24

“შენგან მხოლოდ მენაგვე დადგება”

Posted by piccolina on April 22, 2009 in Uncategorized |

პოსტი ეხება ისევ მდგომარეობას ოჯახებში. კერძოდ მშობლის და შვილის ურთიერთობას. ოღონდ ამჯერად ფიზიკური ძალადობა პროგრამიდან ამოღებულია )))

http://www.epsychology.my/wp-content/uploads/2009/01/discipline-dilemma.jpg

ძალიან ბევრი მშობლისთვის არსებობს რაღაც მეთოდი, რომლითაც უბიძგებს შვილს რომ რაღაც გააკეთოს. მაგალითად იმეცადინოს, ივარჯიშოს… ნუ მსაგავსი რაღაცეები. აღმოჩნდა… აღმოჩნდა კი არა, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე თქვენგანის ოჯახშიც მოხდებოდა მსგავსი ფაქტი, ანუ მშობელი შვილს “ემუქრება” რომ შენგან არაფერი არ გამოვა და მენაგვის მეტი ვერაფერი დადგები და ბლა ბლა. და ეს სამომავლო მუქარის (თუ რა ქვია ამას) მეთოდი ჰგონიათ ძალიან გამართლებულად.

ნუ მშობელი თავის მხრივ ფიქრობს, აი დავეხმარები წარმოიდგინოს, რა შეიძლება მოხდეს მომავალშიო და მერე ეცდება ამის თავიდან ასაცილებლად იმეცადინოსო (ან რამე სხვა აქტივობა განახორციელოს, არ აქვს მნიშვნელობა).

რისთვის დავწერე ამდენი შესავალი ბლა ბლა? ამერიკის ციხეებში ჩატარდა კვლევა. კვლევამ დაადასტურა, რომ პატიმრების უმეტესობას (ახლა ზუსტი პროცენტებით არ მახსოვს, მარა სიტყვაზე მენდეთ, რომ მაღალი პროცენტი იყო) მშობლები ბავშვობაში ხშირად ეუბნებოდნენ ცხოვრებას ციხეში დაასრულებო.

იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი, რასაც ბავშვს ეუბნებიან ღრმად იბეჭდება მის აზროვნებაში და ძალიან დიდ გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე.

მოკლედ, რა ხდება (იმხო), როდესაც ადამიანს ეუბნები რა ლამაზი ხარ დღესო ხო უფრო იშლება მხრებში და უფრო თამამად დადის. ან რამდენჯერმე რომ გაუმეორო, უშნო ძუძუები გაქვსო, გულხელდაკრეფილი (ასე იწერება? ) დაიწყებს სიარულს. ანუ რასაც ადამიანებს ვეუბნებით ჰაერში არ იფანტება. ეს მოქმედებს მის თვითშეფასებაზე. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძველად ექცევა სხვისი ზეგავლენის ქვეშ, რამდენჯერმე გამეორება ყველასთვის კმარა. ახლა წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელსაც ძალიან (ასე ვთქვათ) ფაქიზი ფსიქიკა აქვს და მის განვითარებაზე ყველაფერი მოქმედებს. არა თქმა უნდა, ბავშვი დაიაჯერებს, რომ მისგან არაფერი გამოვა და მისი ცხოვრებაც ზუსტად ისე წარიმართება, როგორც მშობელმა დაუხატა.

ამის გარდა, ალბათ ყველასა გექნებათ გაგონილი, რომ რაღაცის მისაღწევად მიზნის დასახვა და მისკენ წასვლაა საჭირო. როდესაც ბავშვს პატარაობიდან მშობელი უჩიჩინებს შენგან არაფერი გამოვაო, ის უკვე ფაქტიურად მიზნად უსახავს ამას, ჩააგონებს რომ ასეც უნდა მოხდეს. შედეგად ბავშვი იზრდება მშობლის დაპროგრამების მიხედვით, ან ფსიქიკურად ავადმყოფი, მშობლებზე და სამყაროზე დაბოღმილი.

http://blogs.abcnews.com/photos/uncategorized/2008/08/20/cb_parent_child_071031_main.jpg

ხო, ვიცი ახლა დაიწყებთ, დედაჩემი კი მეუბნებოდა, მარა მაინც რაღაცას მივაღწიე და ბლა ბლა. მარა 100%ით გარწმუნებთ, მშობელს რომ ეთქვა, შენ ჭკვიანი ხარ, ბევრს მიაღწევო ან რამე მსგავსი ბევრად უფრო მეტს მიაღწევდით.

ნუ ფსიქიკურ აშლილობებს მწვავედ ნუ აღიქვამთ. ეგ უბრალოდ შესაძლებელი ვარიანტია. ფსიქიკური აშლილობა არ არის, მარა შესაძლო შედეგი არის შემდეგი მაგალითი. ძალიან ახლოს ვიცნობ ოჯახს, რომელშიც დები ცხოვრობენ. ერთი და მეორეს დღემდე ეჯიბრება (თან სულ ყველაფერში), მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ დიდები არიან.

ასე რომ მშობლებო, ჩააგონეთ ბავშვებს მხოლოდ ის, რომ თუ რაღაცას გააკეთებენ ბევრს მიაღწევენ და არა ის, რომ თუ არ გააკეთებენ, ვერაფერს მიაღწევენ )) საერთოდაც უთხარით, რომ მათ საუკეთესოდ გამოსდით ყველაფერის. ეს ბავშვს საკუთარი თავის რწმენას შემატებს.

და შვილებო, ვისაც მშობელი გეუბნებოდათ მსგავს რაღაცეებს, ეცადეთ გამოხვიდეთ გავლენიდან (თუ მძიმედ არის ის კვალი დამჩნეული) ან თუ ახლაც აგრძელებენ, უბრალოდ წააკითხეთ ეს პოსტი ;)

ხო, ბოლოში, რა თქმა უნდა, ზედა ორი სურათის ძაიებისას ნაპოვნი სურათები:

http://www.cartoonstock.com/newscartoons/cartoonists/jlv/lowres/jlvn493l.jpg

http://www.cartoonstock.com/newscartoons/cartoonists/mbc/lowres/mbcn214l.jpg

http://www.cartoonstock.com/newscartoons/cartoonists/ksm/lowres/ksmn1376l.jpg

http://www.cartoonstock.com/lowres/epa1628l.jpg

ბოლოს, ჩემი ფავორიტი )))

http://unreasonablefaith.files.wordpress.com/2009/03/firstborn-sons-of-egyptians.gif

Tags: , , , , , , , ,

24 Comments

  • nikaiverioni says:

    100% _ით პროცენტით გეთანხმები, ბავშვის გონება ძალიან სათუთი და მგრძნობიარეა. ტვინი ჯერ ინფორმაციით გადატვირთული არაა, ამიტომ ყველაფერს კარგსაც და ცუდსაც ადვილად ისრუტავს.

    სამწუხაროდ არამარტო ბავშვებს, არამედ მოზარდებსაც კი უჭირთ დატუქსვის და სულელური შეგონებების იგნორირება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას ავტორიტეტი: დედა, მამა ან უფროსი და/ძმა ამბობს.

    შედეგად, აღქმული ნეგატიური ინფორმაცია ილექება ტვინის არა რომელიმე პერიფერიულ ნაწილში, არამედ ბითრთვში და მერე მთელი ცხოვრება წყენად დაყვება…….

    P.s
    ისე ყოჩაღ I like the way you think/speak/write…..
    ველი ახალ პოსტებს :)

  • babisa says:

    საერთოდ ხშირად უმახინჯებენ ბავშვებს მშობლები ფსიქიკას.
    მითუმეტეს მსგავსი ‘მუქარებით’, არადა ეს პირიქით მოქმედებს :|

    ჰგონიათ, რომ ყველას შეუძლია იყოს კარგი დედა,ან კარგი მამა..

  • AnnA says:

    saerTod mSoblebma bavSvis dabadebamde treningebi unda gaiaron. bavSvi tojina araa.

    ihih

    momwons Zalian Seni blogi! ;)

  • piccolina says:

    @nikaiverioni – უი, დიდი მადლობა. კომენტარის ბოლო ნაწილი ძალიან მესიამოვნა ))

    @babisa – სამწუხაროა, რომ ყველას არ გამოსდის…

    @AnnA – მშობლების დატრენინგების იდეა მომწონს ;)
    შენი ბლოგი ვნახე, მარა ესპანური კარგად არ ვიცი და ძლივს წავიკითხე )))

  • Sweety says:

    ისე ეგ ხო, ცუდს რომ ეუბნები ცუდად მოქმედებს ძალიან.
    მაგრამ აი როცა ძაან გადაჭარბებულ მიზნებს უყენებ ეგეც ხო ძაან ცუდია.
    ანუ ბავშვს რო ეუბნები რო გენიოსი ხარო და მერე არ გამოსდის გენიოსობა რაღაც კომპლექსებს არ აიკიდებს?

    თუ როგორ ხდება ეგ, განმანათლე აბა…

  • piccolina says:

    @Sweety – ზედამეტი არაფერი არ ვარგაო, ხო იცი )) ეგეთი პონტია რა
    ანუ ზედმეტად ისიც არ შეიძლება რომ შენ გენიოსი ხარ და ყველაფერი იცი, მარა იმის თქმა რომ გამოუვა, არ არის ცუდი. თავის თავში რწმენა ემატება და თვითშეფასებაც არ უფუჭდება
    ანუ როცა ეუბნები რომ აქვს რესურსი რომ გააკეთოს რაღაც, ის ამას იჯერებს და უფრო მეტად იხარაჯება რაღაცა მიზნის მისაღწევად ))

  • unaamarga says:

    არგი პოსტი იყო!
    საბედნიეროდ, ჩემს მშობლებს არასოდეს უთქვამთ ჩემთვის, ზარალი ხარო, მაგრამ მე სხვა პრობლემა მქონდა. საქმე ისაა, რომ ყოველთვის იმდენად ბეჯითი და წიგნებზე გადამკვდარი ვიყავი, რომ ჩემს გარშემო ყველა დედა მისაბაძ მაგალითად მიყენებდა და თავის შვილს ეუბნებოდა, შეხედეთ, ეს ყველაფერს მიაღწევს, თქვენ კი მთელი ცხოვრება შავ მუშად დარჩებით, ნუ ან რაღაც ამ სტილში. შედეგად, ზოგს ჩემთან მეტოქეობის მწველი სურვილი უჩნდებოდა და ოღონდ ის დაემტკიცებინა, რომ რაღაც ჩემზე კარგად შეეძლო, ტყავიდან ძვრებოდა, ზოგს კი ასეთ მოსიარულე იდეალურობასთან ურთიერთობა აკომპლექსებდა. საშინლად ვგრძნობდი თავს ამ ყველაფრის გამო. არადა, არც ერთი იყო ჩემზე რამით ნაკლები და არც მე ვიყავი ვინმეზე უკეთესი :(

  • blackglance says:

    რაც შეეხება ამ პოსტს.
    14 წელი მხოლოდ მე და ჩემი და ვიყავით ბავშვები ოჯახში.
    ჩემმა ადრეულმა წარმატებამ – 3 წლის მარცვლებით და 4 წლის გამართულად კითხვის სწავლამ – ასე ვთქვათ ჩემ დაზე “მაღლა” დამაყენა.
    იმის შემდეგ მე ყოველთვის მეუბნებიან: ჭკვიანი ხარ, პრეზიდენტი გამოხვალ, ბევრს მიაღწევ და ა.შ.
    გვანცას კი ასე: მენაგვეებსაც არა აქვთ პატარა ხელფასი, თათიას მდივანი იქნები, ან მისი ოფისის დამლაგებელი…

    შედეგი: მე მეტი ენთუზიაზმით ვეკიდები სწავლას – ის ნაკლები.
    მე ჩემი თავის კმაყოფილი ვარ, ის ამბობს: დებილი ვარ, არაფერი გამომივა.

    ჩემი დის მაგალითით შეშინებულმა, დავიწყე კომპლიმენტების ხმარება. ძალიან ხშირად ვეუბნები კომპლიმენტს ყველას და ვატყობ, რომ იმათგან დადებითი მუხტი მოდის.

  • ვაი. blackglance-ით დაიწერა. :(

  • Landish says:

    ეგეთ რამეს ყველა მშჴბელი ეუბნება თავის შვილს.. ტუმცა მე რატომღაც უფრო სკოლის პერიოდი მახსენდება, როდესაც ერთი 2იანზე მასწავლებლები იმხელა ამბავს ტეხდნენ… და ლექციებს გვიტარებდნენ ხოლმე არ სწავლასა და მენაგვედ გამოსვლის შესახებ, რომ რავიცი =)))
    ახლა კიდევ კარგი მასეთ რამეს არავინ მეუბნება, მითუმეტეს დედაჩემი… როგორც თავის ტოლს ისე მესაუბრება…და ეს ძალიან სასიამოვნოა… რო როგორც პატარას ისე რო არ მიყურებს.. ;)

    ნუ ეხა იმაზე ორი აზრი არ არსებობს, რომ ნეგატიურ განწყობს თუ შეუქმნი შვილს მსგავსი ფრაზებით, არცაა გასაკვირი რომ მომავალში ან საკანში ამოყოს თავი ან ცოცხით ხელში ქუჩაში..

    თუმცა არც იმას ვეთანხმები, რომ მხოლოდ ალერსით ნათქვამი სიტყვა შველის საქმეს. ზოგს ეს პირიქით უფუჭებს კიდეც საქმეს, ზოგს ეს თავში აუვარდება ხოლმე.. და არაფერს აკეთებს ხოლმე, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იგი დარწმუნებულია თავის თავში, რომ რადგან მას აქებენ, მას ყველაფერი გამოუვა… .

    მოკლედ ყველას და ყველაფერს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება რა.. : )

  • Landish says:

    პ.ს. ამხელა კომენტი არადროს გამიკეთებია ბლოგზე =)))

  • უსახელო says:

    ერთხელ მამაჩემისგან ძილში ნათქვამი სიტყვები მომესმა:– “შენგან არაფერი არ გამოვა” – საფუძვლიანი ეჭვი მაქვს რომ ფრაზა ჩემი მისამართით იყო ნათქვამი. …ფაქტია რომ მისრულდება.

  • piccolina says:

    @unaamarga – ააააააა ვაიმე ეგ ძაან ცუდი რაღაცაა, იგივე მაწუხებდა მეც და დღემდე მაწუხებს…

    @blackglance – უთხარი რეალური რაღაცეები მის შესახებ და გადაჭარბების გარეშე )) ანუ რომ დაიჯეროს ;)
    თათია, ესეც ხი შენი ნიკია? თუ არა?

    @Landish – თავში ავარდნა არაფერ შუაშია, მთავარია მშოაბელმა იცოდეს აღზრდა, თორე ბავშვი ზუსტად ისეთი გამოდის, როგორსაც მშობელი ზრდის )))
    პ.ს. მე კიდევ ამდენი გრძელი კომენტი ერთად პირველად დამხვდა მგონი )) მადლობა რომ ჩემთან გააკეთე პირველი გრძელი კომენტი )))

    @უსახელო – ლოოოოოოოლ არადა იქნება სიზმარში რეები გადახდა თავს და რომელ ბომჟს ეუბნებოდა )))
    რაც ნაკლებად დაიჯერებ რომ შენზე იყო, მით უკეთესი შენთვის ;)
    თან შენ არ ხარ დარწმუნებული რომ შენზე თქვა )))

  • ლოოოლ
    ვეთანხმები ყველაფერ ზემოთქმულს, “შეძახილმა ხე გაახმოო” :ჰუჰუჰუ: :ანდაზებისმოყვარულ:

    შექება და სტიმულის მიცემა ყოველთვის ჯობია ;)
    ჩემს მაგალითზე გეტყვი, პატარა ვიყავი და დეიდაჩემი მეუბნებოდა, შენ რომ გაიცინებ, თითქოს ვარდი გაიშალაო :ჰუჰუჰუ: :სელფმოყვარულ: მერე დედაჩემი საყვედურობდა, ნუ ათამამებო, მაგრამ ამან იმოქმედა იმაზე, რომ დღემდე სულ ვიცინი და ყოფილა შემთხვევაც, როცა ღიმილის წყალობით რაღაცები დაუმსახურებლად მიმიღია :| “ამერიკულად” რომ ვთქვათ – ეს ცუდია :ლოლ: მაგრამ მე კი მადგება ;) თუმცა ზედმეტ პასუხისმგებლობასაც აკისრებს ქება ბავშვებს და მერე დეპრესიაშიც ხშირად ჩავარდებიან, ჩვენ ხომ ასეთი ლამაზები, ჭკვიანები და კარგები ვართ, რატომ ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდაო? :პირადიგამოცდილება: ზომიერება კარგია და იდეალური, მაგრამ მე ასეთი სამყარო არ მომწონს, ყველა თავისებურად ზრდის შვილს და მერე ადამიანებიც განსხვავებულები არიან. I like that ;)

  • ჰო, BlackGlance მე ვარ :)

  • Natalia says:

    თავდაჯერება ძალიან მნიშვნელოვანია მართლა, აი დედაჩემი ბავშვობაში მეუბნებოდა დიდი ცხვირი გაქვსო და სულ მქონდა კომპლექსი, არადა ღმოჩნდა რომ სულაც არ მქონია დიდი ცხვირი, ჩემმა მეგობრებმა ძლივს დამარწმუნეს :D :D

    დედას თავის სწორ და თხელ ცხვირთან შედარებით ჩემი დიდი ეჩვენებოდა და მე სერიოზულად ვითრგუნებოდი :))

    სილამაზეც რაღაც დონეზე სწორე თავდაჯერებაშია, როცა საკუთარი თავი მოგწონს, სხვებზეც გადადის შენი განწყობა :)

  • tatushka55 says:

    ეხლა ისეთი დაღლილი ვარ რომ ფიქრის თავიც არ მაქვს :(
    არადა ვფიქრობ რომ გეთანხმები, ბავშვის ტვინი ნიყიერი ნიადაგივით არისო გამიგია
    რასაც დათესავ ის ამოვა

  • პრობლემა იმაშია რომ მშობლები იმას რაც შვილს უნდა უთხრან თავიანთ მეგობრებსა თუ ნაცნობებს ეუბნებია. “ძალიან ნიჭიერი ბავშვია ჩემი გვანცუკელა, მაგრამ რომ იცოდე როგორი ზარმაცია”. გვანცასთან იცვლება ხოლმე ბიოლოგიური დედა. “შენგან არაფერი დადგება”, “ვის დაემსგავსე ასეთი უნიჭო”. რას ვიზამთ ეს ჩვენი ტვირთია ვიყოთ მშობლებზე და უფროსებზე გაცილებით “გაუნათლებლები” და “უნიჭოები”

  • Samurai says:

    @Leonard Shelby
    ვერ დაგეთანხმები რომ ეგ ტვირთია და უნდა ატაროს ადამიანმა. ვერც ის წარმომიდგენია სამწუხაროდ, მშობელმა როგორ უნდა აკადროს შვილს, შენგან არაფერი გამოვაო..

    პირიქით სტიმული სჭირდება. ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები ჩემს წინა კომენტარებს..
    თუმცა შექება დაუმსახურებელი არ უნდა იყოს. ქება ყოველთვის მაღლა წევს თვითშეფასების კოეფიციენტს..
    მერე რა, თუ სხვა შეაქეს. ისე, აღიარეთ, გულის სიღრმეში თქვენზეც მოქმედებს სხვისი მიღწევა და წარმატება :))) რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგი მხრიდან. ამ დროსაც თვითშეფაზე მიდგება ხოლმე საქმე და ეს კონკურენცია ძალას და სტიმულს გაძლევს, რომ უკეთესი გახდე.
    ჯანსაღ კონკურენციაზე მაქვს საუბარი.

    ასე რომ საბოლოო ჯამში, შექება, თუნდაც სხვისი, სტიმულია (არავითარ შემთხვევაში მშობლის მიერ. ეს ჩემი აზრით. იმიტომ რომ არავის უყვარს, როცა სხვას ადარებს მშობელი და იმაზე დაბლა აყენებს), უფრო დიდი ვიდრე იმის თქმა, რომ არაფერი შეუძლია…

  • Samurai
    ვერ წარმოგიდგენია მაგრამ ხშირად ხდება ეგრე. ტვირთიაში კი ის ვიგულისხმე, რომ ძალიან ხშირად სწორედ ასე თვლიან მშჴბლები და ბავშვები უბრალოდ უნდა შეეგუონ ამას :)

  • [...] ხო, კიდევ თემასთან კავშირში არის ადრე დაწერილი პოსტი: “შენგან მხოლოდ მენაგვე დადგება” [...]

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.