სიბერე ნე რუუულზ :/

Posted by piccolina on August 20, 2009 in Uncategorized |

ამას წინათ მითხრეს რომ ჩემი ერთი ძალიან ახლობელი (თითქმის ბებია) ლოგინში ჩავარდა და გადავწყვიტე მომენახულებინა (მანამდეც დიდხანს ვაპირებდი და ამ ამბავმა უფრო დამაჩქარა)

ეს ქალი საკმაოდ სიმპათიური იყო ახალგაზრდობაში. ყოველთვის იცვამდა კარგად და თავსაც უვლიდა. მე რაც მახსოვს, ყოველთვის ჭაღარა თქმა ჰქონდა, მაგრამ თავს მაინც უვლიდა. რამდენჯერაც არ უნდა მივსულიყავი, ყოველთვის კარგად ეცვა, სამკაულები ეკეთა და ქუსლებზე იდგა, სახლშიც კი )) ყავას და სიგარეტს არასოდეს იკლებდა. სულ ვფიქრობდი, ნეტავ ეგეთი სიბერე მქონდეს მეცთქო, სულ ფორმაში რომ ვიყო და სულ კარგ ვიდზე… 90 წელი ასე იყო სულ მაგრამ ახლა უღალატა ჯანმრთელობამ, მეხსიერებაც დაუქვეითდა და სმენაც, ლოგინიდანაც ვერ დგება.

http://www.backtalk.com/albums-static2/cornwall/Cornwall%20Weblog/WebPhotosProFiles/600/IMG_0933.JPG

ძალიან გამიტყდა სანახავად რომ მივედი და ასეთ მდგომარეობაში ვნახე. იმიტომ არა, რომ ცუდად გამოიყურებოდა ან შემეცოდა. არა, თვითონ თავს მხნედ გრძნობს და ვიდზეც ეტყობა, რომ მოვლილი ქალია. მასზე მეტად ოჯახის წევრებს უჭირთ (წიპა მოსავლელია და ისედაც, ცუდად რომ არის ოჯახის წევრი შენც განწყობა გიდაბლდება). ძაან გამიტყდა, რომ მეც დავბერდები და მე 90 წელი მისავით კარგად ვერ ვიქნები…

ბლინ აი ძაან ბევრი აზრი მიტრიალებს თავში, რის გამოც ვფიქრობ, რომ ცუდია სიბერე და ჯობია თავი მოვიკლა, ვიდრე დავბერდე, რომ მე ვერ შევძლებ ბებერი ცხოვრებას, რომ ცხოვრების აზრი დაკარგული მექნება და ყველაფერი, რასაც ცხოვრების აზრად ჩავთვლი და რის გამოც სიცოცხლეს ჩავებღაუჭები უაზრობა იქნება და ეს სულელური ადამიანის თვითგადარჩენის ინსტინქტი და სიკვდილის შიში და თავს მაინც ვერ მოვიკლავ…

http://crazycoots.com/wp-content/uploads/bumpankles.gif

ამაზე რომ ვფიქრობ, ერთი კაცი მახსენდება სულ. 5 წლის წინ შემხვდა, მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა მაშინ. ქუჩაში ვიდექი და ჩემს დას ველოდებოდი რომ სამსახურში ახალი დავალების წამოსაღებად მივსულიყავით. ვიღაც მოხუცი ტიპი მოვიდა და ლაპარაკი დამიწყო. საერთოდ არაფერი მითქვამს მისთვის, აი საერთოდ… უბრალოდ მელაპარაკებოდა. ჯერ ვიფიქრე, ფარული კამერის მსგავსი რაღაც იქნებათქო, მარა არ იყო.

მოკლედ, მოვიდა ეს მოხუცი კაცი, თავისი ძაღლით და მეუბნება, ნუ გიხარია ახალგაზრდა რომ ხარ, შენც დაბერდებიო. ძალიან გამიკვირდა და გავუღიმე. შენხელა რომ ვიყავი, მეც ვფიქრობდი, რომ ბებერი ხალხი ზედმეტი იყოო, მათი დანახვა არც კი მსიამოვნებდაო და გადავწყვიტე, 40 წლის რომ გავხდებოდი თავი მომეკლაო. 40ის რომ გავხდი, ჩავთვალე, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავიო და 10 წლით გადავავადე ჩემი თვითმკვლელობის ამბავიო. მერე 50იც ნამეტანი ადრე მეგონაო და კიდევ 10 წელი მივეცი ჩემს თავსო. მერე 60 წლისაც გავხდი და მაინც ვერ გავიმეტე თავიო… ამასობაში შვილიც და შვილიშვილიც მომიკლესო, რამდენადაც ედუარდის მთავრობას ეწინააღმდეგებოდაო. ბევრი სიმწავრე ვნახეო და ცხოვრებასაც აზრი აღარ აქვს, მარა თავს მაინც ვერ ვიკლავო. ახლა 70 წელს ველოდები, მარა მეეჭვება მაშინაც შევძლოო… მერე გამიღიმა და წავიდა. ისე რომ ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი. არადა რამდენი რამის თქმა მინდოდა, რამდენი აზრი დამიტრიალდა ერთბაშად მაშინ თავში. მახსოვს როგორ მიდიოდა თავის ძაღლთან ერთად.

http://www.scottybud.com/images/old%20people%20bird.jpg

არასოდეს მიფიქრია, რომ ბებრები ზედმეტნი არიან. არ ვფიქრობ, რომ მათ ცხოვრებას არანაირი აზრი არ აქვს და რომ ყველა ბებერმა თავი უნდა მოიკლას. უბრალოდ ბებერი მე-ს ცხოვრების აზრს ვერ ვხედავ. ძალიან არ მინდა რომ  ბებერმა მე-მ იარსებოს, მარა ვიცი, რომ იმ კაცისავით ვიქნები, თავს ყოველთვის ახალგაზრდად ჩავთვლი სიბერისთვის, ცხოვრებას მოვებღაუჭები და ათას მიზეზს გამოვიგონებ, თავის მოსატყუებლად რომ ცხოვრებას აზრი აქვს… ეს პერსპექტივა ძალიან არ მხიბლავს… ძალიან არ მომწონს და ძალიან არ მინდა (((

http://www.no2id.net/images/cartoons/oldPeople.gif

20 Comments

  • busuna says:

    hm arc egrea mgoni saqme

  • მეშინია სიბერის :(

  • dj-guro says:

    ჰეჰეე, სიბერეო და ტიალიო. :) მარა ტკბილი სიბერეც გამიგია. რომ გახვევიან შვილიშვილები და ბაბუუ, ზღარი მომიყყევიო.. თუნცა სად იციან ახლა ბავშვებმა. ბაბუუ, წამო ამ თამაშში გამიყვანე, ვერ გავდივარო. :) არაა, მე მაგარი სიბერე მექნება. აჩკარიკა გურამა პაპა. :) ჰეჰე, მაგარი სანახავი ვიქნები.

  • ზუსტად იგივე აზრი მიტრიალებს თავში..

  • vasasi says:

    რა დროს სიბერეზე ფიქრია…

    ჯერ ხომ ყველანი ახალგაზრდები ვართ…

    და კიდევ ისა..

    ან დავბერდებით და ან არა… :ბოლი:

  • ბაბისა says:

    mmm
    neta tu davberdebi
    mainc mgonia rom sayvareli moxuci viqnebi
    neta iseti ar viyo, mobezrebuli rom hyavt da cotas masxradac rom igdeben, bavshvobidan vbrazdebi msgavs ragaceebze. yoveltvis miyvarda moxuci xalxi zalian zaian, ar vici ratom.
    mgonia ro mattan saubari , nu tu gonebrivi daqveiteba ar aqvT, yovelTvis sasiamovnoa, diidi gamocdilebit da cxovrebit dabrzenebuli xalxia :))

  • Kate says:

    ეს არის საკითხი, რაზეც ძალიან ბევრს ვფიქრობ.
    ვფიქრობ 80 წლის ბებიაჩემზე, რომელიც ზუგდიდშია და კი, ჩავედი ივლისში და 2 კვირაც კი ვიყავი მასთან.
    მაგრამ არვიცი რა.
    ეს ერტადერთი დამრჩა და არვიცი რა დღეში ვიქნები ის რომ აღარ მეყოლება.

  • zeuspro says:

    ჰო სიბერე საქართველოშია ცუდი თორემ უცხოელი ბებია–ბაბუები არ იკლებენ დროს ტარებას, მოკლედ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში სიბერე დასვენებასთან და დარჩენილი ცხოვრების სიამტკბილობასთან ასოცირდება, მაგრამ საქართველო ხომ ყველგან და ყველაფერში გამონაკლისია : (

  • piccolina says:

    @dj-guro – გურო, რა ოპტიმისტი ხარ ))) ანუ კარგად ოპტიმისტი ხარ, გადამდებად ;)

    @ბაბისა – შეიძლება ყველას კარგი დამოკიდებულება ქონდეს გარშემო, მარა თვითონ როგორ გრძნობს თავს, ეგაა მთავარი

    @zeuspro – რა, “იქ” სხვანაირად ბერდებიან? რამდენჯერ უნდა ვთქვა, რომ ეს არ ხდება მარტო საქართველოში, ნუ გადაეკიდეთ ამ საცოდავს. სხვა რაღაცეებია, რაც მარტო საქართველოში ხდება და იმას რატომ არ აქცევთ ყურადღებას?
    სხვათაშორის, მოხუცების უმრავლესობას იმ იდეალურ “იქ”-ში თავიდან იშორებენ და მოხუცებულთა სახლში უშვებენ, სადაც ყოველ დღე ვიღაცის სიკვდილს უყურებენ და საკუთარს ელოდებიან
    იტალიაში ერთი სართულით მაღლა მცხოვრებმა შვილმა 1 კვირის შემდეგ გაიგო დედის გარდაცვალების შესახებ და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ფოსტალიონმა შენიშნა.
    ესაა კარგი სიბერე მომაკვდავს რომ მომხედავი არავინ გყავს?
    და თემიდან ნუ გადავუხვევთ, საუბარი იყო ზოგადად სიბერეზე, და არა ვინ სად და როგორ ატარებს სიბერეს და რომ საქართველო მაგარი ბანძია

    არსად ადამიანი სხვანაირად არ ბერდება
    ყველგან დაბადების, ზრდის, დაბერების და სიკვდილის პროცესი ერთნაირად შეუჩერებელი და გარდაუვალია (ნუ სიბერემდე თუ არ მოკვდი) და არც საქართველოში ბერდებიან განსხვავებულად და არც სხვაგან

    • zeuspro says:

      დაბერება ბიოლოგიური პროცესია და გარდაუვალია თავისთავად (თუ მანამდე არ მოკვდი) და ამაზე კამათი არც ღირს კიარადა სისულელეა. საქართველოში 30 წლის ადამიანი უკვე ბებერია, რადგან სიფათი ჩამოსტირის, უკვე ცხოვრებისგან აღარაფერს ელოდება ახალს. ეს შენი ნააზრევი ჰოლივუდური დრამებიდან შექმნილი ილუზიაა. რეალურად იქ იღიმებიან, ბედნიერები არიან, ყოველ დილას ვარჯიშობენ, სოციალურ და საზოგადოებრივ აქტივობებში იღებენ მონაწილეობას, მოგზაურობენ და ა.შ

  • ნათანაელი says:

    მე ვფიქრობ, თუ ადამიანს ახალგაზრდობაში აქვს ცხოვრების აზრი, სიბერეშიც ექნება, ოღონდ რა თქმა უნდა ასაკის შესაბამისი მიზანი.
    მოდი უფრო დავკონკრეტდები, ცხოვრების მიზანი, თუ გსურს აზრი უწოდე
    ხშირად ასაკთან ერთად იცვლება. ადამიანებს ფიზიკური, სულიერი და ემოციური ზრდის შემდეგ ეცვლებათ მიზნები, აზრები…

    ზოგიერთ შემთხვევაში ცხოვრებას აზრი სწორედ რომ ახალგაზრდობაში არ, აქვს ან თავიდანვე, გონებაში ჩავარდნილ ადამიანს ვერ მიუგნია საკუთარი ცხოვრების აზრისათვის ანდაც რაიმე მოვლენის შემდეგ კარგავენ ამ ცხოვრების აზრს, ხშირ შემთხვევაში ასეთი ადამიანები (ვინც სიკვდილსა და სიგიჟეს გადაურჩებიან) სწორედ მოხუცებულობის ასაკში ცხოვრების იარებით ნასწავლნი და მტკიცენი პოულობენ ცხოვრების აზრს…

    ანუ ვფიქრობ, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს მიზანთან დაკავშირებით
    ხოლო რაც შეეხება მოპყრობას მე პირადად მჯერა: “მოეპყარი ისე როგორც გინდა რომ მოგეპყრონ” და სნეულებას რაც შეეხება არც ახალგაზრდობაში ვართ დაზღვეულნი მეხსიერების დაკარგვისგან ან რაიმე უბედური შემთხვევისგან.
    აუ რას გავილექსე :D sorry

    • piccolina says:

      ხო, მართალი ხარ, მარა მე მაგისი მეშინია, რომ იქნება მოხუცებულობაში რასაც ჩავთვლი ცხოვრების აზრად რეალურად უბრალოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი იქნება. ანუ რაღაც აზრს გამოვეკიდები იმისთვის, რომ ცხოვრების აზრი არ დამეკარგოს და თავი არ მოვიკლა…
      არ ვიცი რამდენად გასაგებად ვთქვი ჩემი აზრი )))

  • Tornike says:

    ძაამ ცუდი ასოციაციები მაქვს ამ თემასთან – აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ სადღაც 40 წლის მერე ბოლომდე მექნება ცხოვრების ხალისი დაკარგული, ვერ წარმომიდგენია ახალგაზრდობის პერიოდის გარდა სხვა რომელი პერიოდი შეიძლება გსიამოვნებდეს.

  • Tornike says:

    იმ კაცმა თავისთვის გადაწყვიტა რომ ისევ ახალგაზრდა იყო და წელი რომ აღარ მევარგება კლუბში ფსიქოდელიურ ტრანსზე საფრენად, რამდენიც გინდა ჩავთვალო, რას უშველის :D იმას რომ თავი დავანებოთ რომ 50 წლის კაცი კლუბში სასაცილო სანახავია :D

    • piccolina says:

      მერე სახლში მოუსმენ და სტარიჩოკების პსაი ფართის გააკეთებ )))
      და დაბერებული ჩვენ მოვალთ მერე იქ ))) საიდუმლო სხოდკები იქნება, ახალგაზრდებმა რომ არ გაიგონ

  • Tornike says:

    Age control :D “Too young to enter, sorry”

  • ნათანაელი says:

    ერთმა ადამიანმა თქვა ოდესღაც “იმის შიშით ცხოვრება, რომ ჯოჯოხეთში მოხვდები უარესი ჯოჯოხეთია ვიდრე ნამდვილი ჯოჯოხეთი”ო…

  • ნათანაელი says:

    ან საერთოდ რა იცი რომ ეგ რაც ახლა შენ შენი ცხოვრების მიზანი გგონია ისსაა სინამდვილეში და ერთი სამი წლის შემდეგ არ ჩათვლი, რომ უაზრობაში გაფლანგე ცლები?

  • nuki says:

    me minda rom davberde radgan vici rasac gavaketeb sibereshi :) tumca ar minda dzalian male davberde :(

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.