შოთა უკვე ოფიციალურად მახეშია

Posted by piccolina on January 24, 2010 in Uncategorized |

ნუ… თითქმის ოფიციალურად :))) ანუ ბეჭდები წამოვიცვით უკვე :) აუ იცით რა ლამაზებია სურათებს დავყრი აქვე ნელ-ნელა

იმ ოქრობჭედელმა გვითხრა, შაბათს იქნება ბეჭდები, ნაშუადღევსო და დაგირეკავთ მზად რომ იქნებაო. ხოდა
დადგა შაბათი და გულმა ვერ მომითმინა, ჩემით დავურეკე, მზად არ არისთქო? და კიო, მოდითო. მეთქი მოვდივართ ახლავე.
შოთამ კი ცოტა იჯუჯღუნა, ახლა გასვლა არ მქონდა დაგეგმილიო მაგრამ… აუ ხომ მე ვუთხარი როგორი მინდოდა ეს ბეჭდები, ყველაფერი ავუხსენი, მაგრამ მეც მხოლოდ წარმოსახვაში მქონდა და არ ვიცოდი რამდენად კარგი გამოვიდოდა, ან ის ოქრომჭედელი როგორ მიმიხვდებოდა რა მინდოდა. ხოდა ძაან გაამართლა :)) ძაან ლამაზები გამოვიდა :))

ისე მომწონს, ყველას ვაჩვენებ, აი, ეს ჩემი ბეჭედიათქო :)))
გუშინ ელ-ქორწილიც გვქონდა, ფეისბუქზე. ზოგი ვერ მიხვდა რა ხდებოდა, ბევრს ეგონა, რომ სინამდვილეში ვიხდიდით და ზოგმა თბილისში არ ვარ, სორიო, ზოგმა გაიხარა ალბათ, პირი ჭამა იქნებაო :))) მოკლედ, საბოლოოდ მოხერხდა მაინც (მგონი) პირველი ელ-ქორწილი ქართულ რეალობაში ;)))
დღეს კიდევ ჩვენი ოჯახები უნდა გაგვეცნო ერთმანეთისთვის. ნუ დედები კი იცნობდნენ, მარა მაინც ტრადიციულად და ოფიციალურად, უკვე სხვა სტატუსით შეხვდნენ ერთმანეთს. ჩემები ისეთი ბედნიერები არიან, რა კარგები არიან შოთას ოჯახის წევრებიო :))

თეამ, შოთას დამ თეთრი ოქროს ბეჭედი მაჩუქა, დედამისის ნაჩუქარი ჩვეულებრივი ოქროს ბეჭედი კალიცოსთან ერთად მთლად კარგად ვერ მიდის, იმიტომ რომ კალიცო თეთრი ოქროსია, ხოდა აიო, ეს შეგიძლია გაიკეთოო. აუ იცით რა საყვარელია?
შოთას მამა კიდევ გვეკაიფება, რძალ-მული ხართ და მალე ერთმანეთს თმებში წაავლებთ ხელს და ითრევთო :)))
ხო, წოდებებს რაც შეეხება, ეს დედამთილ-მამამთილ-რძალ-მულ წოდებები არავის არ მოგვწონს. ხოდა თეა მეკაიფება, ჩემი შვილისთვის ბოცოლა ხარო და ბიცოლას მეძახის :)) ამ დროს საკმარისია მულო დავუძახო :)) ან პირიქით, მულს ვეძახი და ის ბიცოლას მეძახის :)))
მოკლედ, ძაან სასიამოვნო საღამო იყო <3 <3 <3
და იმის გახსენება, რომ ყელამდე და უფრო მეტი საქმე მაქვს, ყველაფერს აფუჭებს :))

Tags: , , , , , , , , , , , ,

14 Comments

  • თინი says:

    ძაალიან ლამაზი ბეჭდებია <3

  • მაგარი ბეჭედია.. აუ, ჩემი ძმის ცოლს უჭამდნენ კაი ხანი ტვინს კითხვებით ტიპა “მულთან როგორ ურთიერთობაში ხარ, ჭამთ ერთმანეთს?” ნუ აი, ვოთ ზე ჰელლ ) ვგიჟდები ისე მიყვარს ჩემი რძალი ) ვერ ვიტან “წოდებებს” ))))

  • კუდა says:

    ლამაზია და ორიგინალური :)

  • BloggerGirl says:

    ბეჭდებიიი, ბეჭდებიიიი ლამაზი ბეჭდეებიიიი :D
    დაერხა შოთას :P აწი ვსიო!

  • BloggerGirl says:

    პ.ს. რას გეუბნევოოდიიიიი, აბა გაიხსენეეე და შენ რას მეუბნეოდიიიი ეგეც გაიხსენე. ხო ვიყავი მართალი. სანამ არ გაქვს არ იცი რამდენად მნიშვნელოვანია ეგ ბეჭედი. ახლა ხო ხვდები რას ვგულისხმობდი? :P

  • ააა.. რალამაზია.. ნამდვილად კარგი გამოუვიდა ოქრომჭედელს;) ბეჭდის შიგნიდან არ წააწერეთ რამე?))

  • piccolina says:

    @მარია – ძალიან გვინდოდა წარწერა, მაგრამ ოქრომჭედელმა გვითხრა, ისე ვერ გავაკეთებთ, რომ თანაბრად და ლამაზად იყოსო და არ გავრისკეთ…

    @ნატოშა – ხო, ცუდი წარმოდგენებია მაგაზე ზოგადად. წიპა უმრავლეს შემთხვევებში ეგრე ხდება და აზოგადებს მერე ხალხი

    @ტომა – ა, ეტაპზე მნიშვნელობას იმდენად ვერ აღვიქვამ, რადენადაც პროსტა მომწონს და მიხარია, რომ ისეთი გამოვიდა, როგორიც მინდოდა :))

  • ლამაზი ბეჭდებია ძალიან. კარგად დაუმზადებია ოქრომჭედელს

  • pasumonok says:

    რა მაგარია…ჩემი ბეჭდის ამბავი გამახსენდა…საქორწილო ბეჭდთან ერთად ნიშნობის ბეჭედიც მიკეთია, ერთად ლამაზია…წარწერაც აქვს,მოვძებნეთ ებრაულად როგორ იწერება ” ესეც გაივლის” და ხალხს გონია ქორწინებას ვგულისხმობთ…არა, უბრალოდ ყოველი წუთი დასაფასებელია, იმიტომ რომ ესეც გაივლის,ხოდა რაც გაკვს, იმას უნდა ჩაეჭიდო და საზამთროსავით ჩაკბიჩო!
    ხოდა ეს პირველი სიხარულიც გაივლის და ისე მიეჩვევი ამ ბეჭედს რომ მოიხსნი თუ არა, თითზე რაღაც ისე დაგაკლდება, უბეჭდობა ისე გაგაღიზიანებს, ეგრევე უკან გაიკეთებ!
    ყველაფერი გაივლის და რაც მოვა,უფრო უკეთესი იქნება. ახლა კი, დიდხანს-დიხანს უყურე ამ ახალ ბეჭედს და ძალიან-ძალიან გაიხარე, ახლა ამის დროა.

  • Landish says:

    აუ ნი, ბეჭდები მართლა ძალიან ლამაზებია…
    მომეწონა.. რაც მაგარი იშვიათობაა :D

    პ.ს. ისე რა იციან ეს დედა აფეთქებულები, რო იტყვიან დაგირეკავთო, როცა მზად იქნება და შეგატყობინებთო.. თვითონ კი არ რეკავენ და ისევ კლიენტის ზარს ელოდებიან (?)… არ სჯობს დაურეკო, შეატყობინო, მოვიდეს, წაიღოს და ორივენი კმაყოფილნი დარჩეთ ? ??

  • ნაკო says:

    ძალიან მომეწონა ბეჭდები… ბედნიერებას გისურვებთ ორთავეეს! :*:*:*

  • დჯ-გურო says:

    ე-მიუე, დედამთილს რას ეძახი? სულ ეს პრობლემაა ოჯახებში. ან შოთა რას ეძახის დედაშენს? დედა-თი მიმართავთ? თუ სახელით?

  • piccolina says:

    @Landish – ხო, თავიდან კი გავბრაზდი მაგაზე, რომ მითხრა, დაგირეკავო და მაინც ჩემ ზარს დაელოდა, მაგრამ ბეჭდები რომ ვნახე სულ დამავიწყდა ეგ :)))

    @დჯ-გურო – უი, არა :))) დედამთილმა თავიდანვე მითხრა, არ მგონია ჯანსაღი დამოკიდებულება დედას რომ აძახინებენ ძალითო. ლია დეიდა დამიძახეო. მარა მე მაინც ლია მასწ-ს ვეძახი :)) ბავშვობიდან ძაან ვარ მიჩვეული :)))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.