სურათი მოვიპარე, მაგრამ თქვენ ეს არ იცით
ხო, სათაურზე ბევრი ვიფიქრე და სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.
მოკლედ, რაზეა საუბარი. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრ ქართულ საიტზე და ბლოგზე ვხვდები ამ პრობლემას და ბოლოს გადავწყვიტე, დამეწერა. საუბარია სურათებზე საკუთარი საიტის ლინკის მიწერაზე. ანუ დაგუგლავენ რაღაც სურათს, დადებენ თავის ბლოგზე/საიტზე და ზედ აწერენ (სიტყვაზე) მაგარისაიტი.ჯი. აი სულ მინდება ვკითხო, შენ გადაიღე ეს სურათი?
დავიწყოთ იქიდან თუ რა არის ეთიკური ნორმები. მთელი წელი ვუჩიჩინებდი ბავშვებს, რომ რაღაც ინფორმაციას რომ აიღებენ საიდანმე, ქვეშ აუცილებლად ბმული უნდა მოაყოლონ, საიდან აიღეს. და ეს ჩვენი გამოცდილი, თითქოს საამაყო ბლოგერები/საიტის ადმინები დგანან და ნი ტო შტო ლინკი მოაყოლონ, საკუთარი საიტის სახელს აწერენ ზედ. ეს არის ვიღაცის საკუთრების მითვისება, თუმცა, რამდენადაც ინტერნეტში ყველაფერი ღია და დაუფარავია, ამეების მოპარვის გაკონტროლება საკმაოდ რთული საქმეა.

აი, მაგალითად დავდე სხვა საიტის სურათი, თუმცა ლინკის მითითება დამატებით არ მჭირდება, ზედ დაწკაპუნებით თავისთავად გადახვათ შესაბამის საიტზე
მარტივად რომ აგიხსნათ, წარმოიგინეთ, რომ გადაიღეთ აფეთქების სურათი, ძალიან ამაყობთ საკუთარი თავით და დადეთ სადღაც. მოდის ვიღაც (ზოგიერთო ბლოგერისა და საიტის ადმინის მსგავსი), იღებს ამ თქვენს საამაყო სურათს და დებს თავისთან. თქვენ გწყინთ, რომ უნამუსოდ მოიპარა და თქვენი საიტის მისამართიც კი არ მიაწერა ქვეშ, თუმცა ჯერ სად ხართ, ზედ სურათზე ამჩნევთ, რომ ბედნიერადაა მიწერილი სულ სხვა საიტის სახელი. როგორ შეიძლება, ბოღმამ არ დაგახრჩოთ ამ დროს :))
მოკლედ, თქვენ დებთ თქვენს მიერ გადაღებულ სურათს და სრული უფლება გაქვთ ზედ თქვენი საიტის მისამართი მიაწეროთ (როგორც, მაგალითად მე ვაკეთებ). ასევე შეგიძლიათ სხვა საიტიდან აიღოთ და თქვენთან დადოთ სურათი, მაგრამ არანაირი უფლება არ გაქვთ, იმ სურათს მიაჯღაბნოთ თქვენი საიტის/ბლოგის მისამართი.
იმედია, გასაგებად ავხსენი :))

I AGree!!
ეგრეა დანამდვილებით
მარტო სურათებზე რომ იყოს, რა უჭირს. ადრე საიტი მქონდა, მთელ ინფორმაციებს საკუთარი ხელით ვწერდი, ვდებდი, ნუ მოკლედ. ხოდა მოდიოდნენ ვიღაცეები, ინფოებს მიკოპირებდნენ და ბედნიერი სახით დებდნენ თავიანთ საიტებზე. არც ლინკი, არც ნებართვა. რამდენიმეს ვეჩხუბე და იკადრეს მერე ჩემი ლინკის მიერთებაც, მაგრამ უარესებს რა გამოლევს…
+1 ზედა კომენტარს.
+2 თვითონ პოსტს.
ეს ორმაგი ავატარები რა პონტია კომენტარის გვერდით, ახალი სტილია? :D
მერე მანდ გამოსავალია რომ ფოტოს თვითონ მიაწერო, რომ შენია : )
@კომისია – რაღაცეები გადავაყენე გუშინ და გასწორება დამავიწყდა :))
@რევაზ – მაგალითად, ფეისბუქზე რომ დებ შენს სურათებს, ყველას შენს სახელს ხომ არ მიაწერ?
მე პირადად აქ დასადებ სურათებზეც მეზარება ხოლმე მიწერა (მარა სხვა რა გზაა)
ეგ არი რო უნდა გავიჭირვოთ რა :D თუ თვითონ არ მიხედე მაგ ამბავს, კარგა ხანი არ გამოსწორდება ეგ : ) მითუმეტეს კანონი საავტორო უფლებების შესახებ საქართველოში არ მუშაობს წესიერად..
საავტორო კანონმდებლობა მშვენივრად მუშაობს, მომხმარებლები არ/ვერ იცავენ საკუთარ უფლებებს, არ უღირთ სასამართლოში სირბილი. ეთიკა კი არ არსებობს.
ისე, ეგ ვოთერმარკი მშვენივრად იშლება ფოტოშოპში.
აუ რა ჯიგარი ხარ!
დროა სამართალდამცავებმა ინტერნეტიც(ქართული) გააკონტროლონ. ათასი საზიზღრობა და უბედურე ხდება. გაკონტროლებაში კანონმდებლობას ვგულისხმობ.
აბსოლიტრად გეთანხმებით, გამიხარდა ასე ბევრი რომ ფიქროს.
თვითონ არ გადაუღია მარა ხო იპოვა Finders keepers პონტია :)))
აი, მაგიტომ იხმარა ჭკუა ადნაკლასნიკებმა, გადააკოპირებ სურათს და უკვე ზედ აქვს საიტის ლოგოც, ბეჭედიც, ადმინის “ტუფლის” ზომაც და საყვარელი პოზებიც :D
სურათებზე უფრო მძიმეა ეგ საკითხი, სკოლაშივე უნდა ასწავლიდნენ, რა არის პლაგიატობა და ნარკვევებიდან ამოკოპირებული ტექსტებით დაწერილ თემებში ორიანებს უნდა წერდნენ პირდაპირ :)
თუ ახლა თემებს აღარ წერენ ხოლმე?
თუ ახლა აღარც ორიანებს წერენ?
არასოდეს გამჩენია სურვილი ჩემს ბლოგზე განთავსებული ფოტოსათვის რაიმე დამეწერა…
გარდა იმ სურათებისა, რომელიც ჩემი გადაღებულია და ეგეც მეზარება… :)
არასოდეს გამჩენია სურვილი ჩემს ბლოგზე განთავსებული ფოტოსათვის რაიმე დამეწერა…
გარდა იმ სურათებისა, რომელიც ჩემი გადაღებულია და ეგეც მეზარება… :)
Reply
მე მხოლოდ ჩემს გადაღებულებს ვაწერ, საავტორო უფლებისთვის, ან ისე, საიტის პოპულარიზაციისთვის.
სხვისაზე არასოდეს დამიწერია, როგორც მახსოვს :)
აი ფოტოზე წყაროს მილინკვა არ მომსვლია აზრად, ჭკვიანურია, რო დამჭირდება წყაროსაც ისევ ვიპოვი და თან უფლებებსაც პატივს ვცემ. აწი მეც ეგრე ვიზამ :)
ეგ ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ როგორ უნდა მოიქცე როცა გუგლში ნახე ფოტო, მოგეწონა მაგრამ მისი ნამდვილი ავტორი არ იცი.
საქმე იმაშია რომ იგივე ფოტო სხვადასხვა საიტებზე დევს და არცერთს არა აქვს მითითებული ავტორის ვინაობა.
საუბარი იმაზე არაა, რომ გინდა თუ არა ავტორი მიუთითე, საკმაოდ ძნელია მაგის გარკვევა. მაგრამ შენი საიტის სახელი არ უნდა დააჯღაბნო ზედ და ლინკი მაინც მიუთითო, საიდანაც აიღე ეგ სურათი. ან მითუთებაც არ გინდა, როცა პირდაპირ გადმოგაქვს, როგორც, მაგალითად, აქ დადებულ სურათზე. სურათთან რომ მიიტან კურსორს ლინკი ჩანს და ზედ დაწკაპუნებით საიტზე შეგიძლია გადასვლა
გასაგებია… აწი გავითვალისწინებ ხოლმე.
თუმცა უმეტეს შემთხვევაში მე ვუთითებ ლინკებს…:):)
გეთანხმები პიკ.
აი სულ ვფიქრობ ხოლმე ბექა იღებს ყველა იმ სურათს, რასაც doin.ge აწერია???
ზუსტად ამისთვის არსებობს WaterMark სურათს რო გადაიღებთ დაადეთ WaterMark და ეგ მითვისების პრობლემა უმალ გადაწყდება : )))
ბლოგებზე რა გითხრა მაგრამ
ამას წინათ მაცნობეს რომ ვირაც ქინძს ოდნოკლასნიკებში გაუხსნია ექაუნთი და უდევს მე და დიმას სურათი
ვითომ თვითონ არის
აი ეგ არის მგონი ავადმყოფობა :დ
რაა? მართლა?
მერე მოძებნე და მისწერე, იქნებ შეცვალოს
რა წესია ეე
ინტერნეტ სურათბს და საერთოდ, ინტერნეტში ნაპოვნ ინფორმაციას ბევრი იპარავს, არა მხოლოდ საქართველოში. ამის გაკონტროლება ძნელია და უმეტესწილად ადამიანის სინდისზეა დამოკიდებული. მაგრამ, ჩვენი პლაგიატობა ამას სცილდება, სურათებსაც იპარავენ, ტექსტსაც,ბლოგებზეც, საიტებზეც, გამოცდებზეც, თემებშიც და სერიოზულ ნაშრომებშიც. წარმოიდგინეთ რომ უნივერსიტეტში პლაგიატობა არანაირად არ ისჯება! სტუდენტები ინტერნეტიდან პირდაპირ აპასტებენ ინფორმაციას!საზღვარგარეთ სადმე რომ ვთქვა, არ დამიჯერებენ.
მართალი ხარ, მაგრამ ეგ ამბავი ყველას ეკიდა, კიდია და ეკიდება კაი ხანს კიდევ.
დამაინტერესა მე მაგ საკითხმა თავის დროზე და გავიკითხე ЕFF-ში.
ისე, სწორი იქნება ავტორის მითითება… მაგრამ ინტერნეტი ხრამია და იმდენი ფოტოა, რომ პირველწყაროს მიგნება ხშირად ჭირს.
თუმცა, ვისაც ერთხელ მაინც სულაც შემთხვევით შემოუხედავს ჩემს ბლოგზე, დარწმუნდება, რომ ყოველთვის ვუთითებ წყაროს, საიდანაც ავიღე ფოტო. თუ ფოტოგრაფი ვიცი – მასაც.
მეტი რა შემიძლია, აბა…
@pasumonok – დამატებით დალინკვა საჭირო არ იყო, ნიკში ისედაც ჩანს. თანაც ყოველთვის მაგას ვამბობ მეც და ბევრი გამოცდილი ბლოგერიც, რომ თავიდან არავინ არ დაგესევა. მე რომ დავიწყე, კაი 1 წელი კაციშვილი არ შემოდიოდა
ასე სპამვით ვერაფერს მიიღებ, ტაკ შტო უნდა წავშალო ეგ კომენტარი
მითუმეტეს, პოსტიც მაქვს დაწერილი, რომ არაეთიკური საქციელია. როცა აკომენტებ, ვისაც უნდა, ისედაც შემოდის შენთან….
@ლორდ – ვაიმე, ნუ შემჭამეთ, ვინც აკომენტებს, ყველა გამოწერილი მყავს რიდერში და ნუ მსპამავთ ვახ
და არ ვარ ირალიელი, უბრალოდ ბავშვობა ფაქტიურად იქ გავატარე
კარგი, არ მინდოდა ასე ცუდად გამოსულიყო :-( მხოლოდ მაგიტომ არ ვაკომენტებ თუ გახსოვს,სანამ ბლოგს გავხსნიდი, მანამდეც ვაკომენტებდი. სწორია რომ წაშალე.
[...] სურათების ნაკლებობა – ხშირად პოსტს წერენ და აფსოლიტურად არ ამატებენ არანაირ სურათებს. არადა სურათები ახალისებს პოსტს (აქვე გაითვალისწინეთ ეს პოსტიც). [...]