შედეგების მოლოდინში
ბოლო გამოცდა 26-ში მაქვს და რაღაც სწავლას გულს ვერ ვუდებ
შეიძლება იმიტომ, რომ რომ შემეტენოს, არაფერი დაშავდება ამით )) ან იმიტომ, რომ ძალით ამარჩევინეს ეს საგანი. მდივანმა მითხრა, საბაკალავროს არ აგარჩევინებ ამას თუ არ აიღებო, დანარჩენები კიდევ დააბოლა, რომ სავალდებულო საგანი იყო. არადა კარგი გოგოა, ვინც კითხულობს, უბრალოდ თავიდანვე პროტესტი რომ გამიჩნდა მკიდია ახლა.
საბაკალავრო ჩავაბარე და ის რთული გამოცდაც და ახლა შედეგებს ველოდები. საბაკალავრო, წესით, დღეს უნდა შეეფასებინათ, მაგრამ სმს.ტსუ.გე-ზე ჯერ არაფერი არ წერია…. იმ გამოცდის შედეგებზეც ვნერვიულობ ძაან.
გუშინ ჩემი დეიდაშვილის შვილთან ვიყავი გასული (2 წლისაა თუ 2,5), 2 დღის წინ ჩამოვიდა ინგლისიდან და მონატრებული მყავდა. ჯერ დაბნეულია, ვერ გაიგო ქართულად უნდა ილაპარაკოს თუ ინგლისურად და საბოლოო ჯამში არც ერთზე არ ლაპარაკბს ))) ისე, შიგადაშიგ ამბობს რაღაც სიტყვებს ხან ქართულად, ხან ინგლისურად ))) რომ წამოვედით გამოგვეტირა და ბებიამისი იძულებული გახდა ცოტა გზაზე გამოვეცილებინეთ, რომ ბავშვს ისევ ისტერიკა არ აეტეხა. ხოდა მივდიოდით ქუჩაში და ეს თინეიჯერი გოგო-ბიჭები ჩერდებოდნენ და რა მაგარი ბავშვიაო, ამბობდნენ ))) რაღაც ძაან მესიამოვნა ))
იამ თავისთან სტაჟირება შემომთავაზა. ნუ მთლად სტაჟირებაც არ ქვია, ერთი კვირით ვიქნები იქ, სანამ შერჩევას დავასრულებთ ))) ძაან მსიამოვნებს იქ რომ ვარ და იმას ვაკეთებ, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს. დღეს პიცაზე დამპატიჟა იამ, ერთი იტალიელის ზავიდენიაა, გარაჟი ქვია. ეგეთი გემრიელი პიცა საქართველოში არ მიჭამია და ძალიან მინდოდა, რომ მფლობელისთვის კომპლიმენტი მეთქვა, მაგრამ მე ხომ ძალიან მორიდებული ვარ და გამიტყდა მისვლა ))) არადა მართლა უგემრიელესი იყო.
აუ რაღაც ძილქუში შემეყარა კიდევ ამ ბოლო დროს. გვიან რომ ვწვები და ადრე ვდგები, ვითიშები ძალიან და სახლში რომ მოვდივარ მაშინვე ვიძინებ. არადა დღისით ძილი ძალიან მიყვარს, უბრალოდ ერთი მინუსი აქვს: რომ ვიძინებ გაღვიძება აღარ მინდა მერე. მინდა რომ სულ მეძინოს )))

10 Comments
ისე არ გეწყინოსდა სულ გამოცდებზე წუწუნებ.
yvela cucunebs gamocdebze roca gamocdebi aqvs ra gagikvirda :D
წარმატებას გისურვებ. იმედია კაი პასუხებს მიიღებ
ისე შეტენვა მაგრად ტეხავს, საშნელი შეგრძნებაა როცა რამე გაქვს გასაკეთებელი.
@გიგა – რაც მაწუხებს, იმაზე ვწერ )) ბუნებრივია ;)
@Katten Försvann – მადლობა, შედეგები რომ მეცოდინება დავწერ პირდაპირ აქ )))
ისე არც შეტენვაა ძალიან ცუდი გამოსავალი,გაიხანგრძლივებ სტუდენტობას ))
პ.ს. მაგ დევიზით მე უკვე 5 წელი უნდა ვისწავლო და ჯერ კიდევ ყველაფერი წინ მაქვს )))
ერთი გამოცდის ქულები მაქვს მარტო გასაგები და იმედია მაინცდამაინც ის არ ჩამჭრის )))
რას ამბობ, რომ შემეტენოს მერე ფული უნდა გადავიხადო და სად მაქვს მაგის თავი ))
nino mec dzalian mesiamovna chems shvilze ase lamazat rom tser. didi midloba.
patara gochi kargi tipi gamovida da geamakeba magastan ertat siaruli, tan dzalian tbili bavshvia da kvelas akvarebs tavs :0
Didi madloba
ძაან მიყვარს სანდრო და იმიტომ ))
ხო, მართლა ძალიან ძალიან თბილია
სად სწავლობ? :)
ფსიქოლოგიურზე
ნუ ბოლო გამოცდაში თუ არ ჩამჭრეს, დავამთავრებ უკვე