მოკლე პოსტი
ახლა უნდა გავიქცე და გავაკეთო ცხელი შოკოლადი ჩემთვის და ჩემი დისთვის და ვიფიქრე, მანამდე მოკლე პოსტს გავაკეთებთქო და რომ დავბუნდები მერე გავაკეთებ დიდ პოსტს ))
უკანასკნელი დღეების განწყობა: განვიცდი დაკარგულ ურთიერთობას, კიარადა მენანება, ძალიან მენანება.
გუშინ პირველი საჩუქარი მივიღე დაბადების დღისთვის.
მართალია ჯერ კიდევ 2 კვირაა წინ, მარა ჩემმა დამ გადაწყვტა გავეხარებინე და საჩუქარი გამიკეთა: ახალი მობილური. ნუ დიდი არაფერი, პატარა, საყვარელი ნოკიაა. ტელეფონის გამოცვლას არც ვაპირებდი, არ მქონდა სამაგისოდ ფული ახლა, მარა ძველიც ვეღარ იყო ფირმაში. უკვე 5 წელი ვიხმარე, ჩემი პირველი ხელფასით ვიყიდე თავის დროზე :))) იდეაში ეგეთი დიდი საჩუქრები არ მიყვარს, თავს დავალებულად ვგრძნობ მერე, მარა ძაან გამიხარდა მაინც, ჩემზე იზრუნა და თვითონ დამტენიც აღარ უვარგა ტელეფონის :ლოვე:
თან დამიძახა და ოთახში რომ შევედი მაგიდაზე დამახვერდა შეფუთული და იასამნისფერ რაღაცაში იყო თან გახვეული ))
გუშინ ფორუმის ღამისმთეველები ვნახე და უკეთ ვიგრძენი თავი. დღეს ტესტირებაზე და გასაუბრებაზე ვიყავი და ახლა შედეგებს ველოდები. ერთ ადგილზე განსაკუთრებით მინდა რომ მიმიღონ და მოკლედ, ვიშ მი გუდ ლაქ ))
კიდევ ველოდები ბარკამპის ამბებს მოუთბენლად ))
ჯერ ესაა, ცხელ შოკოლადს გავაკეთებ და დაგიბრუნდებით ახალი პოსტით.
არ გადართოთ
კიარადა შემოიარეთ ხოლმე ))
p.s. საუბარი ჩემსა და ჩემ დას შორის. ის=ქ, მე=მ. ვუყურებთ რაღაც მზარეულების გადაცემას, სადაც მზარეული სიმპატიური ბიჭია:
ქ – ნახე რა ლამაზია
მ – აუ ხოოოო
ქ – აუ მინდა
მ – ასეთი ლამაზი ბიჭი რატომ არ მოგინდება?!
ქ – :სპყ: მე საჭმელზე ვამბობდი
:D :D

ვიშ ყოუ ლაქ
მეც გისურვებ ისეთ სამსახური იშოვო, რომ დილას ადგომა და წასვლა გიხაროდეს! აბა შენ იცი.
we trust in you piccolina:)))
@utvino @daliela – მადლობა, გაიზ :2კისს:
რახან დაიწყო მოულოდნელობები ტელეფონის სახით მასევე გაგრძელდება სასურველი სამსახურით!!
@ლილიანი – მესიამოვნა მაგისი წაკითხვა )))
იმედია მარტლა ეგრე იქნება ;)
lool
არადა გეგონა რომ შენს დასთან რაღაც საერთო გამოგიჩნდა ხო? :D
და იმან საჭმელიო :D
Good luck!!! :)))
ჯეიმი ოლივერი ხო არ იყო ეგ მზარეული ბიჭი? :ლოლ: :inlove: