სათაური და ხერხემლის პრობლემები
განწყობისთვის (დაპოსტვის მერე მომივიდა ამის დადების იდეა :) ):

თუ სახურავის წარწერა ცუდად ჩანს: button will pop if seal is broken
საათი და რამდენიმე წუთია უკვე რაც ნიუ პოსტზე გადმოვედი და სათაური დავწერე და თითები არ მომყვება რომ რამე დავწერო. არადა მინდა თან, უბრალოდ არ ვიცი საიდან დავიწყო. რაზეც მინდა დაწერა, ჯობია იმაზე არ დავწერო, არ ღირს.
ორი დღის წინ სვითისთან და შპილერასთან ვიყავი სტუმრად ჩაიზე (ვი ლავ თი) და შპილერას იდეა მოუვიდა, მოდი პოკერი ვითამაშოთო და მასწავლეს თამაში და ძალიან მომეწონა, აღარ მინდოდა რომ დამთავრებულიყო თამაში. თან ყველაზე მეტი მოვიგე და გგგგჰ მიხაროდა ძაან )) მარა რაზეც არ უნდა გველაპარაკა და რაც არ უნდა გვეკეთებინა მარის ფიქრები მაინც ერთი თემის ირგვლივ ტრიალებდა: ბარკამპი )) და ყველა დაწყებული საუბარიც, შესაბამისად, ბარკამპით მთავრდებოდა. მერე იქიდან ისეთ დროს წამოვედი, რომ თითქმის საათი ველოდე ტრანსპორტს, რომელიც მაინც არ მოვიდა და გადაჯდომით გადავწყვიტე წამოსვლა. მერე იმ მარშუტკითაც თითქმის საათი ვიმგზავრე რაღაც საეჭვო და სტრანნი ქუჩების და მიტოვებული შენობების გავლით ))
ხოდა იმის მერე მეც ბარკამპზე ვფიქრობ. დღეს შევიტანე საბუთები პასპორტის გასაკეთებლად და 23ში იქნებაო, მარა დაფინანსება თუ არ იქნება, ბარკამპიც არ იქნება :s ხო, პასპორტის სურათისტვის მთელი დილა ვიპრანჭებოდი, მარა ისეთია, გამოჩენაც მერიდება ))
გუშინწინ შპილერამ ერთი თავისი სიმრერა ჩაწერა და აააა ძალიან ბედნიერი ვიყავი და იმის მერე მაგ სიმღერას ვუსმენ და მეღნავლება თან სულ. ეს სიმღერა პირველად 3 წლის წინ მოვისმინე მგონი, დოდკასთან პიანინოზე დაურა და იმღერა და ძაან მომეწონა და იმის მერე ვოცნებობდი რომ ნეტა ჩაწერილი ქონდესთქო )) ნუ ხარისხი და რაღაცეები არ ვარგა, დასახვეწია მოლედ, მარა ეგ არ მიშლის ხელს იმაში, რომ მთელი დღე გაუჩერებლად ვუსმინო )) ხო, კინაღამ დამავიწყდა, ლინკი: http://spieler.ge/?p=65 სიმღერაც იქ დევს და გადმოსაწერი ლინკიც იქვეა )) იმედია არ დაიზარებენ ეგ და ყვავა და გააკეთებენ უკეთეს ვარიანტს :ლოვე:
ორშაბათს (ანუ გუშინ) ლექციები დამეწყო უკვე, მარა ჯერ არც ერთზე არ ვყოფილვარ, იმედია ჩემი უხასიათობა იმდენ ხანს არ გაგრძელდება, რომ შედეგად ჩავაფლავო ეს სემესტრი ((
კიდევ ეს დღეები საშინლად მტკივა ხერხემალი. ჯდომაც მიჭირს მაგის გამო და დგომაც. წოლის დროსაც კი მტკივა. უფრო სწორად თვითონ ხერხემალი კი არა, ხერხემლის მარცხნივ (7-8 სანტიმენტრში), მკერდის გასწვრივ მტკივა რაღაც საშინლად და არ ვიცი რა არის. დედაჩემი მეუბნება კომპთან რომ ზიხარ სულ იმის ბრაიაო, თან მოხრილი ზიხარო, მარა მეეჭვება მაგის გამო იყოს ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო (ხერხემლის გვერდით რომ არის). სულ მტკივა თან.
ხო, ნუ მეტი არაფერი. განწყობა ისევ ისეთი. იმდენად, რომ მსნშიც კი არ შევდივარ, ტო ესტ დღეს შევედი პირველად უკანასკნელი 3 თუ 4 დღის მანძილზე. თან ოჯახში კონფლიქტები მომრავლდა და ეგ კიდევ უფრო მგრუზავს. ხოდა ვდგავარ და ვღნავი მთელი დღეები ისევ )) ვინმეს რომ ვნახულობ უცებ მიკეთდება ხასიათი, მარა ძაან ვიღლები. მოკლედ… ხო, კიდევ გუშინ პოკერს ვთამაშობდი კომპში და რაც დავაგროვე ყველაფერი ერთიანად წავაგე და ისე გავბრაზდი, დღეს აღარც შევსუვარ სათამაშოდ.
პ.ს. თვითონ პოსტის წერას ცალკე საათი მოვანდომე

9 Comments
ექიმთან რატომ არ მიდიხარ?
თუ არ დავფინანსდი როგორ წავიდე და დედაჩემი არ მაფინანსებს, მოხრილი რომ ზიხარ მაგის ბრალიაო
მართლა მეეჭვება მაგის ბრალი იყოს.
დაზღვევა მაინც გქონდეს.
ra gagnavlebs qali yvo xar? :D :*
lav ya
chemebic yvelafers kompiuters abraleben :))))
gavcivdebi, kompis bralia, kiseri gamisheshdeba komp.
:))
chvali iqneba eg, ragac kremebi arsebobs da caisvi, kuntebistvis aris. tkivilgamayuchebeli da samkurnalo. 4 laramde girs,da myrali suni aqvs :)))
აი ემ ხეფი უ ლაიქედ ით…
რაც შეეხება ხერხემალს, დილაობით, რო ადგები, წელი ავარჯიშე… თუ კუნთების ბრალია, გაგივლის, რო გახურდება…
რაც შეეხება პოკერს… არასდროს ჩადო დიდი თანხა, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ მოწინააღმდეგე ლოხია და შენს ბლეფზე წამოეგება და დაწვება… ან სუპერპუპერ კარტი გყავს :)
@iron butterfly – ხო, ეს მშობლების განსაკუთრებული მიდგომაა ალბათ კომპიუტერზე დამოკიდებულების მოსახსნელად ))
@Spieler – შენც ხო იცი როგორ ვდებ თანხას )) თან მაგ დღეს ვიღაც ბლეფავიკი მიწევდა თანხას და მე კიდევ კარგი კარტი მყავდა და ის სულ წევდა და წევდა მაინც და მეთქი ბლეფია ისევთქო და არ აღმოჩნდა :მო:
Chemebic rame rom macuxebs (ziritadad tvalebi migiziandeba) kvelapers komps abraleben xolme:-)
nino tu kidev gatsuxebs xerxemali damelaparake teleponit an skypit da vnaxot ras vpiqrob da raa sachiro