩაუწევდა, ისიც მოგვისმენდა :D

  • piccolina says:

    @Bas – ეჰ, საბუნია, საბუნია… შენ შორიდან მიყვარხარ ))) დროზე ჩამოდი ოღონდ )))

    @თათია – თქვენ არ დარჩით, თორე ჩვენ მერე კიდევ დიდხანს ვიყავით იქ ))) და ხო, სააბშენიოდ ბევრად უფრო გაასწორა

  • “გაკუტოკება” ყველგან და ყოველთვის ხდება :ლოლ: რაც უნდა ბლოგერი იყო, მაინც ჯერ ადამიანი ხარ, თანაც ქართველი.
    ამიტომ სახინკლეს ჯობია, საერთოდ სადმე არასაკვებ ობიექტზე შეკრება და თანაც არაშაბათს, ვახ! თორემ მეც საბუნიასავით მიუწვდომელი გავხდები :(

  • Kate says:

    ხომ ჩავუწიე მე აიპოდს… მართლა ჩავუწიე, მაგრამ მერე ყვავას ვუსმენდი :@

  • tatushka55 says:

    ვაა!!!! დაიდოს როკოს სურათი
    რაღაც ძაან გააპიარეთ :D

  • Bas says:

    ებაუთ მი – არ გაქვს და აქ დაგიწერ :D

    დედაჩემი პრიკოლინას გეძახის :D :D :D :D

  • სანდრო says:

    შემთხვევით ამ როკოს ლაშა ხომ არ ქვია სინამდვილეში? რაღაც მეცნო..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.