არა ინტრიგულ სათაურიანი პოსტი
იეეე მომილოცეთ, წიგნის თარგმნა დავამთავრე ))) გუშინ გადავუგზავნე ჩემი ბოლო ნაწილი დამკვეთს და ძალიან მიხარია, მაგრამ თან რაღაც მაკლია საღამოს სახლში რომ მოვდივარ და არაფერი მაქვს საკეთებელი :/
ჩემ სამსახურში იტალიელები ჩამოვიდნენ ტრენინგების ჩასატარებლად, ერთი კვირით იქნებიან აქ. რომ მოვიდნენ, პირველივე ის მკითხეს, შენ ის ხარ, ბლოგერი რომ არისო? ძაან გამიკვირდა. ასე რომ ახლა საიტის კეთებაზე რომ მიდგება საქმე, პირდაპირ მე მელაპარაკებიან და აზრს მეკითხებიან, შენ ბლოგერი ხარ და აბა გვითხარიო :)) ძაან საყვარელი ხალხია, მაგრამ ერთი მინუსი აქვს ამ ყველაფერს – მთელი დღის მანძილზე სულ რომ იტალიურად ვლაპარაკობ, სახლში რომ მოვდივარ მაშინაც ლამისაა იტალიურად დაველაპარაკო ქართველებს. პატარაობაში იტალიიდან რომ ჩამოვდიოდი, სულ მქონდა ეს პრობლემა, 1-2 კვირა ქართველებს იტალიურად ველაპარაკებოდი და ვერ ვხვდებოდი, რატომ არ ესმოდათ :)))
ერთ-ერთი იტალიელი იქ ქუჩის აქციებს აწყობს, რაღაც ორგანიზაციაშია და შემდეგზე ან შემდეგის შემდეგზე (როცა სურათებს მომცემს) დავწერ იმ აქციებზე. ძაან კაი რამეა, შემომთავაზა, საქართველოშიც ხომ არ გავაკეთოთო :)))
ჩემ ახალ ლეპტოპს შევეჩვიე უკვე <3 ვაირლესი დავაყენეთ სახლში და შოთა სამზარეულოდან დაძვრება ფეისბუქზე და მე ხან ლოგინზე ვარ წამოგორებული, ხან მაგიდასთან ვზივარ და ისე ვწერ. იმედია, ამინდები მალე გამოვა და აივანსაც დავიპყრობთ.

ნუ ეს ვაირლესის დაყენება ცალკე ისტორიაა საერთოდ. აქ რომ გადმოვედით შოთამ იყიდა ეს ვაირლეს როუტერი და კავკაზუსიდან ხალხი გამოვიძახეთ, რომ დაეყენებინათ და ვერ დააყენეს, ლეპტოპს ან როუტერს აქვს პრობლემაო. რამდენადაც შოთას ლეპტოპი სხვა ვაირლესებს მშვენივრად აღიქვამდა, ჩავთვალეთ, რომ როუტერის ბრალი იყო. მერე ეს რომ ვიყიდეთ, ისევ დავურეკეთ, ვაირლესის დაყენება გვინდათქო. იმედი არ გვქონდა, მაგრამ ვცადეთ მაინც. ნუ მოვიდნენ, შოთას კომპს შეხედეს და არაო, არ გამოვა ამაზეო და ჩემსაზე დაყენდა, ანუ როუტერის ბრალი არ იყო. ხოდა ვუთხარით, სხვაგან შედის ვაირლესით და აქ რა ეტაკათქო და იმ ბიჭმა თავიდან სცადა. ჰოი საოცრებავ, გამოვიდა
კიდევ რისი თქმა მინდოდა:
- ჰედერი შევცვალე, შეგიძლიათ შემიფასოთ
- შემდეგი პოსტი იქნება ანონიმური სტუმრის და საკმაოდ საჭირბოროტო საკითხზე (დედალ-მამლური ურთიერთობები)
წავედი ახლა, რაღაც დრაივერებს დავაყენებ, თორე აქამდე ისე მიდევს ის დისკი
პ.ს. 1-2 ფოტო ინტერნეტ-დამოკიდებულებაზე :



15 Comments
ჰედერი კაია : ) და საერთოდაც კაია კაი ხშIრად წერე ვა :D ახლა შენს დაკარგვას გამართლება (უკომპიუტერობა) აღარ აქსვს :D
ჰედერი კარგია, მარა მგონი კომენტარების ყუთს რაღაც სჭირს, სახელში რომ ჩავწერე და ტაბს დავაწექი, ზევით ამიყვანა, მერე მეილიც რომ ჩავწერე და ტაბს დავაწექი, იგივე ქნა.
ჰოდა მომენატრე კიდევ…
ჰედერი შენს თმებს ჰგავს იმ სურათში რომ დაგხატა არ მახსოვს ვინ :)
პ.ს. wireless-ზე დამაკვალიანეთ მე ჩაიდანი, რა, კავკაზუსსაც აქვს? სადმე უწერიათ, რომ გვაქვენო? მეგონა მოვძებნე მაგათ საიტზე :)
ჰედერი მომეწონა – იფ, იფ…
ჰმმ… დილით აშკარად სხვა ჰედერი ვნახე, მე მაპატიეთ :)
ვაა, რა მაგარია.
იტალიურიდან თარგმნე წიგნი???
ვაა რა მაგარია.
@riddle – ხო, ეგ უნდა მეთქვა ახლა, ძველ ჰედერს ხედავთქო :))) ვაირლესს რაც შეეხება შენ მთავარია როუტერი იყიდო და დაყენებით ნებისმიერზე დააყენებ, უბრალოდ ჯე ლინკი თუ გაქვს,იმათ უნდა დაგიყენონ და ისე შენითაც შეგიძლია ;)
დამატებითი ინფო თუ გინდა, მომწერე piccolina@piccolina.ge რა რამდენზეც ცოდნა მეყოფა, დაგაკვალიანებ ;)
@ქეით – ხო, იტალიურიდან ;)
@თათია – ტაბებზე მეც შევამჩნიე, მარა იმდენი ხანი ვარჩიე ეს თემა, ვერ შევცვლი ახლა :))) მეც მომენატრე :*
@დვორსკა და ლილიანა – ჰედერის მოწონებიზა მადლობა :)))
აუ, რა კარგია იტალიური რომ იცი..
ძალიან მინდა სწავლა და როდესმე ალბათ მეც ვისწავლი.. :)
ყოჩაღ ნინ.
ხოდა კომენტარებს ვერ ვიწერ ამ ბლოგიდან. :(
:) ძვირფასო პიკოლინა. არ ვიცი რატომ გგონია, რომ მე შენ ნიკი მოგპარე :(. პიკოლო ჩემი ზედმეტსახელია, არც კი, უმეტესობა პიკოლოდ მიცნობს :))). ხოლო შენ ჩემი ბლოგის გაკეთების შემდეგ “აღმოგაჩინე”. ამიტომ არ გაქვს უფლება “ნიკის მოპარვაში დამადანაშაულო”
პიკოლოს რაც შეეხება მე ინგლისური განმარტებით ვიცი და ინგლისურად ნამდვილად პატარა ფლეიტას ნიშნავს
@პიკოლო – უფლებებზე თუ მიდგა საქმე, არც შენ გაქვს უფლება შემომივარდე და მასწავლო, რისი უფლება მაქვს და რისი არა :))
გილოცავ დაბადების დღეს :ყეს:
მე არაფერი მისწავლებია შენთვის. უბრალოდ შეგახსენე :))
მე მომწონს ჰედერი