სასამართლოს “პრიკოლები”

Posted by piccolina on January 30, 2010 in Uncategorized |

ადრე დავწერე პოსტი, სადაც ეწერა ამერიკის სასამართლოს არქივებიდან ამოკრეფილი “პრიკოლები”, მაგრამ ის ინგლისურად იყო და ძალიან ცოტამ წაიკითხა. ასე რომ მე ვიზრუნე თქვენზე და გადმოვაქართულე ეს ყველაფერი :)) ნუ ყველაფერი ვერა, ზოგის გადმოქართულება ცოტათი შეუძლებელია, იმიტომ რომ იქ სასაცილო ინგლისურში არსებული სიტყვების ორმაგი მნიშვნელობებია

ტაკ შტო წაიკითხეთ და დატკბით ;)

რასაც ახლა წაიკითხავთ, ქვია „არეულობა ამერუკულ სასამართლოებში“ და ყველაფერი, რაც წერია ხალხმა სასამართლოში თქვა და სიტყვა სიტყვით არის გადმოცემული, ახლა კი სასამართლოების ანგარიშში გამოქვეყნდა, რადგან მშვიდად ვერ იქნებოდნენ, როდესაც ასეთი საუბრები იყო ჩაწერილი.

ადვოკატი – რა იყო თქვენი ქმრის პირველი სიტყვები იმ დილას?

მოწმე – მითხრა: „სად ვარ, ქეთი?“

ადვოკატი – და ამან ასე რატომ გაგაბრაზათ?

მოწმე – მე სიუზანი მქვია.

__________________________________

ადვოკატი – სექსუალურად აქტიური ხართ?

მოწმე – არა, უბრალოდ ვწევარ ხოლმე.

__________________________________

ადვოკატი – ეს  ავტოიმუნური დაავადება თქვენს მეხსიერებაზე რამენაირად მოქმედებს?

მოწმე – დიახ.

ადვოკატი – და რა მხრივ მოქმედებს?

მოწმე – მავიწყდება.

ადვოკატი – გავიწყდებათ? შეგიძლიათ მაგალითად მოგვიყვანოთ რამე, რაც დაგავიწყდათ?

__________________________________

ადვოკატი – უფროსი, ოცი წლის ვაჟი, რამდენი წლისაა?

მოწმე – ჰმ, ოცის.

__________________________________

ადვოკატი – თქვენი სურათი რომ გადაიღეს თქვენც იქ იყავით?

მოწმე – მეკაიფებით?

__________________________________

ადვოკატი – ესეიგი (ბავშვის) ჩასახვის თარიღი 8 აგვისტოა?

მოწმე – დიახ.

ადვოკატი – და რას აკეთებდით თქვენ ამ დროს?

მოწმე – ისა … ვჟიმაობდი!

__________________________________

ადვოკატი – სამი შვილი ჰყავდა ხო?

მოწმე – დიახ.

ადვოკატი – რამდენი მათგანი იყო ბიჭი?

მოწმე – არც ერთი.

ადვოკატი – რომელიმე გოგო იყო?

მოწმე – მეკაიფებით? თქვენო ღირსებავ, მგონი სხვა ადვოკატი მჭირდება. შეიძლება ახალი ადვოკატი ავიყვანო?

__________________________________

ადვოკატი – თქვენი პირველი ქორწინება როგორ დასრულდა?

მოწმე – გარდაცვალებით.

ადვოკატი – და ვისი გარდაცვალებით დასრულდა?

მოწმე – თქვენი აზრით, ვისი გარდაცვალებით უნდა დასრულებულიყო?

__________________________________

ადვოკატი -შეგიძლიათ ის ინდივიდი აღწეროთ?

მოწმე – ის (მამრ) დაახლოებთ საშუალო სიმაღლის იყო და წვერი ჰქონდა.

ადვოკატი – ქალი იყო თუ კაცი?

მოწმე – აბა გამოიცანით.

__________________________________

ადვოკატი – ექიმო, რამდენი გაკვეთა გავთ ჩატარებული მიცვალებულ ადამიანებზე?

მოწმე – ყველა, ვინც გავკვეთე, მიცვალებული იყო. იქნებ სხვანაირად დაგესვათ კითხვა?

__________________________________

ადვოკატი – ყველა თქვენი პასუხი უნდა იყოს სიტყვიერი, კარგი? რომელ სკოლაში დადიოდით?

მოწმე – სიტყვიერი

__________________________________

ადვოკატი – გახსოვთ დრო, როდესაც გვამი გამოიკვლიეთ?

მოწმე – გაკვეთა დაახლოებით საღამო 8:30-ზე დაიწყო.

ადვოკატი – და მისტერ დენტონი მკვდარი იყო ამ დროს?

მოწმე – არა, მაგიდაზე იჯდა და ფიქრობდა, ნეტა რატომ მიკეთებს ეს კაცი გაკვეთასო!

__________________________________

ადვოკატი – ექიმო, სანამ გაკვეთას დაიწყებდით პულსი შეუმოწმეთ?

მოწმე – არა.

ადვოკატი – სისხლის წნევა?

მოწმე – არა.

ადვოკატი – სუნთქვა?

მოწმე – არა.

ადვოკატი – ესეიგი შესაძლებელია, პაციენტი ცოცხალი ყოფილიყო, როდესაც გაკვეთა დაიწყეთ?

მოწმე – არა.

ადვოკატი – ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ, ექიმო?

მოწმე – იმიტომ რომ მისი ტვინი ჩემს მაგიდაზე იდო, ქილაში.

ადვოკატი – გასაგებია, მაგრამ შესაძლებელია პაციენტი ცოცხალი ყოფილიყო ამის მიუხედავად?

მოწმე – დიახ, ალბათ ცოცხალი იყო და სამართალს სწავლობდა.

Tags: , , , , , , , , ,

20 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.