სათაურის მოფიქრების დრო არ მაქვს…

Posted by piccolina on February 7, 2010 in Uncategorized |

ხოდა გავაცილე ახლა ბარბი და სანამ სამუშაოს მივუბრუნდები, პოსტს დავწერ :)))

ხოოოოდა ბლოგის დიზაინი შევარჩიე საბოლოოდ მაგრამ რაღაცეების ჩასწორება მინდა და თან მგონი ნელა იტვირთება ძაან (ბტწ თქვენთანაც ასე ნელა იტვირთება ეს ბლოგი? )

თარგმანზე ისე ვარ გადაყოლილი, აღარც ბლოგი მახსოვს და აღარც სახლის დალაგება :/ ხანდახან ფეისბუქს ვეპარები, მარა მერე დამნაშავედ ვგრძნობ თავს, ასე მგონია რომ რაღაც მოვიპარე (დრო (?) )

გუშინ კინოში ვიყავით მე და შოთა (ნუ შოთას დამ დაგვპატიჟა). რა თქმა უნდა, ავატარი ვნახეთ.

http://blaberize.com/wp-content/uploads/2009/11/Avatar-Movie-wallpaper.png

სიმართლე რომ ვთქვა, მაგ ფილმზე წასვლის სურვილი არ მკლავდა, მაგრამ სიყვარული რას არ გაგაკეთებინებს :)) საბოლოოდ უკმაყოფილო არ დავრჩი მაინც. ანუ ძალიან ლამაზი იყო ფილმი. გული დამწყდა, რომ ეკრანიდან რაღაცეები არ გამოხტა, ანუ 3დ ეფექტები მთლად მასეთი არ იყო, მარა ლამაზი იყო და ვსო. შინაარსზე რა ვთქვა… ყელში ამოვიდა ეს ჰოლივუდის გიროები, რომლებიც ყველაზე კაი როჟები ხდებიან და ყველაფერს ახერხებენ. არ შეიძლება, რომ ეს მთავარი გმირი ჩაძაღლდეს და შეეწიროს ამ თავის კაი ტიპობას? მარა არა ნუ. და ეს 3 საათი იქ ჯდომა რა უბედურებაა, შევღონდი, (უკაცრავად და) საჯდომი დამეღალა და კიდევ ის გასაწმენდმა სათვალემ გამაბრაზა, დავჯექი და ჩემით ვწმინდე მერე

უიუი კინაღამ დამავიწყდა, ფილმის მთავარი პლიუსი – ჯოვანი რიბიზი. ძაან მევასება ეგ კაცი <3

http://www.glamourvanity.com/images/sigourney-weaver-giovanni-ribisi-avatar.jpg

http://mimg.ugo.com/200912/12422/cuts/ribisi-avatar2_288x288.jpg

ალისა საოცრებათა ქვეყანაში რომ გამოვა იქაც მინდა რომ წავიდე, ავატარის დაწყებამდე რაღაც რეკლამა გავიდა თუ რაღაც და 3დ ეფექტებმა მომხიბლა, ის კატა რომ გამოვიდა და თვალებში ჩამხედა :))) ბრრრ

ხოოოოოთჰა გავიქეცი ახლა, იმდენი საქმეა კიდევ გასაკეთებელი…

Tags: , , , , , , , , , , , , ,

11 Comments

  • მეც გუშინ ვიყავი ავატარზე.. და ყველაფერში გეთანხმები : ) მაგრამ სიყვარულმა გული დამიწვა :”>

  • კაი იყო ავატარი დღეს ვნახე და ლამაზი ფილმია ვაფშე სხვა ვეშI დამხვდა სხვას ველოდებოდი.
    თUმცა კარგია რომ რომანტიული ყლეობები მინიმალურად იყო და არც ძალიან მოსაბეზრებლად , საინტერესო იყო ბრძოლის სცენები და ვობშემ 8/10 2 ქულა შინაარსიზა დავაკელი :D

  • pasumonok says:

    ვაიმე, მე ვიცი თარგმანი რა საშინელებაა წინა ზამთარს წიგნს ვთარგმნიდი.
    ავატარზე არ გეთანხმები, იმიტომ კი არა რომ სიუჯეტი იყო გადასარევი, უბრალოდ მაგისი არსი არ იყო ღრმა სიუჯეტი და მრავალწახნაგოვანი დიალოგი. თანაც მე ის ამერიკაში ვნახე, სტადიონისხელა ეკრანზე და კარგი სათვალეებით და კინოთეატრიდან გაოგნებული გამოვედი.
    ნო ხო, პო ხოდუ ინგლისურადაც ვნახე :-)

  • დჯ-გურო says:

    არა, არა, არაა.. ავატარი არაა კინო იმაზე, როგორ ხდება ვიღაცა გმირი. მე რომ ვნახე ავატარი – გამიჩნდა დამნაშავეობის გრძნობა. ესაა კინო იმაზე, როგორ ანადგურებს ადამიანი ყველაფერ ლამაზს და ჰარმონიულს ფულის გულისათვის. და ესაა კინო იმაზე, როგორ შეიძლება ადამიანი ჩაერთოს საერთო ჰარმონიულობაში. ყოველთვის ვოცნებობდი ადამიანებს გვქონოდა ისეთივე პირდაპირი კავშირი სხვებთან, თუნდაც თმების ბოლოებიდან, როგორიც ავატარშია.

    ბლოგს რაც შეეხება, მართლა ძალიან ნელა იტვირთება. ზედმეტი ელემენტებია მემგონი გაფორმების თუ რაშია საქმე, არ ვიცი.

    პ.ს. ლამაზია.

  • Lord Vader says:

    დაგირეკეს დანიიდან? :)

    ნუ მაგ კატამ ყველა მოხიბლა მგონი. 10-დან 9 პოსტშია მაგაზე ლაპარაკი.
    მეც ვითომ ავატარზე ვწერდი და კინაღამ ალისაზე გადავედი… დროზე დავასტოპე მერე. :)

  • piccolina says:

    @გურო, ეგ ვითომ ბუნების დაცვაზე ზრუნვაც ყელშია ამოსულ, ისევე როგორც გეროიჩესკი პასტუპკები

    @Lord Vader, ლოოოოლ ყოველ დღე მირეკავენ :)))
    ხო, კატა კაი იყო, იმედია მთლიან ფილმშიც ბლომად იქნება მსგავსი ეფექტები ;)))

  • Natalia says:

    ძალიან ლამაზი ფონია <3 რომ შემოვედი, სიმყუდროვე ვიგრძენი :) თან, ნელა არ იტვირთება ნამდვილად.

    როგორ გამიხარდა, რომ ადამიანი ვიპოვე, რომელიც ავატარზე იყო და ასეთი ტექსტით არ დაიწყო: 'ძალიან მაგარი ფილმია, ყველამ უნდა ნახოთ'

  • ძალიან საკაიფო დიზაინია, მაგრამ სანამ ჩაიტვირთა, პოსტი უკვე ჩავიკითხე შავ ფონზე ყვითელი ასოებით :|

    მეც მაინტერესებს ავატარის ნახვა, მაგრამ სხვების სათვალეების წმენდა მეზარება ;)

  • ZviAnGi says:

    აუ, ეგ ტიპი არ მევასება ყველაზე მეტად. :)))

  • piccolina says:

    @ზვი – ჯოვანი რიბიზი? ომგ შენ არ ხარ ჩემი მეგობარი :))) როგორ შეიძლება ეგ კაცი არ გევასებოდეს :))

  • zurriuss says:

    აი, ხო ვამბობდი, რაააააა! :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.