10

სუმბუქადა სჯობიაო

Posted by piccolina on November 26, 2009 in Uncategorized |

წინა თემები ცოტათი მძიმე იყო და გადავწყვიტე ცოტა შევამსუბუქო :) როგორც ერთი კაცი იტყოდა, სუმბუქადა სჯობიაო :))

ისტორია:

ბებია რემონტს აკეთებდა და მუშისთვის სადილი გააკეთა. დაუდგა წინ ერთი სავსე თეფში, შემდეგ შეთავაზებაზე კიდევ დაამატა, მერე კიდევ… მოკლედ მუშამ 4 თეფში საჭმელი შეჭამა. ბებია ისევ სთავაზობს: დაგიმატებთო. მუშა: არა ქაბატო-ჯან, სუმბუქადა სჯობია :)))

1-2 დღის წინ სერვ.ჯი-მ უფასო ჰოსტინგი შემომთავაზა, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ. დომეინის აღებაზე დიდი ხანია ფეხს ვითრევ, ყოველთვის მენანება ის საცოდავი 30 ლარი, მაგრამ სერვ.ჯი-ს შემოთავაზებამ პატარა ტალჩოკი მომცა ამის გასაკეთებლად. ახლა 30 ლარის ქონას ველოდები და ეგაა :)) უკვე ისიც მოვიფიქრე, რა დომეინი მინდა :)

ამ დღეებში აღმოვაჩინე ისეთი გენიალური რამ, რასაც აუდიო წიგნი ეწოდება :))) აღფრთოვანებული ვარ :) უკანასკნელი 3 წლის მანძილზე მხატვრული ლიტერატურა თითქმის არ წამიკითხავს, თვალების პრობლემების გამო. კითხვისას ძალიან მტკივდება თვალებიც და თავიც და მთელი დღის მანძილზე ჩვეულებრივზე ბევრად უფრო დაბლარულად ვხედავ ყველაფერს (რის გამოც წიგნის კითვის პროცესიც დიდ დროზე იწელება) :/

http://2.bp.blogspot.com/_4iwEbXwvYVU/SQ8O25-t0tI/AAAAAAAAAOY/02lYH-BkYgo/s400/audio+books1.jpg

გამოგიტყდებით, პაპსავიკობის ბრალია აუდიო ბუქების აღმოჩენა. თვაილაითის წაკითხვა მინდოდა, ნიკოლის ნათარგმნი ისე საინტერესოდ გამოიყურება, ვიფიქრე ორიგინალშიც არანაკლები იქნებათქო ხოდა დავიწყე ძებნა. ნაწერი ვერსია ვერა, მარა აუდიო ვერსია ვიპოვე. მოკლედ, გულმა ვერ გამიძლო და გადმოვწერე და ვარ ბედნიერი ამის გამო. წარმოიდგინეთ, რა მაგარია, მპ3-ში გადავიტანე ეს წიგნი და მთელი დღე ყურებში მაქვს. აქვს ძალიან დიდი პლიუსი: დრო ფაქტიურად არ გეკარგება :) მთელი დღე დავდივარ ქუჩაში, ვაკეთებ სახლში რაღაცეებს, თავს ვუვლი, ძილის წინას ვუსმენ, სიბნელეში… მოკლედ დაბეჭდ ვერსიაზე ბევრად მირჩევნია. მინუსი: მართლწერას ვერ აკვირდები და ცალკეული სიტყვების მნიშვნელობებს არ დასდევ.

ახლა მზად ვარ, მთელი ბიბლიოთეკა გადავიკითხო (თუ გადავისმინო) ასე და თუ გინდათ, მირჩიოთ კაი წიგნები, გისმენთ. უკეთესი იქნება ინგლისური სახელწოდება დამიწეროთ და უფრო მარტივად ვიპოვი :)

http://www.cartoonstock.com/newscartoons/cartoonists/mbc/lowres/mbcn899l.jpg

ხო, კიდევ თმა შევიღებე გუშინ (შეჭრა არ ვიკმარე). ოდნავ ღია ფერია, ზოგი ვერც ამჩნევს, რომ შევიღებე, მოკლედ, ამითაც კმაყოფილი ვარ :)) სურათის გადარება დამეზარა ოღონდ ცოტათი :)

ა, კიდევ უნივერსიტეტებისთვის აპლიკაციის შევსებას ვიწყებ და ძალიან ძალიან ვღელავ. “ამიყვანენ თუ არა” ნერვიულობები მაქვს.

Tags: , , , , , , , , , ,

10 Comments

  • gigoli says:

    გეთანხმები აუდიო წიგნების დადებით მხარეებში.

  • კიიი მართლა ძალიან მაგარი რაღაცაა მთელი რუსული კლასიკოსსები მაგის მეშვეობით გადავისმინე =))) რუსულად კითხვა მიჭირს თავს მატკიებს =(((( მარა ზატო მესმის ყველაფერი ხოდა მეც მთელი დღე დავდივარ და თან ვუსმენ ხოლმე =))) ტორენტ.რუზეა ბევრი აუდიო წიგნები. თან მეც თვალების პრობლემა მაქვს რომ ვკითხულობ ცრემლები მომდის ღაპაღუპით და სათვალე თავს მატკიებს =((( ასე რომ კარგი რამეებისთვის მიგიგნია =)))

  • iasamnisferi says:

    sul vfiqrobdi ge domeini rom gavaketo, ras avirchev metqi… ufro sworad, ki ar vfiqrobdi, vicodi da shenze vfiqrobdi, rom sheileba damaswrostqo, imito ro jer chemi blogistvis namdvilad adrea eg… hoda, ra sainteresoa, neta imas airchev, rac me mgonia? : ))

  • რა ბედნიერებაა კითხვა რომ შემიძლიააა :)

  • Nicole says:

    უპირველესად, მადლობა მინდა გითხრა თარგმანის შეფასებისა და ასეთ კითხვად ბლოგზე რეკლამირებისთვის! :)
    აუდიო წიგნებთან დაკავშირებით კი, სავსებით გეთანხმები, რადგან მათი ხიბლი რამდენიმე თვის წინ აღმოვაჩინე და მას შემდეგ ბეჭდურ ვერსიებს ნაკლებად ვწყალობ (თანაც, თვალებს ვასვენებ!).
    ძირითადად, აუდიოვერსიებს რუსული საიტებიდან ვიწერ და ძირითადად, სპეციალურ ლიტერატურას. არ ვიცი, რა ჟანრის წიგნები უფრო გიზიდავს, მაგრამ თავს უფლებას მივცემ და გირჩევ Joe vitale-ს. მე ძალიან მომწონს. :)
    წარმატებებს გისურვებ უნივერსიტეტთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ”აგიყვანენ!” :)

  • zghuladze says:

    :)
    რა დომენი გინდა ? :)

  • Lord Vader says:

    მაგის გარდა კიდე TTS ვიყენებ…
    მართალია, ცოტა არაბუნებრივი ხმა აქვს. მარამი ჩვევაზეა.
    თან ვერსიიდან ვერსიამდე უფრო და უფრო უახლოვდება ადამიანის ხმას.

  • piccolina says:

    @zghuladze – ba.ge ან piccolina.ge :)) does it matter?

    @Lord Vader – ეგ ის არის, ბეჭდურს რომ კითხულობს?

  • Anonymous says:

    olilllllllllllllllllll

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.